http://imedi.ge/ /  24 ოქტომბერი 2020, 20:14 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: პოლიციელთა პროფესიონალიზმმა და გმირობამ 43 მძევალი იხსნა და უვნებელი გამოიყვანა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„პოლიციელთა პროფესიონალიზმმა და გმირობამ 43 მძევალი იხსნა და უვნებელი გამოიყვანა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებებს უნდა ველოდოთ. მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ აქაც ხელშესახები შედეგი იქნება.

კითხვაზე ხომ არ იჩქარა მმართველმა გუნდმა, როდესაც ოპერაციას წარმატებული უწოდა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ პრიორიტეტული ნაწილია, რამდენად პოზიტიურად დასრულდება მძევლების დახსნა, მეორე ნაწილი კი წინ არის და ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება.

მამუკა მდინარაძემ ოპონენტების მხრიდან თემის გამოყენების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და კრიმინოგენურ ვითარებაზე მათ კრიტიკასაც უპასუხა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მაგალითად, 6080 ყაჩაღობა იყო 6 წლის (2006-2012) განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ პერიოდში, ბოლო 7 წლის განმავლობაში (2013-2020) კი 1995 ყაჩაღობა გვაქვს სულ.

„ხანდახან, ვიღაცებს აღიზიანებთ სტატისტიკაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონაცემები. ბოლო წლების სტატისტიკა ავიღოთ - თუ 6080 ყაჩაღობა იყო 6 წლის (2006-2012) განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ პერიოდში, 2013-2020 წლებში 1995 ყაჩაღობა გვაქვს სულ. მკვლელობა - ამავე პერიოდში იყო 1756, 2013-2020 წლებში კი 731; მკვლელობის მცდელობა - 2112, 2013-2020 წლებში - 813.

გასაგებია, რომ ყველა პარტიული ლიდერი, მათ შორის მეც, სუბიექტური ვართ, მაგრამ ამის იქეთ არის კონკრეტული მონაცემები და აღმოჩნდა, რომ სამჯერ შემცირებულია დანაშაულის რაოდენობა. თუ ვინმე ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მძიმე დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა, ეს არის ტყუილი, რადგან ის შემცირდა ორნახევრით, სამჯერ და ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, სამართალდამცველების მუშაობის კონკრეტული შედეგი. დანარჩენი არის მანიპულაცია, სპეკულაცია, რომელსაც ოპონენტები კადრულობენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ყველა სიახლე

პეტრ პაველი

25 ივნისი 2026, 10:01

მსოფლიო

POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი განჩინება გამოსცა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 09:55

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.

25 ივნისი 2026, 09:50

კულტურა

გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ალილოს“ საიუბილეო საღამო გაიმართა

ანსამბლის შემოქმედების 25 წლის აღსანიშნავი კონცერტი, რომელსაც გასულ წელს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, მსმენელთა თხოვნით, განმეორებით ჩატარდა. „ალილო“ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეპერტუარითა და საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი სიმღერებით წარდგა. კონცერტში საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, ბენდი და მაესტრო დავით მაზანაშვილი მონაწილეობდნენ.

25 ივნისი 2026, 09:47

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე დებატები გამართეს. მონაწილე გუნდებმა საკმაოდ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად იმსჯელეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დებატები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

25 ივნისი 2026, 09:46

მსოფლიო

მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 09:43

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ჯიღაურაში, ზაქაროსა და ნავაზში. იგება ასფალტის საფარი, გარკვეულ ადგილებში ეწყობა სანიაღვრე არხები და წესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები. შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წეროვნის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც პარალელურად, ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის კეთილმოწყობაც გრძელდება.

25 ივნისი 2026, 09:39

კულტურა

ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს

ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" თამარ ქორიძის ხელმძღვანელობით ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს, რომლის სახელწოდებაცაა „მზისკენ’’და აგებულია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე.

25 ივნისი 2026, 09:32

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში მიიღებს. ამასთანავე, მარტყოფში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სრული განახლება მიმდინარეობს, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება სართიჭალაშიც.

25 ივნისი 2026, 09:28

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

მოქალაქეებს არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

25 ივნისი 2026, 09:25

საზოგადოება

ბათუმში დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა, საზღვაო განათლების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციამ, საერთაშორისო აღიარების გეოგრაფიის გაფართოებამ და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე და გააძლიერა ახალგაზრდების ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.

დონალდ ტრამპი

25 ივნისი 2026, 09:20

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება.

25 ივნისი 2026, 09:18

პოლიტიკა

ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

დავით მათიკაშვილი

25 ივნისი 2026, 09:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

25 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არიან დაღუპულები

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ახლოს 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

25 ივნისი 2026, 08:56

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი. ის მზად არის, რომ გააუქმოს თავისი სახელმწიფო და შეუერთოს სხვა ქვეყანას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.

ლევან მახაშვილი

25 ივნისი 2026, 08:48

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი პროცესი და დოკუმენტი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს.

25 ივნისი 2026, 08:25

პოლიტიკა

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისმოდა მოწოდებებიც ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ.

25 ივნისი 2026, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში

25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

25 ივნისი 2026, 08:01

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური აუდიტორი დღეს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარადგენს

დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. დღეს პარლამენტში საქართველოს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

25 ივნისი 2026, 08:00

სამართალი

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფართომასშტაბიან დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

53 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, 3 მიმალული მოქალაქის მიმართ კი, ძებნა გამოცხადდება. გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალი 11 ადამიანს უკვე წარედგინა. პარალელურად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.