imedi /  29 ოქტომბერი 2020, 18:35 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ყველანაირად ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

„ეს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლად, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდება და საქართველო განაგრძობს მშვიდობიან განვითარებას. ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ ამ არჩევნებს, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ამომრჩეველს წარუდგინონ პროგრამა და კანდიდატები, მათ სრულიად საპირისპირო გააკეთეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2022, 08:51

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 215-ე დღეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და შვიდი საავიაციო დარტყმა მიიტანა. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები გახდა.

27 სექტემბერი 2022, 08:42

სამართალი

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც უწყების ათწლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მათ შორის, აღინიშნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი − პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა.

27 სექტემბერი 2022, 08:36

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველო პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. სახელმწიფო დროშა დაეშვა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი ყველა უწყების ადმინისტრაციულ შენობებზე.

27 სექტემბერი 2022, 08:16

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

27 სექტემბერი 2022, 08:00

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.

27 სექტემბერი 2022, 01:17

პოლიტიკა

შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2022, 01:11

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

27 სექტემბერი 2022, 01:00

პოლიტიკა

ცესკოსა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც 1 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას ითვალისწინებს.

27 სექტემბერი 2022, 00:44

პოლიტიკა

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს უმასპინძლა. მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში თურქეთთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეკომენდაციები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 00:43

სპორტი

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში 2-0 გაიმარჯვა. მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია, ხოლო მეორე გოლი 48-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

27 სექტემბერი 2022, 00:29

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასკოლო რესურსების შესწავლის თემაზე ზეპირი მოსმენები დაასრულა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს, ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 00:28

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

კარინ-ჟან პიერი

27 სექტემბერი 2022, 00:23

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ მზად არის, რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს.

27 სექტემბერი 2022, 00:16

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირა მხარი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებას, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2022, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და ეფუძნება ჩვენს რწმენას, ერთიან, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ანდრიუს კუბილიუსი

26 სექტემბერი 2022, 23:59

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ეს არ არის დასასრულის დასაწყისი, ეს არის პუტინის დასასრული

„სახეზეა რუსეთის უკვე ღიად დემონსტრირებული სისუსტე. ეს არის სისუსტე, რომელიც თვეებია გამოვლინდა საბრძოლო მოქმედებებში, ეკონომიკის სისუსტე და იზოლაცია ყველა მიმართულებით. მობილიზაცია, რომელსაც ნაწილობრივი უწოდეს აჩვენებს, თუ რამდენად არარაციონალურია რუსეთის ხელისუფლება. პირველი და უმთავრესი შეცდომა იყო უკრაინაში შეჭრა, რაც გვაჩვენებს, რომ სიტუაციის ობიექტური აღქმის უნარი კრემლს არ აქვს და ეს სხვა არაფერია სიგიჟის გარდა. სიგიჟის მეორე გამოვლინება მობილიზაციის გამოცხადებაა, რასაც რუსეთის მოქალაქეების არა ომში წასვლა, არამედ ქვეყნის ყველა გზით დატოვების საფუძველი გახდა. ეს არ არის დასასრულის დასაწყისი. ეს არის პუტინის დასასრული“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

26 სექტემბერი 2022, 23:47

რეგიონი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად გაიხსენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

26 სექტემბერი 2022, 23:26

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში გოლი გაიტანა

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში ანგარიში გახსნა. მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია.

26 სექტემბერი 2022, 22:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, მოადგილესთან, ნინო იობაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

26 სექტემბერი 2022, 22:30

მსოფლიო

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.