Imedi /  14 ოქტომბერი 2020, 00:00 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მმართველობის დროს მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირადაპირი ინვესტიციაა განხორციელებული

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ძალიან მძიმე შრომა, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დავუბრუნოთ და გვქონდეს დადებითი ნიშნული, ეკონომიკის ზრდის, ასევე სამუშო ადგილების შექმნის, როგორიც ამ გლობალურ გამოწვევამდე გვქონდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა.

ინვესტიციებსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბრისას მან ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ამ ადამიანებისგან საპასუხიმგებლო წინადადებებისა და ქმედებების მოლოდინი არ უნდა გქონდეს“.

„ძალიან მარტივა პოპულისტურად, როდსაც ნული პასუხისმგებლობა გაქვს მხრებზე პოლიტიკური დღისწესრიგიდან გამომდინარე, ეს გაუბედურებული, გაწირვებული ხალხი გამოიყენო სხვადასხვა პოლიტიკური მზნებისთვის.

ეს უნდა გავყოთ ორ ნაწილად, პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში. ჩვენ გვქონდა 35%-იანი ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის რეპუტაციის მქონე საინვესტიციო კაპიტალი და საუბარი არ არის ერთ დღეში დარეგისტრირებული საეჭვო კომპანიები და ასევე, საუბარი არ არის სახელმწიფოს გარანტიების გარეშე გასხვისებულ მიწის ნაკვეთებსა თუ პროექტებზე. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, კოვიდთან ეფექტურად გამკლავება და ეკონომიკის ძველ, დინამიურ ნიშნულზე დაბრუნება“, - განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, რეგიონში პანდემიამდე უმუშვერობის დონე ისტორიულ მინიმუმზე იყო და 8,8%-ს შეადგენდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში მათ 20 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს.

„ამას ემატება ის, რომ ჩვენი მმართველობის დროს მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირადაპირი ინვესტიციაა განხორციელებული. ასევე, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროეტქტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ასე, რომ მთლიანობაში, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ინვესტიციების შემოდინება, პანდემიის მიუხედავად, გრძელდებამ, თუმცა, ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ძალიან ბევრი და მძიმე შრომა, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დავუბრუნოთ და გვქონდეს დადებითი ნიშნული, როგორც ეკონომიკის ზრდის, ასევე სამუშო ადგილების შექმნის, როგორიც ამ გლობალურ გამოწვევამდე გვქონდა“, - განაცხადა რჟვაძემ.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

31 ოქტომბერი 2020, 09:17

პოლიტიკა

კელი დეგნანი: სამართლიანი არჩევნებით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია

დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა დეგნანმა საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 09:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება შემდგომი ოთხი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის.მე დღეს რა თქმა უნდა მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვინაიდან, ვიცით რა ჩვენ ომების მძიმე ფასი, ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და ზოგადად, ჩვენი განვითარებისთვის, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 09:06

რეგიონი

მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. დაპირისპირება მოჰყვა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენელი ლაშა ქველაძე ამბობდა, იზღუდებოდა მათი უფლებები, თუმცა როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობდა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები არღვევდნენ სოციალურ დისტანციას და არ ემორჩილებოდნენ იმ წესებს, რაც მათთვის არის განსაზღვრული და სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.

ირაკლი ჩიქოვანი

31 ოქტომბერი 2020, 08:52

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ გარემოში

სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებისთვისაც პილიტიკური ბრძოლის მეთოდი არის პროვოკაციები და არეულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებულია, რომ დესტრუქციული ძალები ვერაფერს შეძლებენ და შედეგი არ ექნებათ. „არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და მშვიდ გარემოში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

სალომე ზურაბიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 08:48

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ - ევროპული, დემოკრატიული საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. „მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მე მივეცი ხმა, ისევე როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას - თავისუფლად, მშვიდად. დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ - ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ პანდემიის რთულ პირობებში. მიუხედავად იმისა, ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს უბნებზე. ყველა პირობა დაცულია. თქვენც დაიცავით დისტანცია და ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

31 ოქტომბერი 2020, 08:41

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას

ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. ის უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მისცა.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:39

პოლიტიკა

ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ბიძინა ივანიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 08:32

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ, 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

31 ოქტომბერი 2020, 08:22

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ხმა მივეცი განვითარებას, სტაბილურობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ჩაატარებს

31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 8-საათიანი ქრონიკა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლს შემოგთავაზებთ. 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია მუშაობს, როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე მედია საშუალებებისთვის, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის.

პარლამენტი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ახალარჩეული პარლამენტი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ვერ შეიკრიბება

ახალარჩეული პარლამენტი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე და მისი შედეგების გამოცხადებამდე ვერ შეიკრიბება.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ის 21 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 21 ნოემბერია. ამასთან ერთად, თუკი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ცესკოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა მოუწევს - ამ შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმის მიღების უკიდურესი ვადა 10 დეკემბერია.

ბათუმი

31 ოქტომბერი 2020, 08:00

რეგიონი

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ

აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეები დღეს უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობასაც აირჩევენ. არჩევნებში 22 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ აჭარაში ხმის მიცემის უფლებით 314 889 ამომრჩეველი სარგებლობს, რისთვისაც რეგიონის მასშტაბით 373 უბანია გახსნილი.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში - 3657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები გაიმართება ავღანეთშიც, ქართველი სამხედროების ხმებს ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) დაითვლიან.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი იმუშავებს

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი იმუშავებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილ 127 საარჩევნო უბანში, წილისყრის შედეგად გამოვლენილია 424 გადასატანი საარჩევნო ყუთი. დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში შექმნილია 52 საარჩევნო უბანი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთში: სამი უბანი ათენში და ორი სალონიკში. თურქეთში, აშშ-ში, უკრაინასა და გერმანიაში 3-3 საარჩევნო უბანი იქნება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს 14 170 მოქალაქეს.

არჩევნები

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად - დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად.

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება

არჩევნებს 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 წარმომადგენელი დააკვირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 08:00

რეგიონი

საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან ერთად საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

31 ოქტომბერი 2020, 08:00

პოლიტიკა

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი იმუშავებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი იმუშავებს. დღევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი დღეს 08:00 საათიდან ამოქმედდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იქნებიან და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმაგრებულ უბნებზე. სულ განსაზღვრულია 11 საარჩევნო უბანზე მიმაგრება, მათგან 10 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.