საპარლამენტო ოპოზიცია მუხტარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
აფგან მუხტარლი
"ევროპული საქართველო" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარტიამ საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დააყენა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, პარლამენტი არის ერთადერთი ორგანოა, რომელიც მომხდარის რეალურ მიზეზებს შეისწავლის, რადგან ქართულ საგამოძიებო უწყებებს ნდობა აქვთ დაკარგული.
მართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ აფგან მუხტალის საქმეზე ჯერ გამოძიების შედეგებს ელოდებიან. საჭიროების შემთხვევაში უმრავლეოსბა შესაბამისი კომისიის შექმნას არ გამორიცხავს. თუმცა წევრ გია ვოლსკის შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კომისიის შექმნა მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება და არა რეალურად ობიექტური გარემოებების დადგენას.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
15 ივნისს ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია - „აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა“ - მიიღო. 16-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება გატაცებადაა შეფასებული.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 09:36
სპორტი
ინგლისმა ხორვატიას დაძაბულ ბრძოლაში 4:2 სძლია
ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ხორვატიის გუნდთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.
18 ივნისი 2026, 09:33
კულტურა
მსახიობი დეივი ჩეისი 35 წლისა გარდაიცვალა
დეივიმ პოპულარობა საშინელებათა ფილმ „ზარში“ სამარა მორგანის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ეს როლი მან 11 წლის ასაკში მიიღო. ამ ნამუშევრისთვის მსახიობი MTV Movie Award-ის პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო ბოროტმოქმედი“ დააჯილდოვეს.
18 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
მაკრონი: „დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდ შვიდეულში“ შემავალი ყველა ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის სერიოზულ მზაობას არ აჩვენებს.
18 ივნისი 2026, 08:57
რეგიონი
ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხალაწნის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების ეზოები დატბორა. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზიანის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მერიაში არ ადასტურებენ. ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და მობილიზებული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.
18 ივნისი 2026, 08:49
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ნაციონალური მოძრაობა“ გვპირდებოდა რევოლუციას ქუჩაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რევოლუცია და გადატრიალება საკუთარ პარტიაში მიიღეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ისე გადააყენეს თანამდებობიდან, თვითონაც არ იცოდა და საჯარო წერილით გაიგო, რომელიც ბელადმა ციხიდან გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობა“ გვპირდებოდა რევოლუციას ქუჩაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რევოლუცია და გადატრიალება საკუთარ პარტიაში მიიღეს“, - აცხადებს ფაღავა.
18 ივნისი 2026, 08:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: არაფერი ეშველებათ. „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარე თუ ბოკუჩავა, აბსოლუტურად არაფერი იცვლება მათთვის
„თვითონ „ნაცებსაც“ და მათ მხარდამჭერებსაც მოჰბეზრდათ უკვე ეს დაუსრულებელი სპექტაკლებისა და მრავალსერიანი ფილმების ყურება. ხან იშლებიან, ხან ერთიანდებიან, ხან თავმჯდომარეებს იცვლიან. არაფერი ეშველებათ. „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარე თუ ბოკუჩავა, აბსოლუტურად არაფერი იცვლება მათთვის“, - აცხადებს მაჭავარიანი.
18 ივნისი 2026, 08:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ხოშტარიაზე: მიზანი არის ყოველთვის ის, რომ ამ დეზინფორმაციისგან შექმნან მერე პოლიტიკური დღის წესრიგი
„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრობლემა რომ იყოს სამედიცინო მომსახურების მიწოდება ან საკვებთან დაკავშირებით რაიმე გამოწვევები, როგორ ჰგონია საზოგადოებას, რომ ელენე ხოშტარიათი გამოვიდოდა ინფორმაცია? მიზანი არის ყოველთვის ის, რომ ამ დეზინფორმაციისგან შექმნან მერე პოლიტიკური დღის წესრიგი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
18 ივნისი 2026, 08:22
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ხოშტარიაზე: პირდაპირ პროვოკაციებზე მიდიოდა, რომ როგორღაც ციხეში შესულიყო და გამხდარიყო ელენე წამებული
„ადამიანი ძალით იწევდა ციხეში, წამებულის გვირგვინი რომ დაედგა და პირდაპირ პროვოკაციებზე მიდიოდა, რომ როგორღაც ციხეში შესულიყო და გამხდარიყო ელენე წამებული. მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საერთოდ სხვა სტანდარტები შექმნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და საერთოდ სხვა მოპყრობა ადამიანებისადმი, განსხვავებით მათგან, რომლებიც წამებაში სულს ხდიდნენ ადამიანებს. ასეთი სიცრუეები აღარ იყიდება“, - ამბობს სოსიაშვილი.
18 ივნისი 2026, 08:16
რეგიონი
სოფელ მაღაროსკართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი) მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.
18 ივნისი 2026, 08:09
სამართალი
„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ საქმეზე 6 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. დავით ფერაძესა და ზაზა ბიძინაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ
„საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ 6 კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და ზაზა ბიძინაშვილს.
18 ივნისი 2026, 08:05
მსოფლიო
The New York Times: ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა, სანაცვლოდ, სიურპრიზი მიიღო - ირანელებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ საზეიმოდაც ბევრი მიზეზი დარჩათ
15 კვირაზე ნაკლები ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა, ირანთან ომის დასრულების თაობაზე თავდაჯერებული ტრაბახის პიკზე, განაცხადა: „ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა“ - როდესაც ოთხშაბათს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართული შეთანხმების ტექსტი საბოლოოდ გამოქვეყნდა, ის საერთოდ არ ჰგავდა კაპიტულაციის დოკუმენტს, პირიქით, ირანელებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ საზეიმოდაც ბევრი მიზეზი დარჩათ, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა, სანაცვლოდ, სიურპრიზი მიიღო“.
18 ივნისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში 🌧️⛅
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა საღამოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
18 ივნისი 2026, 07:26
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერი: ისლამაბადის მემორანდუმი ძალაში შედის დაუყოვნებლივ და, როგორც პირველი ნაბიჯი, ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ მოხსნის საზღვაო ბლოკადას
ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ელექტრონულად მოეწერა ხელი ისტორიულ „ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმს“ - მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორივე ქვეყნის ღირსეულმა პრეზიდენტებმა, ხოლო მე, როგორც მედიატორმა, დავადასტურე იგი, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.
18 ივნისი 2026, 07:08
მსოფლიო
პეზეშკიანისა და ტრამპის მიერ მემორანდუმის ხელმოწერის პირველი ფოტოები
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ (IRNA) გამოაქვეყნა კადრები, სადაც ასახულია მომენტი, როდესაც ირანის პრეზიდენტი, მასუდ პეზეშკიანი თეირანში ხელს აწერს აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
18 ივნისი 2026, 06:52
მსოფლიო
„ეს არ იყო მარტივი“ - ტრამპი ირანთან ომის დასრულების შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ირანელმა კოლეგამ, მასუდ პეზეშკიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში თვეების განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას.
18 ივნისი 2026, 06:32
მსოფლიო
ჩინეთი აშშ-ირანის შეთანხმებას მიესალმება და აცხადებს, რომ „მშვიდობის განთიადი დადგა“
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი მიესალმა აშშ-ირანის შეთანხმებას და თავის ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ „მშვიდობის განთიადი დადგა“.
18 ივნისი 2026, 06:19
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ვიდეო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 02:59
მსოფლიო
ტრამპი: თუ სხვა ქვეყნებს აქვთ ბალისტიკური რაკეტები, ცოტა უსამართლოა, რომ ირანს საერთოდ არ ჰქონდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ირანს გარკვეული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტების შენარჩუნების უფლება უნდა მიეცეს.
18 ივნისი 2026, 02:52
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების ტექსტს ორივე მხარის პრეზიდენტმა ოფიციალურად მოაწერა ხელი, - იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე, ესმაილ ბაღაიზე დაყრდნობით.
18 ივნისი 2026, 02:20
მსოფლიო
Fox News: ტრამპმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად მოაწერა ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.


