imedi /  05 ოქტომბერი 2020, 16:53 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: ავადმყოფური გადახრა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ საერთო სასიკეთო საქმე, იპოდრომზე პარკის მშენებლობა, საპირისპიროდ დაინახო

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ბევრი ადამიანის ოცნება იყო, იპოდრომზე აშენებულიყო პარკი. ეს არის მორიგი უპრეცედენტო გადაწყვეტილება ფონდი „ქართუს“ და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ამ საერთო სიკეთით უამრავი ადამიანი ისარგებლებს.

„არ მეგულება არა მარტო საქართველოში, არამედ დედამიწის ზურგზე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ამ აქტის მიმართ ბუნებრივად, ადამიანური შეგრძნებით კმაყოფილება არ ექნება. ბიძინა ივანიშვილი ასეთ საერთო სასიკეთო საქმეს აკეთებს და კერძო ინვესტიციით სახელმწიფოს გადასცემს ასეთ მნიშვნელოვან რამეს. დაახლოებით, 200 მილიონზეა საუბარი, მანამდე სპორტულ კომპლექსებზე იყო საუბარი. ჩვენი საზოგადოების წევრები ისარგებლებენ ამ ულამაზესი პარკით. ავადმყოფური გადახრა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ეს სიკეთე საპირისპიროდ დაინახო. დენდროლოგიური პარკი ხომ გახსოვთ? მთელი სამწლიანი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა აქცენტი რადიკალურ ოპოზიციას, რომ ხეებს ჭრიან, გადააქვთ და ა.შ. ბოლოს კი რამხელა სიკეთე მიიღო ქვეყანამ!“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.​
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 21:52

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ერთად, გამარჯვებას მივაღწევთ წყნარად, მშვიდად და ღირსეულად

გიორგი გახარიას თქმით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ჰქონდეთ ცხოვრების და განვითარებისთვის თანაბარი პირობები.

28 ოქტომბერი 2020, 21:35

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 24 701 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 701 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 310 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 21:33

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება

ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქვეყანაში ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 21:30

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 19 765 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 765 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 168 ადამიანი გარდაიცვალა.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2020, 21:25

რეგიონი

ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეშახტეების შრომითი პირობების გაუმჯობესება და ამას კომპანიის მენეჯმენტსაც მკაცრად მოვთხოვთ

მეშახტეებთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს.

28 ოქტომბერი 2020, 21:24

COVID19

გერმანიაში 2 ნოემბრიდან რბილი ლოკდაუნი ამოქმედდება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, გერმანიაში 2 ნოემბრიდან რბილი ლოკდაუნი ამოქმედდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა 16 ფედერალური რეგიონის პრემიერებთან ერთად მიიღო.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: თბილისელები დღეს ზრუნვას გრძნობენ, ეს ყველაზე დიდი მახასიათებელია, რაც ჩვენ განგვასხვავებს ოპონენტებისგან

თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამგორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა არის ის, რაც მმართველ გუნდს ოპონენტებისგან განასხვავებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 21:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება

31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ნაციონალური მოძრაობა აპირებს გამართოს აქცია. ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, რა თქმა უნდა, აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულება, მათ შორის, მოაწყოს მიტინგები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონის დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, თუკი იქნება ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი მხრიდან ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 20:56

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 24 991 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 991 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 205 ადამიანი გარდაიცვალა.

ზაალ უდუმაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 20:39

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: რუსთაველის გამზირზე შეკრებას საღამოს 20:00 საათის შემდეგ ვგეგმავთ, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება

მართლა შესულია ჩვენი სახლით განაცხადი მერიაში, 31 ოქტომბერს აქციის გამართვაზე, ოღონდ ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12:00 საათიდან, არამედ საღამოს 20:00 საათის შემდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე 20:00 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება.

კრისტიან კოულმენი

28 ოქტომბერი 2020, 20:30

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონი მძლეოსანი კრისტიან კოულმენი 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

მსოფლიო ჩემპიონი მძლეოსანი კრისტიან კოულმენი 2 წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რის გამოც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ გამოვა. 100 მეტრზე სირბილში საუკეთესო სპორტსმენი საერთაშორისო ფედერაციამ სამი დოპინგ კონტროლის გაცდენისთვის დასაჯა. ამერიკელი სპრინტერი ამტკიცებდა, რომ დოპინგსაწინააღმდეგო კონტროლის ოფიციალური პირები დადგენილი პროცედურების შესაბამისად არ მოქმედებდნენ. წესდების თანახმად, სპორტსმენს დისკვალიფიკაცია იმ შემთხვევაში ელის, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, 12 თვეში სამ ტესტს ჩააგდებს. კოულმენის დისკვალიფიკაციას ვადა 2022 წლის 13 მაისს გასდის.

28 ოქტომბერი 2020, 20:19

რეგიონი

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

28 ოქტომბერი 2020, 20:12

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის გამოკითხულთა 56% არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს

კითხვაზე დღეს რომ ტარდებოდეს საპარალემენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:„ქართული ოცნება“ 56%, „ნაციონალური მოძრაობა“ 19,9%, „პატრიოტთა ალიანსი“ 4,6%, „ახალი საქართველო“ 4,5%, „ევროპული საქართველო“ 4,3%, „ლელო“ 3,9%, „გირჩი“ 3,0%, „ლეიბორისტული პარტია“ 2,2%

28 ოქტომბერი 2020, 20:10

სპორტი

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდა

ხელბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაუქმდა. ტურნირი 2021 წლის იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა ევროპის ხელბურთის ფედერაციამ პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო მისი ჩატარება შეუძლებლად მიიჩნია. რაც შეეხება ჭაბუკთა შორის კონტინენტის პირველობას, მისი გაუქმებაც განიხილებოდა, მაგრამ 2000 წელს დაბადებული ხელბურთელების უმეტესობისგან განსხვავებით, ჭაბუკი ხელბურთელები პროფესიონალურ კლუბებში თითქმის არ თამაშობენ და სანაკრებო შეჯიბრის გაუქმების შემთხვევაში ისინი ორი სეზონით საერთაშორისო პრაქტიკის გარეშე დარჩებოდნენ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით და ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი აგვისტოსთვის გადაიდო.

28 ოქტომბერი 2020, 20:03

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციას დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვის მნიშვნელობა.

28 ოქტომბერი 2020, 20:00

რეგიონი

ჭიათურაში საბაგირო გზების 2 მიმართულების მონტაჟი და ტესტირება დასრულდა

ჭიათურაში საბაგირო გზების 4-დან 2 მიმართულების მონტაჟი და ტესტირება დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ოთხი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი და საბაგიროს გზის ორი მიმართულების - ლეჟუბანისა და სანატორიუმის ტესტირება.

28 ოქტომბერი 2020, 19:52

სპორტი

მსოფლიო რაგბის განახლებული რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-12 პოზიცია შეინარჩუნა

საფრანგეთის ნაკრებმა შეძლო 1.04 სარეიტინგო ქულის გამომუშავება, რითაც 83.77 ქულას დააგროვა, ავსტრალიას გადაუსწრო და ერთი პოზიციით წინ, მეხუთე ადგილზე წაიწია. თავის მხრივ, უელსს 1.04 ქულა ჩამოაკლდა და 81.61 ქულა დარჩა, მაგრამ მეშვიდე ადგილი არ დაუკარგავს.

28 ოქტომბერი 2020, 19:48

რეგიონი

ქუთაისში ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა

ქუთაისში ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ქუთაისში აქცია 29 ოქტომბერს 17:00 საათზე დაიწყება.

28 ოქტომბერი 2020, 19:32

COVID19

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

28 ოქტომბერი 2020, 19:32

COVID19

ჯანდაცვის სამინისტრო ლაგოდეხის კლინიკაში 71 წლის კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„71 წლის მამაკაცს, გარდა კოვიდ-19-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.