imedi /  28 ოქტომბერი 2020, 12:37 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემები. ამ ფონზე, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, თუ როგორ შეუძლიათ ჩრდილი მიაყენონ კარს მომდგარ არჩევნებს.

გუშინ ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ყალბი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. ბუნებრივია, მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რასაც გუშინდელი მხილებაც შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასული კვირების განმავლობაში საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში. თუმცა, ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ძალისხმევით მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება გახდა შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით, ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.

რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ზრახვებზე მეტყველებს მათ მიერ გაყალბებულ კვლევებში დასმული აქცენტები და ამ კვლევების პროპაგანდირების ფორმებიც. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლევებს არა საზოგადოების განწყობების შესასწავლად, არამედ საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს. თუმცა, მათი ამგვარი მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ყოველგვარი ჩარჩოდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის - „აიპიემისთვის” დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ. და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხები - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!

ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით.

კვლევითი კომპანიები ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები. „აიპიემის” წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არა აქვთ. ამ მათთვის სამწუხარო ფაქტის გამო, მათ საერთოდ დაკარგეს სახე და იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც პოლიტიკური რეიტინგების კვლევის გარდა, დაკავებულია მედიის რეიტინგების გაზომვით, მედიის წარმომადგენელი უშვერი სიტყვებით გალანძღა და არაეთიკური ტერმინებით დაუწყო საქმის გარჩევა.

ამასთან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. „ნაციონალურ მოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა.

ჩვენი მხრივ, ვპირდებით მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად. სწორედ ასეთ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

დიმიტრი სამხარაძე

02 სექტემბერი 2026, 09:27

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება

სამხარაძე მიმართავს „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”

02 სექტემბერი 2026, 09:22

სპორტი

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა

ფონდის ჩართულობისა და სუბსიდირების წყალობით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს. ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.

02 სექტემბერი 2026, 09:19

რეგიონი

ახალციხეში ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედანი მოეწყო

ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა. დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

02 სექტემბერი 2026, 09:16

საზოგადოება

ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.

02 სექტემბერი 2026, 09:14

თავდაცვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.

02 სექტემბერი 2026, 09:08

პოლიტიკა

საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს

საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

თენგიზ შარმანაშვილი

02 სექტემბერი 2026, 09:03

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ანუ რას ამბობს, ან უნდა შევიჭრათ აფხაზეთში და სისხლის ტბები დავაყენოთ, ან გავყვეთ გვარამიას მიერ გაჟღერებულ მათ პატრონთა ახალ დავალებას და ეს მტკივნეული იარა საბოლოოდ დავივიწყოთ?!

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

02 სექტემბერი 2026, 08:58

საზოგადოება

საქართველოს განათლების მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა

გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:20

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:08

მსოფლიო

პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა

რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ

აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 სექტემბერი 2026, 23:39

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

ვატო შაქარიშვილი

01 სექტემბერი 2026, 23:01

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 სექტემბერი 2026, 22:32

მსოფლიო

ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.

01 სექტემბერი 2026, 22:07

სამართალი

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.

ნინო თანდილაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:58

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

01 სექტემბერი 2026, 21:50

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად

სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:34

კულტურა

თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.