ირაკლი კობახიძე: 10:00 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება
ირაკლი კობახიძე
ფოტო: IMEDI
10:00 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მოქალაქეებს განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია. ამ მონაპოვარის გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის, თითოეული პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ ამ პასუხისმგებლობით და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის სათანადო გარემოში წარმართვას.
საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ 10:00 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მოქალაქეებს განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ.
ჩვენ, გასული დღეების განმავლობაში საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გავაფრთხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების შესახებ, რომელთა ნაწილი უკვე დადასტურდა. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენ მიერ მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“.
ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა. ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს „ევროპული საქართველოდან“ და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, თუმცა, ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა. ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით წარმოგიდგენთ.
შეინიშნება ერთ-ერთი ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ფოტოგადაღება, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, ფიქსირდება ამავე ფეიკ-ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის აკრძალვის წესის სისტემური დარღვევა.
გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად ბოლნისში, შეინიშნება ჩვენ მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი.
თვალშისაცემია პარტიული ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის უპრეცედენტოდ უპასუხისმგებლო გაშუქება. სიცრუისა და სიყალბის ხარისხი დღევანდელ დღეს მათი ისედაც ყალბი სარედაქციო პოლიტიკის ფონზეც კი გამორჩეულია.
ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. მოგიწოდებთ ყველას, თქვენი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებით თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 11:49
მსოფლიო
BBC: კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს, ენდი ბერნემს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 11:48
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი თანდასწრებით ნიკა მელია სააკაშვილს დედას აგინებდა
ნანუკა ჟორჟოლიანმა, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს დედას მისი თანდასწრებით აგინებდა.
24 ივნისი 2026, 11:41
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ინოვაციური და ციფრული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საჭიროებას და საერთო პლატფორმებზე პოზიციონირების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარებას.
24 ივნისი 2026, 11:25
პოლიტიკა
ლანა მორგოშია: საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ფორუმს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები მნიშვნელოვანი და საინტერესოა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
24 ივნისი 2026, 11:25
ტექნოლოგიები
კვლევა: სამსახურში ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა
თანამედროვე საოფისე მუშაობა, იქნება ეს ელექტრონულ წერილებზე პასუხი თუ ვიდეოზარები, დიდწილად სავარძელში მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. ექსპერტების განცხადებით, ეს ჩვევა ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ხანგრძლივი ჯდომა ზედმეტი წონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.
24 ივნისი 2026, 11:25
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს“.
24 ივნისი 2026, 11:24
საზოგადოება
კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს ახალი კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
24 ივნისი 2026, 11:22
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - რონი მესხმა შეხვედრა გამართა ტაჯიკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ბახოდურ ჰალიკზოდასთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
24 ივნისი 2026, 11:21
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ 625 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 11:20
ჯანდაცვა
სახელმწიფო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.
24 ივნისი 2026, 11:08
მსოფლიო
Bloomberg: SpaceX-ის აქციები გაიაფდა. ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის
Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ერთ ტრილიონ დოლარზე დაბლა — 957 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს მისი კომპანიის, SpaceX-ის აქციების საბირჟო ფასის კლებამ გამოიწვია.
24 ივნისი 2026, 11:07
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბოლივიამ, კანადამ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ, ეკვადორმა, ელ სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ, ჰონდურასმა, იამაიკამ, პანამამ, პარაგვაიმ და პერუს მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს. განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
24 ივნისი 2026, 11:01
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, რაც ჩამდენ პირთა 91%-ის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში გამოიხატებოდა
2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე 4585 პირის მიმართ დავიწყეთ სისხლისსამართლებრივი დევნა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
24 ივნისი 2026, 10:56
პოლიტიკა
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაციამ აშშ-ის კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის - ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
24 ივნისი 2026, 10:54
საზოგადოება
116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ საჩხერის მუნიციპალიტეტში დაასრულა, შედეგად მაღალი დაინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ყველაზე მეტი - 116 ტრენინგი ჩაატარა და უპრეცედენტო რაოდენობის - 1700 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას სერტიფიცირებული ტრენინგები, სრულიად უფასოდ, ოთხივე მოდულით: „ციფრული წიგნიერება”, „ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ.
24 ივნისი 2026, 10:53
საზოგადოება
მაგდა კლდიაშვილი ცნობილ ვიდეოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს: დღემდე ყველა სიტყვას ხელს ვაწერ, რაც ვთქვი
სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ცნობილ ვიდეოში, დავით ერაძესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავს და ამცირებს, აცხადებს, რომ „ყველა სიტყვას ხელს აწერს“, რაც მაშინ თქვა.
24 ივნისი 2026, 10:52
კულტურა
Stray Kids-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა და ალბომი და მსოფლიო ტური დააანონსა
კეი-პოპ ჯგუფმა Stray Kids ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კომპოზიცია Run It ჯგუფის ახალ ალბომში This and That შევა, რომელიც აგვისტოს დასაწყისში. Spotify-ს ინფორმაციით, ჩანაწერში 8 კომპოზიცია შევა.
24 ივნისი 2026, 10:48
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი მიგრანტების ცენტრების შექმნას რუანდასა და უზბეკეთში განიხილავს
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკანონო მიგრანტების რუანდასა და უზბეკეთში გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას POLITICO სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 10:43
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ
კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.
24 ივნისი 2026, 10:37
სამართალი
გიორგი გვარაკიძე: მოლოდინი გვაქვს, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას თაღლითობის დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება.


