imedi /  08 ოქტომბერი 2020, 10:17 / სანდო წყარო

სომხეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი: ქართველი და სომეხი ხალხების ათასწლიან მეგობრობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს

ედუარდ აღაჯანიანი

ედუარდ აღაჯანიანი

სომხეთის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომელთა მიზანსაც მთიანი ყარაბაღის ომში საქართველოსა და ქართველი ხალხის აზერბაიჯანის მხარდამჭერებად წარმოჩენა წარმოადგენს. ამის შესახებ აღაჯანიანი Facebook-ზე წერს.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში საკმაოდ საგანგაშო ტენდენცია შეინიშნება. ზოგიერთი ყალბი მომხმარებელი, რომელთა უკანაც როგორც ცნობილი, ასევე უცნობი აქტორები დგანან, ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შეცვლას - ამ ომში საქართველოსა და ქართველი ხალხის აზერბაიჯანის მხარდამჭერებად წარმოჩენას.

მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ მიიღოთ მონაწილეობა ასეთი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში. ასევე მსურს გაცნობოთ, რომ სომხეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები ეფექტურად თანამშრომლობენ, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ ასე გვაღელვებს. ერთობლივი ძალისხმევით პრობლემების უმეტესობა უკვე მოგვარებულია. ჩვენი მოძმე ხალხების ათასწლიანი მეგობრობა ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, ვინაიდან ის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მიზანმიმართულ პროვოკაციებს, შეინარჩუნოთ სოლიდარობა ქართველ ხალხთან როგორც ონლაინ-სივრცეში, ასევე მის მიღმა“, - წერს აღაჯანიანი.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი იმუშავებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი იმუშავებს. დღევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი დღეს 08:00 საათიდან ამოქმედდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იქნებიან და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმაგრებულ უბნებზე. სულ განსაზღვრულია 11 საარჩევნო უბანზე მიმაგრება, მათგან 10 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

პირბადე არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს

საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.

პარლამენტი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ახალარჩეული პარლამენტი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ვერ შეიკრიბება

ახალარჩეული პარლამენტი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე და მისი შედეგების გამოცხადებამდე ვერ შეიკრიბება.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ის 21 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 21 ნოემბერია. ამასთან ერთად, თუკი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ცესკოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა მოუწევს - ამ შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმის მიღების უკიდურესი ვადა 10 დეკემბერია.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ცესკოს არჩევნების შედეგების შესაჯამებლად ვადა 19 ნოემბრამდე, მეორე ტურების შემთხვევაში კი - 10 დეკემბრამდე აქვს

ცესკოს არჩევნების შედეგების შესაჯამებლად ვადა 19 ნოემბრამდე, მეორე ტურების შემთხვევაში კი - 10 დეკემბრამდე აქვს. „საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:00

რეგიონი

საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან ერთად საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში - 3657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები გაიმართება ავღანეთშიც, ქართველი სამხედროების ხმებს ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) დაითვლიან.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში შექმნილია 52 საარჩევნო უბანი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთში: სამი უბანი ათენში და ორი სალონიკში. თურქეთში, აშშ-ში, უკრაინასა და გერმანიაში 3-3 საარჩევნო უბანი იქნება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს 14 170 მოქალაქეს.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად.

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება

არჩევნებს 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 წარმომადგენელი დააკვირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

ბათუმი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

რეგიონი

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ. არჩევნებში 22 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ აჭარაში ხმის მიცემის უფლებით 314 889 ამომრჩეველი სარგებლობს, რისთვისაც რეგიონის მასშტაბით 373 უბანია გახსნილი.

ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ჩაატარებს

31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8-საათიანი ქრონიკა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლს შემოგთავაზებთ. 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია მუშაობს, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე მედია საშუალებებისთვის, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის.

31 ოქტომბერი 2020, 01:47

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში მარცხისთვისაა განწირული

ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოების არჩევანს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ღია ეთერში ანალიტიკოსმა ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.

გური სულთანიშვლი

31 ოქტომბერი 2020, 01:16

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის შანტაჟი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით

პოლიტიკურ დღის წესრიგში ცვლილებები უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხის შანტაჟი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ანალიტიკოსმა გური სულთანიშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 01:04

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა.

ნიკა ლალიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 00:58

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, ეს გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა

ყველას აქვს მოლოდინი და ეს მოლოდინი არ არის უსაფუძვლო, ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება ეს გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა. ეს მათაც მშვენივრად იციან, რჩებათ უკანასკნელი გამოსავალი, ბოლო იარაღი, ეს არის რევოლუციის მოწყობის მცდელობა, - ამის შესახებ „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ყველაფერს ვხედავდით, როგორ მიდიოდა აქამდე საქმე. როგორ უნდა მომხდარიყო უკრაინიდან, რევოლუციის სამი ინგრედიენტის ექსპორტი. ეს იყო საწყის ეტაპზე ქილერი, რომელიც უდნა გამოეგზავნათ და შეესრულებინა რიტუალური მსხვერპლშეწირვა ცნობილი ჟურნალისტის, რომელსაც მოჰყვებოდა არეულობა და გადაიქცეოდა დესტაბილიზაციაში. შემდეგ იყო მცდელობა გამოეგზავნათ ყალბი დამკვირვებლები და კიდევ კარგი, ეს ამბავი არ მოხდა. ბოლოს იყო „იფსოსის“ ყალბი კვლევა, რომელსაც კიდევ წინ აქვს ყველაფერი და ხვალ მისის ეგზიტპოლით, დიდი ალბათობით გამოცხადდება, რომ მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ემზადება და გამარჯვების ზეიმისთვის ხვალ იკავებენ რუსთაველის გამზირს“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

ზაზა შათირიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 00:43

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია კულტურული მართვა ბარბაროსულ სიტუაციაში

მე კარგად მახსოვს 9 აპრილი და ის ხერხები, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. 2007 წლის 7 ნოემბერი ჩემთვის იყო თითქოს იმავე მდინარეში მეორედ შესვლა, ოღონდ ამას აკეთებდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 00:36

მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 709 - დაშავდა

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ბოლო მონაცემებით, იზმირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 709 დაშავდა.

31 ოქტომბერი 2020, 00:20

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 49 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 49 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 256 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

დავით მაღრაძე

31 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: „ნაცმოძრაობა“ როგორც ფაშისტურ-რევანშისტული წარმონაქმნი ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც საფრთხეა

მწერალმა დავით მაღრაძემ, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. „ნაცმოძრაობა“, როგორც ფაშისტურ-რევანშისტული წარმონაქმნი სულ საფრთხეა. ხელისუფლებაში საფრთხე იყო, ოპოზიციაშიც საფრთხეა - ეს განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ღია ეთერში გააკეთა.