ირაკლი ბერაია: გამოძიება არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საქმე და ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე
ირაკლი ბერაია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები. გამოძიება არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საქმე და ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის განცხადებით, სამწუხაროდ ის დელიმიტაციის პროცესი, რომელიც დღემდე წარმოებდა წინა ხელისუფლების პირობებში, წარმოებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, საკმაოდ მძიმე ბრალდება, რომელშიც საჯარო მოხელეები, ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქეა ჩართული. პროკურატურის განცხადებით, სამწუხაროდ ის დელიმიტაციის პროცესი, რომელიც დღემდე წარმოებდა წინა ხელისუფლების პირობებში, წარმოებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ. საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები. აზერბაიჯანთან ჩვენ გვაქვს მტკიცე, კეთილმეზობლური ურთიერთობაც, ჩართული ვართ, როგორც ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაში ასევე, ჩვენ გვაერთიანებს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები. ეს პროცესი, ნამდვილად ვერ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს მიუხედავად, სხვადასხვა მავნე აქტორების მხრიდან არა ერთი მცდელობისა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა სადაც შეხვედრაზე, ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მისთვის ამ მასალების მიწოდება მოხდა.
„სწორდ ამ შეხვედრის შემდეგ, ორივე მინისტრმა საკმაოდ კონსტრუქციულად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა. დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზირება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა აქტორს მოუწოდა მოზომილი და ფრთხილი განცხადებებისკენ და თქვა, რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიზირების საგანი. არ უნდა ხდებოდეს ის უპასუხისმგებლო გამოხდომები ოპოზიციის მხრიდან, რასაც დღეს აქვს ადგილი. ასევე მთავარი გზავნილი, რომელიც მან გააჟღერა იყო ის, რომ არ არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გადაუჭრელი საკითხები“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 10:14
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ტერიტორიების 20% დაკარგეს. შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს - ჩამონათვალი მართლაც დიდია ბოკერიას და მისი სადისტური რეჟიმის „საგმირო საქმეების“
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა, ქვეყანა დანაღმულ ველზე შეიყვანეს“. ანალიტიკოსის თქმით, ამას ამბობს მართლაც რომ პოლიტიკური ბანკროტი და არარაობა, რომლის მმართველობის დროსაც, ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგეს, შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს.
26 თებერვალი 2026, 09:53
მსოფლიო
ილონ მასკი ბრიტანეთში გაუპატიურების 70 000 შემთხვევის უნგრეთის მაჩვენებელთან შედარებაზე: დიდი განსხვავებაა
დიდი განახვავებაა, - ასე აფასებს ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში გაუპატიურების მაჩვენებლებს შორის სხვაობას.
26 თებერვალი 2026, 09:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე ქართველების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.
26 თებერვალი 2026, 09:31
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში
26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
26 თებერვალი 2026, 09:19
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა.
26 თებერვალი 2026, 09:14
საზოგადოება
ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.
26 თებერვალი 2026, 09:02
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით უკრაინული ქალაქები დაბომბა. არიან დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 08:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.
26 თებერვალი 2026, 08:54
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.
26 თებერვალი 2026, 08:45
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
26 თებერვალი 2026, 08:30
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზას, იმედსა და პოსტივიზე თავდასხმაში ხედავს.
26 თებერვალი 2026, 08:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას
ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2“-ის ეთერში.
26 თებერვალი 2026, 08:16
სპორტი
სპორტის მინისტრმა MMA-ის ცნობილ ქართველ მებრძოლებთან, ალექსანდრე თოფურიასა და გურამ ქუთათელაძესთან შეხვედრა გამართა
მინისტრმა მათ ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებსა და თბილისში UFC-ის ღონისძიების ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
26 თებერვალი 2026, 08:14
საზოგადოება
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და უწყებათაშორისი კონფერენციების ჩატარებას.
26 თებერვალი 2026, 08:05
კულტურა
გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
26 თებერვალი 2026, 08:00
საზოგადოება
ნალექი, ქარი, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:16
მსოფლიო
AXIOS: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს
უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:01
მსოფლიო
ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.
26 თებერვალი 2026, 02:52
მსოფლიო
CNN: კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს
კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს დილით კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს. ხომალდზე მყოფი კიდევ ექვსი პირი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 02:08
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი მაქსიმალურად მკაფიო იყო - ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნები ირანის მიმართ, რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის ფონზე, „ძალიან ნათელია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა - ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.


