http://imedi.ge/ /  02 ოქტომბერი 2020, 15:13 / სანდო წყარო

საქართველოსა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი გაფორმდა

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს მადლობა გადაუხადა გაეროს მიერ ქვეყნისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდ დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დოკუმენტში ასახულია ქვეყნის პრიორიტეტები, გამოწვევები, მოქალაქეთა საჭიროებები და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები.

როგორც საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა აღნიშნა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სურს საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც სოციალურ თანასწორობას, ადამიანური რესურსის შესაძლებლობებსა და ადამიანური რესურსის განვითარებას გულისხმობს.

„ახალი თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების განხორციელება მომდევნო წლის პირველ იანვარს დაიწყება. ეს ჩარჩო შეთანხმება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა.

ჩარჩო-დოკუმენტი შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს და სრულ თანხვედრაშია 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან.

დოკუმენტი მოიცავს ხუთ თემატურ მიმართულებას - ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუციები; თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობა ხარისხიან მომსახურებაზე; ინკლუზიური ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; ადამიანის უსაფრთხოება; გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.

საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო პარტნიორები, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

კახა კუკავა

26 ოქტომბერი 2020, 23:19

COVID19

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

„მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია, ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, - წერს კახა კუკავა.

26 ოქტომბერი 2020, 23:09

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 188 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 279 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

26 ოქტომბერი 2020, 22:58

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში არ უნდა დანებდეს.

26 ოქტომბერი 2020, 22:42

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. Imedinews-ის ინფორმაციით, ძალოვნებმა სახლიდან ნივთები გამოიტანეს. ასევე სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ძმა და მშობლები.

26 ოქტომბერი 2020, 22:20

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 20 890 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 890 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 102 ადამიანი გარდაიცვალა.

მიხეილ სარჯველაძე

26 ოქტომბერი 2020, 22:00

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის დაცვა და ეს მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება

„ქართული ოცნების„ ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამართალდამცველთა უზრუნველყოფა ცხოვრებისა და სამუშაოს ღირსეული პირობები.

26 ოქტომბერი 2020, 21:54

მსოფლიო

სომხეთის პრემიერის მეუღლე: ხვალიდან, ქალთა რაზმი სამხედრო მომზადებას დაიწყებს და რამდენიმე დღეში სამშობლოს საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით

სომხეთის პრემიერის მეუღლემ, ანა აკოპიანმა განაცხადა, რომ „სამხედრო მომზადების გავლასა და მთიან ყარაბაღში სამშობლოს საზღვრების დასაცავად წასვლას აპირებს“.

არჩევნები

26 ოქტომბერი 2020, 21:46

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%

Survation-ის კვლევის შედეგების მიხედვით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22%. კვლევის შედეგები „რუსთავი2“-მა გამოაქვეყნა. სხვა მონაცემები ასე გადანაწილდა: „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5%; „ლელო“ - 4%; „ევროპული საქართველო“ - 4%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; „გირჩი“ - 2%; „ლეიბორისტული პარტია“ -2%; სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.

კვლევა

26 ოქტომბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation: მოსახლეობის 71% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

დონალდ ტრამპი

26 ოქტომბერი 2020, 21:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ.

ბადრი ესებუა

26 ოქტომბერი 2020, 21:20

სამართალი

შსს-მ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:53

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: ტყუილია, თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა

„მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა“, - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.

26 ოქტომბერი 2020, 20:50

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლითაც მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:49

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები მაინც გაავრცელეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა მიზანმიმართულად, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი 2020, 20:23

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

26 ოქტომბერი 2020, 20:12

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 141 ადამიანი გარდაიცვალა.

ემი კონი ბარეტი

26 ოქტომბერი 2020, 20:06

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს დღეს უყრის.

26 ოქტომბერი 2020, 20:05

სამართალი

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მისი თქმით, ვინაიდან, საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

26 ოქტომბერი 2020, 19:56

მსოფლიო

ირანმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა საფრანგეთი ექსტრემიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

26 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. ამ წუთებში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, გარე პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბადრი ესებუას სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.