გიორგი გახარია: თითოეული წარმატებული პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დიდი შერიგებისკენ
გიორგი გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ - მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მისცეს ყველას, ამაშია ის დიდი მისია, რომელიც სამეგრელოში თითოეულ ადამიანს აკისრია. „საქართველოში ბევრი გამორჩეული კუთხეა, ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ისტორიით, სილამაზით, მაგრამ არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ სამეგრელო გამორჩეულთა შორის გამორჩეულია. სამეგრელომ უამრავი ღირსშესანიშნაობა აჩუქა ამ ქვეყანას, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას უდიდესი ადამიანები, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას ისეთი ისტორიული მოვლენები, რომლებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის განსახიერება და თავმოყრა არის ეს სატახტო ქალაქი - ზუგდიდი. ზუგდიდი არის სამეგრელოს წარმატების გასაღები და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - დღეს, აქ, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არა მხოლოდ მეგრელების, არამედ მთლიანად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის წარმატებაა და ამან დამატებითი მუხტი უნდა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს და ამაშია ის დიდი მისია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქ, ამ კუთხეში გვაკისრია. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ თითოეული წარმატებული პროექტი ამ ქალაქში და ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ლამაზდება დღითი დღე ზუგდიდი, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დიდი შერიგებისკენ. დღეს, საქართველოში ჩვენ აღვნიშნავთ ვეტერანების დღეს და მე მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც თავი გასწირა საქართველოს ერთიანობისთვის და ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღესაც იბრძვიან ამ ერთიანობის მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, შრომით და მშვიდობიანად და შრომის ფასი სამეგრელოში ყველაზე კარგად იციან. ეს კარგად ჩანს იმ საწარმოებში, იმ სასტუმროებში, სოფლის მეურნეობის იმ პროექტებში, რომლებიც აქ ხორციელდება,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, შემდგომ 4 წელში, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება სამეგრელოს. მისივე განცხადებით, ბევრი მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა დასრულდეს, მათ შორის, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები. „2012 წლიდან, სამეგრელოში ინვესტირებული იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მილიარდ ასოთხმოცდაექვსი მილიონი ლარი, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ამიტომ გეტყვით, რომ შემდგომ 4 წელში, რაც არის საარჩევნო ციკლი, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და, რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი აქედან მოხმარდება ამ კუთხეს და სამეგრელოს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა გავიყვანოთ ბოლოში, მაგალითად წყალმომარაგება. ზუგდიდს ათწლეულები არ ჰქონდა ნორმალური წყალმომარაგების სისტემა. როგორც იქნა, ბევრი ვიწვალეთ, ცოტა საჭიროზე მეტი დრო დავხარჯეთ, მაგრამ ეს პრობლემა ბოლოში გავიყვანეთ, თუმცა შემდგომი პრობლემა არის წყალარინების სისტემა. რა თქმა უნდა, ნორმალურ, თანამედროვე ქალაქს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი წყალარინების სისტემა და მომავალ წელს ჩვენ ამ პროექტს დავიწყებთ. ზუგდიდში ვაკეთებთ გზებს, ვაკეთებთ მაგისტრალურ გზებს, მაგრამ შიდა სასოფლო გზები უკვე პრობლემაა. სასმელი წყალი სოფლებში, საირიგაციო წყლები - ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მიმართული იქნება სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოსაყვანად. გზები, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები - რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში, ყველგან, ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და შესაძლებლობებში სხვაობა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და აღნიშნა, რომ ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე. „საქართველოს წარმატება, პირველი რიგში, განისაზღვრება მისი რეგიონების წარმატებით და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი. ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება იყოს ღირსეული და სამართლიანი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. ჩვენ, ერთადერთი, რაც გვინდა ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის ის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. არაფერი არ გავაკეთოთ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენს ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, უჩვეულოა პირბადეებით ერთმანეთთან საუბარი, ერთად ყოფნა, თუმცა ეს არის პასუხისმგებლობა მომავალი თაობებისა და ქვეყნის განვითარების, აგრეთვე ხანდაზმული ადამიანების წინაშე. გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი და სწორედ ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც განასხვავებს მმართველ გუნდს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. „რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს უნდა ვთქვათ ის, რასაც მთელი მსოფლიო, გლობალური სამყარო ებრძვის, ეს არის პანდემია. მე მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, გამარჯვებას გისურვებთ!“- განაცხადა პრემიერმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


