http://imedi.ge/ /  10 ოქტომბერი 2020, 17:31 / სანდო წყარო

გიორგი კახიანი: „ლელოს“ აქტივისტმა პირად Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება

გიორგი კახიანი

გიორგი კახიანი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, დეპუტატის სალავან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ გუშინ, მოქალაქე რაშიდ მუსაევმა, რომელიც „ლელოს“ აქტივისტია, პირად Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

მისი თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, ამას ოპოზიციის ქმედებებიც ადასტურებს და არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიტუაციის რადიკალიზაცია.

მისი ვარაუდით, მუქარა სავარაუდოდ უკავშირდება მირზოების პარტიულ კუთვნილებას და აქედან გამომდინარე ვიდეო, რომელიც გავრცელდა ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია, რომელიც სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

გიორგი კახიანის ინფორმაციით, გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა თავად მირზოევმა და ახლა გამოძიების რეაგირებას ელოდებიან.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის, ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. გუშინ მოქალაქე რაშად მუსაევის მიერ, რომელიც არის პოლიტიკური პარტია „ლელოს” აქტივისტი, პირად გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.

ეს პირი, როგორც უკვე აღვნიშნე არის პარტია ,,ლელოს“ აქტივისტი და აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტთაც დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

როგორც ჩანს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების გამო იმდენად სასოწარკვეთილები და გამწარებულები არიან, რომ სამწუხაროდ, მსგავს სიბინძურეებს, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც კი კადრულობენ.

ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას და საარჩევნო პროცესის ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანას, თუმცა როგორც ჩვენი პარტიის თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე ჩაიაროს. ფაქტია, “ქართული ოცნება” არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს, რასაც ოპოზიციის ქმედებებიც ადასტურებს, რომლებსაც სხვა არაფერი დარჩენით, თუ არა სიტუაციის რადიკალიზაცია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციებზე რეაქციისაგან, ყველა პროვოკაციისა და კანონდარღვევის შესახებ შესაბამისი უწყებების ინფორმირება დროულად მოვახდინოთ და არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დროული, ეფექტური იქნება და დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2026, 20:34

პოლიტიკა

ოპოზიციური ალიანსის ფიასკო და ისევ ურთიერთბრალდებები - „ნაციონალური მოძრაობა“ კოლეგებს აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე არ ამბობს, რომ ალიანსიდან გავიდა, მაგრამ თავად ამ ჯგუფს უფუნქციოს უწოდებს და კოლეგებს კი სააკაშვილის პარტიიდან ისევ აკრიტიკებენ.

ივანე აბაშიძე

19 აგვისტო 2026, 20:30

ეკონომიკა

ივანე აბაშიძე: ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

„ეს შედეგები შემთხვევითი არ არის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რათა საქართველომ საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს“, - აცხადებს ივანე აბაშიძე.

19 აგვისტო 2026, 20:27

პოლიტიკა

ვინ „ექაჩება“ ომს საქართველოსკენ - ოპოზიციის აქტივისტის განცხადება და მმართველი გუნდის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ „ექაჩება“ ომს საქართველოსკენ - მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გამხელილი მიზანი აშკარაა - არეულობა და სამხედრო ესკალაცია საკუთარ ქვეყანაში.

19 აგვისტო 2026, 20:23

პოლიტიკა

მითები გამჭვირვალობის ქართული კანონის შესახებ და რეალობა - მმართველი პარტია ყალბი კამპანიის ავტორებისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალობის ქართული კანონი და დეზინფორმაციული კამპანია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოების მოტყუების მცდელობას აღწერს.

19 აგვისტო 2026, 20:12

საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: რუსთაველზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების პირველად შესწავლასა და ფიქსაციაზე სპეციალისტებმა მყისიერად იზრუნეს

„თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას და შემდგომი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს“.

19 აგვისტო 2026, 19:48

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე კახი ინანაშვილი, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ასკ-ს 173 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განხილული იყო კახი ინანაშვილის საქმე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 აგვისტო 2026, 19:42

მსოფლიო

Financial Times: ირინა მუდრას დათხოვნა უკრაინის პრეზიდენტს ახალ კორუფციულ სკანდალში გახვევის საფრთხეს უქმნის, თანაც იმ დროს, როდესაც მას ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი მწვავედ აკრიტიკებს

ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა თავისი ერთ-ერთი წამყვანი თანაშემწე მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა სამსახურებმა მის საცხოვრებელ სახლში რეიდი ჩაატარეს - ეს გადაწყვეტილება ემთხვევა პრეზიდენტის მიმართ გაზრდილ იერიშებს, რაც მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ წამოყენებული კორუფციული ბრალდებების სერიას უკავშირდება, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

19 აგვისტო 2026, 19:32

სამართალი

სუს-ი: 17 აგვისტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 აგვისტო 2026, 18:50

მსოფლიო

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა თანამდებობიდან დაითხოვა - ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ანტიკორუფციული უწყების წარმომადგენლებმა, მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მის სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს“.

19 აგვისტო 2026, 18:44

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

შეტყობინებებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება თაღლითური ვებგვერდი - https://ge-polic-des.eu.cc/ge, სადაც დატანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძველი ლოგო და ინფორმაცია გადაუხდელი ჯარიმის შედეგების შესახებ. ვებგვერდი იძლევა თანხის გადახდის საშუალებას საბანკო ბარათის სტანდარტული დეტალური რეკვიზიტების მითითებით.

19 აგვისტო 2026, 18:26

მსოფლიო

The Wall Street Journal: ზელენსკის მმართველობა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა - მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება

უკრაინის თანამდებობიდან დათხოვნილმა თავდაცვის მინისტრმა, ომისდროინდელი არჩევნების მოთხოვნითა და უკრაინული დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნის შესახებ გაფრთხილებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობას რუსეთის სრულმასშტაბური ინტერვენციის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა შეუქმნა, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „ზელენსკის მმართველობა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა - მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება“.

19 აგვისტო 2026, 18:13

რეგიონი

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გური ბაქრაძემ აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

19 აგვისტო 2026, 18:07

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე: მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს. მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა

„მისთვის განსაზღვრული საშიშროების მომეტებული რისკის შესაბამისად, ის განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში. პენიტენციური კოდექსის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს. მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა“.

19 აგვისტო 2026, 18:03

სამართალი

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

შეხვედრაზე მხარეებმა, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, ორი ქვეყნის საბაჟო გამშვები პუნქტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და საერთაშორისო გადაზიდვების შეუფერხებელი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.

არჩილ გორდულაძე

19 აგვისტო 2026, 17:33

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ

ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გიორგი ახობაძესთან დაკავშირებით.

თორნიკე ჭეიშვილი

19 აგვისტო 2026, 17:31

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: იქ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს იმდენად არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდათ, შეუძლებელი იყო მათი სინქრონული მოქმედება წარმოგვედგინა

„გვახსოვს, კამპანიების მცდელობები ჰქონდათ, თითქოს რეგიონებში მოსახლეობასთან უნდა დაეწყოთ აქტიური კომუნიკაცია, რეალურად კი მივიღეთ ცარიელი დარბაზები და ცარიელი სკამები. ამ კვაზიალიანსში შემავალმა ე.წ. პოლიტიკურმა ძალებმა, რა თქმა უნდა, დიდი ხანია მოიჭრეს საზოგადოებასთან სალაპარაკო გზა“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

19 აგვისტო 2026, 17:16

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ

19 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

Telegraph: ბრიტანული ინსტიტუტები ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ

Telegraph-ი წერს, რომ ბრიტანეთში სახელმწიფო ინსტიტუტები კანონს არღვევენ და ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებენ.

19 აგვისტო 2026, 17:10

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა“.

დავით ჩიხელიძე

19 აგვისტო 2026, 17:04

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციით შევხვდეთ - შესაძლოა შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?

არავის ვუსურვებ ასეთ „სამოქალაქო საზოგადოებას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ,,უკრაინული ჩიტები” როდესაც ქართულ ნავთობტერმინალებზე მოფრინდებიან, საზოგადოება ამას ტაშით და სიხარულით უნდა შეხვდეს.