IMEDI /  21 ოქტომბერი 2020, 23:23 / სანდო წყარო

გოგი მეშველიანი: აცნობიერებენ, რომ განწირული არიან პოლიტიკურ ბრძოლაში და ცდილობენ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესი ძალადობრივში გადაიყვანონ

გოგი მეშველიანი

გოგი მეშველიანი

ოთხი ადამიანია არის დაჭრილი. სამი კიდურების და ერთი წელის არეში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა გადაცემა „ღია ეთერში“ პარტიის საარჩევნო შტაბში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ერთ-ერთი დაჭრილი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი სამი კი თავდამსხმელი. თავდამსხმელები, რომლების იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში შემოვიდნენ„ქართული ოცნების“ ოფისში. დაიწყეს კონკრეტული პიროვნებების ძებნა. ეძებდნენ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელს და დმანისის „ქართული ოცნების“საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს. საკმაოდაგრესიულად იკითხეს, სად არიან ისინიო-ო. გარკვეული შელაპარაკების შემდეგ გახსნეს დანები დაიწყეს აგრესიული მოქმედებები, რასაც მოჰყვა შესაბამისი მოქმედებები ჩვენი აქტივების მხრიდანაც. სამწუხროდ დაიჭრა ოთხი ადამიანი“, - განაცხადა გოგოი მეშველიანმა.

კანდიდატის თქმით, დაპირისპირებაში მონაწილე ადამიანები დმანისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერაბ ოქრიაშვილთან, ე.წ. ხასიკასთან არიან დაკავშირებული. მეშველიანი შემთხვევას ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გაგრძელებას უწოდებს.

„ჩემი კონკურენტი, შემ მიერ დასახელებული ადამიანის ბიძაშვილია. ეს ძალადობრივი ქმედება, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ოპონენტები გრძნობენ და აცნობიერებენ, რომ განწირული არიან პოლიტიკურ ბრძოლაში და ცდილობენ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესი გადაიყვანონ ძალადობრივში და მოახდინონ არჩევნების დელეგიტიმატიზაცია“, - განაცხადა გოგოი მეშველიანმა. ​

ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

ყველა სიახლე

ზურაბ ჯაფარიძე

04 დეკემბერი 2020, 17:47

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩი“ არ დამიტოვებია, ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო

მე „გირჩი“ არ დამიტოვებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა. ჯაფარიძემ მიზეზები არ დაასახელა, თუ რატომ გაიყო პარტიის თანაგუნდელების გზები. აღნიშნა, რომ უთანხმოება არ უკავშირდება მათი პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს.

04 დეკემბერი 2020, 17:46

ეკონომიკა

კორონავირუსთან გამკლავებაში დასახმარებლად​​​​​​​, ADB-მ საქართველოს $2.5-მილიონიანი გრანტი დაუმტკიცა

​​​​​​​აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად. კორონავირუსის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტის ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის (APDRF) მიერ ფინანსდება, იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით.

ალეკო ელისაშვილი

04 დეკემბერი 2020, 17:42

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: ჯვარს რომ მაცვათ, დეტალებს მაინც ვერ გეტყვით

ჩვენ შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკებდით, გულწრფელად გეუბნებით, ძნელია, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. რითაც მოვედით საიდუმლოდ კი არ დარჩება, უბრალოდ, ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობა ნაყოფია

04 დეკემბერი 2020, 17:37

პოლიტიკა

კობა ნაყოფია: მესამე რაუნდი მას შემდეგ გაიმართება, რაც პოზიციების ურთიერთგაცვლა მოხდება

ფუნდამენტურად ჩვენს მოთხოვნებში ცვლილებები არ არის, ჩვენ უბრალოდ დავაკონკრეტეთ დეტალიზებული, წერილობითი მოთხოვნები და გადავეცით ფასილიტატორებს, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ხაზარაძე

04 დეკემბერი 2020, 17:36

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგის მესამე რაუნდი უახლოეს ორ დღეში გაიმართება

ჩვენ მოვიტანეთ წინადადებათა პაკეტი, ფასილიტატორებმა გვთხოვეს დრო, რათა მივიღოთ ხელისუფლებისგან ჩამოყალიბებული პასუხი ამ პაკეტზე. მესამე რაუნდს უახლოეს ორ დღეში ველოდებით, - ამის შესახებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 17:33

მსოფლიო

ერდოღანი: იმედი მაქვს, საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს მაკრონის პრობლემას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

დავით ბაქრაძე

04 დეკემბერი 2020, 17:32

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ: ბოიკოტთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია უცვლელია

დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ეს მოხდა ძალიან დეტალურად გაწერილი, დოკუმენტური ფორმით. ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა, ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

04 დეკემბერი 2020, 17:28

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის სისტემაზე: დესტაბილიზაცია, რასაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ძალიან სახიფათოა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ქართული ჯანდაცვის სისტემა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების მხრიდან წარმოებული კამპანია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის და კონკრეტული კლინიკების დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელი და სახიფათოა.

04 დეკემბერი 2020, 17:14

მსოფლიო

სომხეთი საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება.

04 დეკემბერი 2020, 17:10

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ელჩებთან მორიგ შეხვედრას მართავენ

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის გამართვამდე დიპლომატები ოპოზიციას, სავარაუდოდ, ბოლოჯერ ხვდებიან. ამ წუთებში ელჩებს პარტიები ერთობლივად შემუშავებულ წინადადებებს აცნობენ. კონსულტაციები ამჯერად ამერიკის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

რასელ ვესტბრუკი

04 დეკემბერი 2020, 17:09

სპორტი

რასელ ვესტბრუკი კარიერას „ვაშინგტონში“ განაგრძობს

რასელ ვესტბრუკი კარიერას „ვაშინგტონში“ განაგრძობს. როგორც ESPN-ი იტყობინება, „ჰიუსტონ როკეტსმა“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ, „ვიზარდსიდან“ ჯონ ვოლი და 2023 წლის დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება მიიღო.

ელისაბედ II

04 დეკემბერი 2020, 17:04

ტაბლოიდი

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ძაღლი მოუკვდა

2 წლის წინ ელიზაბეტ II-ს კიდევ ორი ძაღლი, უილოუ და უისპერი დაეღუპა. 2015 წელს ელიზაბეტ მეორემ გადაწყვიტა ძაღლები აღარ აეყვანა. დედოფალმა განმარტა, რომ არ სურდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ოთხფეხა მეგობრები პატრონის გარეშე დარჩენილიყვნენ.

04 დეკემბერი 2020, 17:03

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,267 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,267 ადამიანს გამოუვლინდა, 41 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 138,000 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,551 ადამიანი. ვირუსისგან 83,000 პაციენტი განიკურნა.

დიმიტრი ხუნდაძე

04 დეკემბერი 2020, 17:02

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის სისტემაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ყველასთვის საზიანოა

17 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტი ძალიან მძიმეა, მაგრამ ინფორმაციის დამახინჯება, თითქოს გოგონა კოვიდინფიცირებული იყო და ბინაში გარდაიცვალა, რადგან ვერ მოხერხდა კლინიკაში გადაყვანა არის უსაფუძვლო და ტყუილი - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2020, 16:56

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს, ბარაკ ობამას, ბილ კლინტონსა და ჯორჯ ბუშს შეუერთდება და საზოგადოების ვაქცინაციის უსაფრთხოებაში დარწმუნების მიზნით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებს.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:51

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მინისტრის თქმით, ზოგადად, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგა უწყებებს ახლო ურთიერთობა აქვთ.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:48

სამართალი

ვახტანგ გომელაური: 8 წელია შინაგან საქმეთა მინისტრის ოთახში იგივე რემონტი, იგივე ავეჯია და რასაც ვყიდულობთ, ეს მინისტრის კაბინეტისთვის კი არა, პოლიციელებისთვის არის განკუთვნილი

ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერვერების შესყიდვა 112-ის შესაძლებლობების გაძლიერებას უკავშირდება, ხოლო შესასყიდი ავეჯი განთავსდება გურჯაანის პოლიციის ახალ შენობაში და განკუთვნილია არა მინისტრის კაბინეტისთვის, არამედ პოლიციელებისთვის.

გიორგი გოგინავა

04 დეკემბერი 2020, 16:44

რეგიონი

ფოთის საქალაქო სასამართლომ ასლან ვაშაყმაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლოზე დაცვის მხარემ ასლან ვაშაყმაძის გირაოს 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე დავით კეკენაძემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:42

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს

„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მაია სანდუ

04 დეკემბერი 2020, 16:39

მსოფლიო

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.