06 ოქტომბერი 2020, 17:04 / სანდო წყარო

ეს რუკა არ ასახავს საფრანგეთის მთავრობის პოზიციას – დიეგო კოლასი რუკაზე, რომელზეც ახალქალაქი არასწორადაა მონიშნული

დიეგო კოლასი

დიეგო კოლასი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ეხმაურება საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის, ლორან ვოკიეს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს. ფოტოებზე ჩანს სომხეთის რუკა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის ნაწილი.

„სოციალურ ქსელში ახლახან ვნახე რუკა, რომელმაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია საქართველოში. თვითოეულ ადამიანს თავისი შეხედულებების და სიმპათიის უფლება აქვს. ეს რუკა არ ასახავს საფრანგეთის მთავრობის პოზიციას. საფრანგეთის მთავრობის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კარგად ცნობილია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის“ - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე დიპლომატი.

ფრანგმა პოლიტიკოსმა, საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტმა, ლორან ვოკიემ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა სომხეთის მხარდამჭერი პოსტი და ფოტო, რომელზეც ჩანს რუკა, სადაც ახალქალაქი სომხეთის ნაწილადაა მითითებული და არა საქართველოს ტერიტორიად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კავშირში არიან ლორან ვოკიეს ოფისთან და აცხადებენ, რომ რუკას არავითარი კავშირი არ აქვს ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

21 ოქტომბერი 2020, 14:23

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: დღეს ისტორიული დღეა, რადგან განხორციელდა ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ოცნება, რომ საქართველოს ჰქონოდა საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი

„მსურს მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება ევროპას და დასავლურ ცივილიზაციას. და რა თქმა უნდა, ქველმოქმედება და მეცენატობა ამ უნივერსიტეტის აშენებისთვის ეს არის მამულიშვილური საქმე. მე მსურს კიდევ ერთხელ, საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ფონდ „ქართუს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

21 ოქტომბერი 2020, 14:21

სამართალი

საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვადაგასული ხორცის პროდუქტების შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად დაადგინეს, რომ „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსული 432 კილოგრამი შერეული დასახელების გაყინული ხორცის პროდუქტი ვადაგასული იყო და როგორც შეოსავლების სამსახური იუწყება ის არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

მარინა ენდელაძე

21 ოქტომბერი 2020, 14:18

COVID19

მარინა ენდელაძე: დაბალი სიცხეები განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ის კორონავირუსის ერთ-ერთი მახასიათებელია

„ვინც სახლში მკურნალობს, აუცილებელია იკვებოს სწორად, იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, (მუდმივად წოლა არა), ძლიერი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, სასურველია დადებითი ემოციები, უნდა მოვარიდოთ ასეთი პაციენტები დამატებით სტრესს. მიიღონ საკმარისი რაოდენობით სითხე და ამ შემთხვევაში მათ გართულებების საფრთხე არ ემუქრებათ“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

21 ოქტომბერი 2020, 14:14

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა, ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.

ახალშობილი ჰაერის დაბინძურება

21 ოქტომბერი 2020, 14:04

ტექნოლოგიები

კვლევა: 2019 წელს ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ნახევარ მილიონამდე ახალშობილი დაიღუპა

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ შარშან ჰაერის დაბინძურებამ მსოფლიოში 6,7 მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ამ პრობლემის მოგვარებაში კი პროგრესი პრაქტიკულად ნულოვანია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებული ჰაერი კორონავირუსით დაავადების რისკს ზრდის.

წყალმომარაგება

21 ოქტომბერი 2020, 13:55

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოაცხადა ელექტრონული შესყიდვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის -15 სოფლის (წინწყარო, გოლთეთი, ასურეთი, ხაიში, მაწევანი, დიდი და პატარა დურნუკი, ქოთიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი და შავსაყდარი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.

განათლების სამინისტრო

21 ოქტომბერი 2020, 13:53

COVID19

განათლების სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

„კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში სკოლები დაუყოვნებლივ მოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით, საჭიროებიდან გამომდინარე, თვითიზოლაციაში გადადიან განსაზღვრული პირები, იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ. ვისი გადასვლის საჭიროებაც აუცილებელი გახდება. სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ალექსანდრე თევზაძე

21 ოქტომბერი 2020, 13:44

საზოგადოება

ალექსანდრე თევზაძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტები საერთაშორისო დონის განათლებას მიიღებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მივიღეთ ჯამში 246 წარჩინებული სტუდენტი. მათი შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესოა, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.

სოსო მანჯავიძე

21 ოქტომბერი 2020, 13:35

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: დავით გარეჯის საქმე ღალატის ქრესტომათიული შემთხვევაა, რომელიც მთლიანად ანგრევს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას

დავით გარეჯის საქმე ღალატის ქრესტომათიული შემთხვევაა და ის მთლიანად ანგრევს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას.

მარინა ენდელაძე

21 ოქტომბერი 2020, 13:33

COVID19

მარინა ენდელაძე: თუ კოვიდინფიცირებული რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ - ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი - არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება. ექიმების მიერ რისკჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ეს ინფექცია თითქმის არ რთულდება“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 13:29

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: უმკაცრესად უნდა დაისაჯონ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ფაქტობრივად ვირუსული ტერორი მოუწყვეს ჯერ თავის მხარდამჭერებს და მერე სრულიად საქართველოს

„კანონის ფარგლებში უმკაცრესად უნდა დაისაჯონ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ფაქტობრივად ვირუსული ტერორი მოუწყვეს ჯერ თავის მხარდამჭერებს და მერე სრულიად საქართველოს. დამნაშავეებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ამ ტერორზე. ეს უნდა გახდეს მაგალით, იმისა, რომ სხვამ აღარასოდეს არ გაბედოს მსგავსი ვირუს-ტერორი მოუწყოს საკუთარ ხალხს”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

უეფა

21 ოქტომბერი 2020, 13:24

სპორტი

უეფამ სომხეთსა და აზერბაიჯანში საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარება გაურკვეველი ვადით შეაჩერა

მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების გამო უეფამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთსა და აზერბაიჯანში საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარების გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ.

21 ოქტომბერი 2020, 13:22

COVID19

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა, - ამის შესახებ Imedinews-ს აცნობეს. კორონავირუსის შემთხვევების გამო მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა დაიხურა. ამასთან, აღნიშნულ ფაქტს განათლების სამინისტროში ადასტურებენ.

კორონავირუსი ვაქცინა

21 ოქტომბერი 2020, 13:19

COVID19

ბრაზილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის გამოყენებას გეგმავს

ფედერალური მთავრობა პრეპარატ CoronaVac-ის 46 მილიონი დოზის შეძენას დათანხმდა. იმუნიზაციის პროგრამა კი 2021 წლის იანვარში დაიწყება, თუმცა მანამდე პრეპარატის უსაფრთხოება ბრაზილიის ჯანდაცვის რეგულატორმა უნდა დაამტკიცოს. ეს პანდემიასთან ამ მეთოდით ბრძოლის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იქნება მსოფლიოში. CoronaVac-თან ერთად ქვეყანაში ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებასაც გეგმავენ.

21 ოქტომბერი 2020, 13:17

სამართალი

ლაგოდეხში სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების თქმით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

21 ოქტომბერი 2020, 13:10

მსოფლიო

Bloomberg: ჩინეთი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა

ჩინეთი ახალი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა, ქვეყანამ ყოველწლიურად 26 მილიონი ტონა გადაყრილი ტანსაცმელი უნდა გადაამუშავოს, რაც ეკონომიკურად წამგებიანია. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ბერლინი მუზეუმი

21 ოქტომბერი 2020, 13:07

მსოფლიო

ვანდალებმა ბერლინის მუზეუმებში 70-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში დააზიანეს

ვანდალებმა ბერლინის მუზეუმებში 70-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში დააზიანეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

21 ოქტომბერი 2020, 13:07

ტექნოლოგიები

გიგანტური კერამიკული ფილები

ძველი, უდიდესი ცივილიზაციები აქტიურად იყენებდნენ კერამიკულ ფილებს. ერთ-ერთი პირველები, კერემიკული ფილის ტექნოლოგიის შექმნის დაუფლებაში ძველი ბერძნები, ძველი ეგვიპტელები და ბაბილონელები იყვნენ. სწორედ ბერძნებისგან გადაიღეს რომაელებმა კერამიკული ფილის დამზადების ტექნოტლოგია.

21 ოქტომბერი 2020, 12:51

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,836 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,836 პაციენტს დაუდასტურდა, 20 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 68,530 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,121 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 49,219.

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:36

COVID19

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს

უახლოესი 2-4 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები ვერ შემცირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცდილობენ, რომ ყველა ახალი შემთხვევა იყოს მართული და ვისაც სჭირდება მკურნალობა, ის კლინიკაში მიიღონ. გამყრელიძის ინფორმაცით, ქვეყანაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 1.5-2%-მდე მერყეობს და ასეთ პაციენტებს დამატებითი რეანიმაციული ღონისძიებები ესაჭიროებათ. „მთავარი აქცენტი დღეს ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, თუ საჭიროა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი“, - განაცხადა გამყრელიძემ.