IMEDI /  30 ოქტომბერი 2020, 23:44 / სანდო წყარო

რამაზ საყვარელიძე: სახლში დარჩენით ჩვენ ხმას ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას“

რამაზ საყვარელიძე

რამაზ საყვარელიძე

დღეს ბიძინა ივანიშვილს შესანიშნავი სიტყვა ჰქონდა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის გამოსვლებში, დაბალანსებული. მან გაამახვილა ყურადღება ერთ რამეზე, რომ არჩევნებში მონაწილეობის არმიღება არ არსებობს - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„თუ ვინმეს ჰქონია, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს, სახლში დარჩენით, ძალიან ცდება. დაახლოებით ეს აზრი, ოღონდ კონკრეტიკით თქვა ბიძინა ივანიშვილმა. ხმები, რომლებიც გადანაწილდება, 60 პარტიაა, ჩვენ მოგვაკლდებაო და მართალია. თუ დავაკვირდით სოციოლოგიურ გამოკითხვებს „რუსთაბი2“-ის გაკეთებულს. გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რადგან ხმები გადანაწილებული იყო „ნაციონალისტურ“ პარტიებში და მობილიზაცია მოახერხეს. ამან, 4-5% მოუმატა. წარმოიდგინეთ რამდენი ხმა გადანაწილდება 60 პარტიაში. ეს სულ „ქართული ოცნების“ ხმებია და ეს ხმები გადაფანტული სხვა პარტიებში არცერთს გამოადგება, ძალის მატარებელს ვერავის გახდის. გახდის ძალის მატარებელს და გამოადგება „ნაციონალურ მოძრაობას“. სახლში დარჩენით ჩვენ ხმას ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას““, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ყველა სიახლე

დიტო ბანკანაშვილი

28 ნოემბერი 2020, 17:55

ეკონომიკა

„თეთრი ფერმის“ მენეჯერი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ნედლი რძის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს

გასული წლის დასასრულს, 36 მილიონი ევროს ჰოლანდიური ინვესტიციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, „თეთრი ფერმა“ ამოქმედდა, რომელიც მერძეულ სექტორში არსებულ გამოწვევებს დაუპირისპირდება. ქართულ მერძეულ სექტორში მთავარ პრობლემას ნედლი რძის დეფიციტი წარმოადგენს, ფერმაც ამ მოტივაციით შეიქმნა. დღეს ჰოლანდიური წარმოშობის 440 სული ძროხის დღიური წარმადობა 10-12 ტონაა.

28 ნოემბერი 2020, 17:52

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,212 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,212 ადამიანს გამოუვლინდა, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 114,025 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,323 ადამიანი. ვირუსისგან 71,691 პაციენტი განიკურნა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

28 ნოემბერი 2020, 17:47

ეკონომიკა

ყველის მწარმოებელთა ასოციაცია: მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც მეწარმემ ეტიკეტზე უნდა გამოიტანოს და მომხმარებელმა ამოიკითხოს, არის თუ არა ადგილობრივ ანუ ნედლ რძეზე წარმოებული პროდუქცია

ნოემბრიდან რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის ახალი წესები ამოქმედდა. სარეალიზაციოდ გამოტანილ ნედლი რძის ნაწარმს ეტიკეტზე მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მითითებული, რომ იგი ნედლი რძისგან არის დამზადებული. გამომდინარე იქიდან, რომ რძის ნაწარმი ისეთ პროდუქციას მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, მისი შემცველობის დადგენა მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მომხმარებელებმა უნდა იცოდნენ თუ რაში იხდიან ფულს და რამდენად ნატურალურია მათ მიერ შეძენილი რძისა და ყველის პროდუქცია. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, სახელმწიფოს ასეთი მიდგომა მყისიერად აჩენს იმედს ფერმერებში, რომ მათ რძეზე გაჩნდება მოთხოვნა, რაც მეწარმეებს მეტ სტიმულს მისცემს.

პაატა დავითაია

28 ნოემბერი 2020, 17:46

პოლიტიკა

პაატა დავითაია: ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, ვითარება წაიყვანოს ისე, რომ რაღაცაზე შეთანხმებამდეთ

არც ერთი მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ, - ამის შესახებ ძალა ერთობაშიას“ წევრმა, პაატა დავითაიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, ვითარება წაიყვანოს ისე, ოპოზიცია და მმართველი ძალა რაღაც შეთანხმებამდე მივიდეს.

გიორგი ვოლსკი

28 ნოემბერი 2020, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შეფასებისას სპეკულირებს

სპეკულაციებია ყველა განცხადება, რასაც ვისმენ ოპოზიციისაგან, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრაზე ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

28 ნოემბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: გავაფორმებთ დეკლარაციას, რომელითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და კოდექსის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ჩვენ ერთობლივად გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის ერთ-ერთი იქნება დეკლარაცია, რომელითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და კოდექსის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აქცია

28 ნოემბერი 2020, 16:28

საზოგადოება

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ოპოზიციური პარტიების ორი აქტივისტი დააკავა

პოლიციამ პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის დროს ოპოზიციური პარტიების ორი აქტივისტი დააკავა.

28 ნოემბერი 2020, 16:25

სპორტი

ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბეებმა არგენტინასთან მატჩის წინ ტრადიციული ჰაკა დიეგო მარადონას მიუძღვნეს. ვიდეო

ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბეებმა არგენტინასთან მატჩის წინ ტრადიციული ჰაკა დიეგო მარადონას მიუძღვნეს. ჰაკას შესრულებამდე კი, ზელანდიელთა კაპიტანმა სემ ქეინმა არგენტინელ მორაგბეებს „ოლ ბლექსის“ 10-ნომრიანი მარადონას ფორმა გადასცა.

დიეგო მარადონა

28 ნოემბერი 2020, 16:22

მსოფლიო

აუტოფსიის შედეგად დიეგო მარადონას სიკვდილის მიზეზი დადგინდა

აუტოფსიის შედეგად დიეგო მარადონას სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Free News-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, გაირკვა, რომ ფეხბურთის ლეგენდა ფილტვების მწვავე შეშუპების შედეგად გარდაიცვალა, რაც გულის ქრონიკული უკმარისობით იყო გამოწვეული.

28 ნოემბერი 2020, 16:21

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლითი გზით გადაადგილება

გუდაური-კობის მონაკვეთზე შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლითი გზით გადაადგილება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

28 ნოემბერი 2020, 16:15

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, მწერალთა სახლთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული კონკურსები ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა დისტანციურ ფორმატში დააჯილდოვეს.

28 ნოემბერი 2020, 16:07

COVID19

აფხაზეთის მთავრობა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სწრაფ ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას განაგრძობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სხვადასხვა ლოკაციაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას განაგრძობს.

28 ნოემბერი 2020, 16:01

საზოგადოება

საქართველოს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, სადაც მონაწილეობას ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში მიიღებენ.

თენგიზ ცერცვაძე

28 ნოემბერი 2020, 15:50

COVID19

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულება Facebook-ზე ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე

28 ნოემბერი 2020, 15:45

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ზურაბ აბაშიძე

28 ნოემბერი 2020, 15:41

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა და აღნიშნა, რომ საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები

პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილველად; ამჯერადაც დღის წესრიგით ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხშირად, ვიდრე ჩვენი დღის წესრიგის განხილვაზე გადავალთ, ჩემი ინიციატივით განსახილველად ვაყენებ იმ თემებს, რაც ყველაზე მწვავეა და საქართველოში ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

გიგი უგულავა

28 ნოემბერი 2020, 15:18

პოლიტიკა

გიგი უგულავა: პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება

ერთი შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტის წინ ტრადიციული ტიპის აქცია არ გაიმართება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს ტრადიციული აქცია არ გაიმართება.

რიჟვაძე ჯოჭო

28 ნოემბერი 2020, 15:12

რეგიონი

გოგოს, რომელსაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მეექვსეკლასელ გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯოჭოში განვითარებული სტიქიის შედეგად დაეღუპა, ბინა გადასცა.

სერგო ჩიხლაძე

28 ნოემბერი 2020, 15:01

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას

ბიუჯეტურ დაფინანსებაზე უმრავლესობა პარტიები ვფიქრობთ, რომ დიახაც, ავიღებთ ამ დაფინანსებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსებისა მიღება და პარლამენტში შესვლა ორი სხვადასხვა საკითხია.

28 ნოემბერი 2020, 14:30

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები „ლებორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმას განიხილავენ

ოპოზიცია დღეს „ლებორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბა. დიდი ალბათობით ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთობლივ გეგმაზე უნდა შეთანხმდეს, თუ რა წინადადებით მივლენ მოლაპარაკებაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას განიხილავენ, მათ შორის იმასაც, თუ როგორი იქნება მათი სტრატეგია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების დღეს.