პრეზიდენტის უფლებამოსილების ერთჯერადად, 1 წლით გახანგრძლივებას პარლამენტარები ეხმიანებიან
პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრებას აფასებენ, რომლის მიხედვითაც მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა შესაძლოა ერთჯერადად, ერთი წლით გახანგრძლივდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს საკითხი მსჯელობის საგანია, რომელზეც გუნდს ჯერ არ უმსჯელია.
"პარლამენტის თავმჯდომარემ ერთგვარი გზა მოძებნა, ყოველგვარი სპეკულაციის და ინსინუაციის თავიდან ასაცილებლად, რომ პრეზიდენტის არჩევნების წესი 2024 წელს უნდა გაიმართოს. შესაძლებელია ეს ყველაფერი მსჯელობის საგანი გახდეს. თუკი გუნდი გადაწყვეტილებას მიიღებს, მხოლოდ იმიტომ გაკეთდება, რომ პროპორციული წესით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადენლებმა და ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა, რომლებიც დააკომპლექტებენ 300 დელეგატს, სწორედ ამ ტიპით არჩეულმა დელეგატებმა მოახდინონ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა. რა თქმა უნდა, ეს ერთჯერადი აქცია იქნება, თუკი საერთოდ ასეთი რამ იქნება და ის შემდგომში არ გაგრძელდება და დაცული იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის მოქმედების ის ვადები, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული", - განაცხადა მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის, პარტია "ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება საკუთარ მათემატიკაში აიხლართა".
"ქართული ოცნება საკუთარ მათემატიკაში აიხლართა. როდის რა უნდა დაალაგონ თვითონ არ იციან. მუდმივი ვაჭრობა იძლევა სწორედ იმ შედეგს, რომ სრულიად გაუმართავია პროცედურა თუ რა უნდა მოხდეს მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში. მიზანი ერთადერთია - ნებისმიერი ფორმით დარჩნენ ხელისუფლებაში", - აფასებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ამ ინიციატივას არასამთავრობო სექტორი და კონსტიტუციონალისტები აკრიტიკებენ.
"სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე, მმართველ გუნდს დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტილებებს უწუნებს. პრეზიდენტის არჩევნების 2024 წლამდე გადავადება მისთვის კაგორიულად მიუღებელია. ბენიძის განმარტებით, ორი არჩევნების ეთრმანეთზე დამთხვევა პრობლემას შექმნის და ამ წელს გაუგებარი საარჩევნო რეჟიმი იქნება.
კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლამდე გადავადებას არაკონსტიტუციურს უწოდებს და ხელისუფლების მითვისების მცდელობად აფასებს.
"ხალხი პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ მას მანდატი ამ დროის განმავობაში აქვს. ნებისმიერი დღით გადავადება ეს ძალაუფლების მითვისებაა", - ამბობს ჩოკორაია.
20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წელს არჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება შესაძლოა იმის გამო მოხდეს, რათა შემდეგი პრეზიდენტი პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა აირჩიონ.
ამის შესახებ განმარტებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 09:49
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი „Smart Stay“ გაიმართება
26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება.
17 სექტემბერი 2026, 09:40
რეგიონი
კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს - ამ დროისთვის გადამუშავებულია 11 ათასამდე ტონა ყურძენი
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს.
17 სექტემბერი 2026, 09:35
ჯანდაცვა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
17 სექტემბერი 2026, 09:30
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
დელეგაციის წევრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
17 სექტემბერი 2026, 09:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თუკი დავხედავთ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის - ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი
უსაფრთხოების დაცვა, ეროვნული ინტერესები და შენარჩუნებული მშვიდობა - აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“’-ის ეთერში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს გარშემო არსებული არასტაბილური გარემო მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ხელისუფლების პოზიციას ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, რაც მისივე შეფასებით, მთავარი რეცეპტია მშვიდობის შენარჩუნების.
17 სექტემბერი 2026, 09:21
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პირები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, თუ ისინი აშშ-ში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოელი დამკვეთის მითითებით ან კონტროლის ქვეშ მოქმედებენ. ჩვენს ქვეყანაში კანონიერად ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის მივესალმებით, თუმცა მათ ჩვენი კანონები უნდა დაიცვან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
17 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუს მაღალჩინოსნებსა და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს შეეხება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 08:56
მსოფლიო
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: იუსტიციის დეპარტამენტი არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ჩემი ახალი კანონპროექტი „ფარას“ კანონში ცვლილებას შეიტანს, რათა გავრცელდეს მისი მოქმედება ინფულენსერებზე, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში
ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
17 სექტემბერი 2026, 08:46
სპორტი
სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს ემზარ ზენაიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
ემზარ ზენაიშვილი გახლდათ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ზაფხულისა და ზამთრის არაერთ ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიებსა და კონგრესებზე.
17 სექტემბერი 2026, 08:42
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა.
17 სექტემბერი 2026, 08:38
რეგიონი
„გეოგლობალ აკადემიამ“ ბოლნისში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახსნა
ცერემონიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლის მხარეში და განათლების სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასწავლებელი 320-მდე სტუდენტს მიიღებს.
17 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონის შეხსენებაზე: მივესალმებით ამ კანონმდებლობას და ასეთ მიდგომას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველას მოვუწოდებთ, რომ ასევე მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ცდილობს სახელმწიფოს დაცვას მსგავსი ტიპის ჩარევებისგან
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, თბილისში აფასებენ.
17 სექტემბერი 2026, 08:08
საზოგადოება
განათლების სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და სტუდენტობა მიულოცეს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა. მიღების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო და გასართობ აქტივობებში. ამასთანავე, გაიმართა კონცერტი სხვადასხვა არტისტისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.
17 სექტემბერი 2026, 08:06
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან საკუთარ თანამოაზრეებს და ოპოზიციურ პარტიებს დაუპირისპირდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დღემდე იმალებიან. ხაბეიშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, თუ რატომ არ მართავს ოპოზიცია საპროტესტო აქციებს. მის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა და თავი იმით იმართლა, რომ ხაბეიშვილი თავის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გულისხმობს.
17 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში
17 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
17 სექტემბერი 2026, 01:22
მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეს ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი შემთხვევაა ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
17 სექტემბერი 2026, 00:26
პოლიტიკა
ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი: ვფიქრობ, რომ ისლანდიის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის არავითარი მცდელობა აღარ იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა პრობლემები - პენსიების შემცირება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, მიგრაციის პრობლემა
ვფიქრობ, რომ მცირე ქვეყნისთვის, როგორიცაა ისლანდია, რომლის ეკონომიკა ეყრდნობა თევზჭერას და ენერგოსფეროს, სუვერენიტეტის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის, რომელთაც ბრიუსელში თავისი სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილების მიღების სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა.
17 სექტემბერი 2026, 00:25
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს - მოსკოვი შესაძლოა ცდილობდეს ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, ნატოსთან ღია კონფრონტაციაში შესვლის გარეშე
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს.
17 სექტემბერი 2026, 00:08
პოლიტიკა
ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი გავლენა ბრიუსელში იქნება ძალიან მცირე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების განხილვისას, რომლის თანახმადაც მოსახლეობამ უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. მისი თქმით, მცირე ქვეყნების ლაპარაკი თითქოს ჩურჩულია, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს.
17 სექტემბერი 2026, 00:05
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი
ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.


