04 ოქტომბერი 2020, 15:35 / სანდო წყარო

შს მინისტრის მოადგილე: გამოვთქვამთ მზაობას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან

ვლადიმერ ბორცვაძე

ვლადიმერ ბორცვაძე

საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

„უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენს თითოეულ ინციდენტზე. ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შსს-მ 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავა.

რამდენიმე დღის წინ, ქვემო ქართლში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

ყველა სიახლე

რომის პაპი ფრანცისკე

22 ოქტომბერი 2020, 08:40

მსოფლიო

რომის პაპმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა

„ერთნაირსქესიანებს აქვთ ოჯახის შექმნის უფლება. ისინიც ღვთის შვილები არიან და იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო ქორწინების შესახებ ახალი კანონი შეიქმნება, ეს ადამიანებიც დაცული იქნებიან კანონით“, - აღნიშნა პონტიფექსმა.

ბარაკ ობამა

22 ოქტომბერი 2020, 08:27

მსოფლიო

ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

„მინდა დახმარება გთხოვოთ იმისათვის, რომ თეთრ სახლში ჯო ბაიდენი და კამალა ჰერისი შევიდნენ“, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ფილადელფიაში ბაიდენის მხარდამჭერ მიტინგზე. ობამამ ტრამპი სახელმწიფოს მართვის უუნარობისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თანამოქალაქეებს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ირაკლი კვარაცხელია

22 ოქტომბერი 2020, 08:17

სამართალი

ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

„თავიდან ის იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ საბედნიეროდ მძევლად ვინც იყო, ყველამ ერთად მოახერხა ის, რომ ეს ადამიანი კომუნიკაბელური გახდა უფრო მეტად. სამართალდამცველებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. მძევალს დაარეკინა სადღაც და ჰქონდა ხმამაღალზე ჩართული, სპიკერზე და თვითონ უსმენდა, ეუბნებოდა რა გაეცა პასუხი. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა თვითონაც ჩაერთო ლაპარაკში, მაგრამ ეს იყო ერთეულები“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ამინდი

22 ოქტომბერი 2020, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში პერიოდულად მოიღრუბლება. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ვლადიმერ ბორცვაძე

22 ოქტომბერი 2020, 05:20

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არავის დაზიანება არ აქვს

გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მძევლების ნაწილი უკვე გამოიკითხა, ნაწილთან კი საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

22 ოქტომბერი 2020, 05:10

სამართალი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კარგად ვარ, ორივე მძევალი კარგად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა. სხვა დეტალებზე მას ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს. გალდავა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კადრში კიდევ ორ მძევალთან ერთად ჩანს. ის ახლა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. წალენჯიხის პოლიციაშია ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. მისი თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა ბორცვაძემ.

22 ოქტომბერი 2020, 04:53

სამართალი

შსს: ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

22 ოქტომბერი 2020, 04:50

სამართალი

გათავისუფლებული ბოლო მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

გათავისუფლებული მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. სავარაუდოდ მათთან ერთადაა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა. გათავისუფლებული მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუსთან არსებულ ტყეში გაათავისუფლა და გაიქცა. თუმცა მძევლის გაქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია. წალენჯიხის პოლიციასთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები. იქ სავარაუდოდ არიან ყოფილი მძევლების ახლობლები.

22 ოქტომბერი 2020, 04:25

სამართალი

სამეგრელოში სპეცოპერაცია დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი გაიქცა

სამეგრელოს რეგიონში სპეცოპორაცია დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა თავისუფალია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. სამართლადამცავ ორგანოებში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ფორსაჟი

22 ოქტომბერი 2020, 01:47

კულტურა

ფრანშიზა „ფორსაჟი“ მეთერთმეტე ფილმით დასრულდება

ბოლო ორ სურათზე ჯასტინ ლი იმუშავებს, რომელმაც სერიის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეცხრე ფილმები გადაიღო. ამასთან, ძირითადი სიუჟეტური ხაზის დახურვა „ფორსაჟის“ სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. დომინიკი ტორეტოს (ვინ დიზელი) ისტორიის დასრულების შემდეგ სტუდია Universal-ი სამყაროს სხვა პერსონაჟებზე აპირებს აქცენტის გადატანას.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2020, 01:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა მძევლებს შორის და მომდევნო დღეებში გავარჩიოთ ეს დამთხვევაა თუ არა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი თავისი მოქმედებებით, არსით, ფეისბუქის პოსტებით, რომელსაც გვარამიას ოჯახის წევრებთან აქვს თურმე, ახლობლური კავშირი, მერიაში მუშაობდა და უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი, აღმოჩნდა მძევლებს შორის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ​ „ღია ეთერში“ განაცხადა.

ჯოზეფი და ივი

22 ოქტომბერი 2020, 01:12

COVID19

კორონავირუსის გამო დაშორებული მოხუცებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს 215 დღის შემდეგ შეხვდა ❤️😭 ემოციური ვიდეო

ჯოზეფი და ივი უკვე 60 წელია ცოლ-ქმარი არიან. მარტში ჯოზეფს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მნახველების მიღების უფლება არ ჰქონდა. კაცმა საავადმყოფოში 215 დღე გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი მოხუცებულთა სახლში დაბრუნდა, სადაც მას ერთგული მეუღლე ელოდებოდა.

22 ოქტომბერი 2020, 00:59

სამართალი

შსს: 43 მძევალი გათავისუფლებულია და სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე: „ნაცმოძრაობა“ კლასიკური ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ყველაფერში დივერსიის მოწყობას ცდილობს

არჩევნების შედეგი მძიმედ აისახება „ნაცმოძრაობაზე“. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოზიცია.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს, დავით გარეჯის თემასაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხზეც და ოკუპაციის გაფორმებასაც

ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს. დავით გარეჯის თემასაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხსაც, ოკუპაციის გაფორმებასაც, წამებასა და უბედურებაზე, რაც იყო მათი ხელწერა, აღარაფერს ვამბობ, ბუნებრივია, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ ამ ყველაფრისთვის, მათ შორის დღევანდელი დღისთვისაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოზიციაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მაღალი ტრიბუნიდან განიხილება ეს საკითხი, მით უფრო მაღალი ტრიბუნიდან მოხდება მათი მხილება იმ მძიმე ქმედებებში, რომელიც უკავშირდება დავით-გარეჯს

რაც უფრო მაღალი ტრიბუნიდან განიხილება ეს საკითხი, მით უფრო მაღალი ტრიბუნიდან მოხდება მათი მხილება იმ მძიმე ქმედებებში, რომელიც უკავშირდება დავით-გარეჯს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 00:28

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: წინა ხელისუფლებაში იყო კონსენსუსი​​, რომ გარეჯი არ არის საქართველო

ვნახეთ ნოტა, რომელიც გაგზავნილი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 2005 წელს.​ ნოტადან ჩანს, რომ ეს მიწა, როგორ ნოღაიდელი ამბობს ჩვენებაში, იმ პერიოდის ხელისუფლებაში იყო კონსენსუსი​​, რომ გარეჯი არ არის საქართველო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 00:23

მსოფლიო

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე დაწესდეს

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე დაწესდეს. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ბელარუსთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს.

ვაკა გორგილაძე

22 ოქტომბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ არის დანაშაული, რომელიც ამ ძალას არ აქვს ჩადენილი

საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არ არის დანაშაული, რომელიც ამ ძალას არ აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ არის დანაშაული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ჩადენილი, მათ შორისაა დავით გარეჯის საქმე, რაც ახლახან გახდა ცნობილი.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე, 2-ჯერ მეტი განზრახ მკვლელობა ხდებოდა ვიდრე დღეს ხდება

რამდენიმე პოლიტიკოსმა თქვა და მედიაც ახდენდა ამ მიმართულების ტირაჟირებას. როდესაც კრიმინალში რაღაც ტენდენციაზე არის საუბარი, შეიძლება ისაუბრო სოციალურ მდგომარეობაზე და ეს სურათი ჩვენ გვახსოვს. როდესაც 1 150 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ხდებოდა 2012 წლამდე, განზრახ მკვლელობა ხდებოდა 2-ჯერ მეტი ვიდრე ხდება დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.