მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას ხსნის
მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: shutterstock.com
მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში. მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, მე არასდროს მეშინოდა არც გამარჯვებული და არც დამარცხებული ივანიშვილის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„რას მოიმოქმედებს ახლა ივანიშვილი – ეცდება თუ არა გაყალბებას, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ხალხმა არჩევანი გააკეთა და მე ვურჩევდი მას, შეეგუოს, რადგან ხელისუფლებით არ იწყება ცხოვრება, მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და ასევე უნდა მოიქცეს ისიც. მიეცით ქართველ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება. მშვიდობიანად გადადით და არანაირი პრობლემა არ იქნება. თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, მზად ვართ ბოლომდე დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 01:52
საზოგადოება
თეა წულუკიანი: გისამძიმრებთ ყველას! ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ
ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას!, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
18 მარტი 2026, 01:40
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და პატრიარქის დაკრძალის ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი
„ხვალ შედგება სინოდის სხდომა 14:00 საათზე და გავაცხადებთ დაკრძალვის დეტალებს. ხვალვე გადავასვენებთ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში. იქ იქნება პანაშვიდები. საპატრიარქოში ხვალ პანაშვიდები არ იგეგმება. შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შეახებ ხვალ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
18 მარტი 2026, 01:32
საზოგადოება
საპატრიარქო: ხვალ შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე
2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
18 მარტი 2026, 01:31
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
18 მარტი 2026, 01:25
საზოგადოება
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი: ილია მეორე სიბრძნით წინამძღოლობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
18 მარტი 2026, 01:19
საზოგადოება
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ადამიანის გული დღეს არის დიდი ტკივილით აღსავსე იმიტომ, რომ ჩვენი პატრიარქი უფლის წინაშე წარსდგა - საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან
საქართველოში უამრავ ადამიანს პირადი დამოკიდებულება აქვს პატრიარქთან, - განუცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს.
18 მარტი 2026, 01:18
საზოგადოება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პატრიარქის გარდაცვალებაზე: ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 01:13
საზოგადოება
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია: ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო
დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისში, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაყვანის შემდეგ, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II - ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალების გამო.
18 მარტი 2026, 01:11
საზოგადოება
ევროკავშირის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია II-ის გარდაცვალების გამო - მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა
საქართველოში ევროკავშირის საელჩო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 01:01
საზოგადოება
გლოვის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
18 მარტი 2026, 00:55
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: მივეჩვიეთ იმას, თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება
მივეჩვიეთ იმას, რომ თითქოს ჩვენი უწმინდესი მარადიულად უნდა ყოფილიყო ჩვენს და ჩვენი ქვეყნის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ასეთად დარჩება, - განუცხადა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
18 მარტი 2026, 00:54
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
18 მარტი 2026, 00:53
საზოგადოება
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: გამოვთქვამთ მწუხარებას ილია II გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მსახურება - რელიგიათშორისი პატივისცემის, საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 00:52
საზოგადოება
თურქეთის საელჩო: ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი
თურქეთის საელჩო: ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი
18 მარტი 2026, 00:51
საზოგადოება
ჩეხეთის ელჩი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მარადიული იყოს მისი ხსოვნა
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 00:43
საზოგადოება
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პატრიარქის განსაკუთრებულ როლს ქართველი ერის ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა წარუშლელ კვალს ტოვებს
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას.
18 მარტი 2026, 00:31
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია: ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებას - პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია თითოეული ქრისტიანისთვის
კომუნიკაციების კომისია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
18 მარტი 2026, 00:22
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: პატრიარქი ყოველთვის იყო ჩვენი კუთხის დიდი გულშემატკივარი, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი აფხაზეთის მიმართ
განუზომელია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო განიცდის. მარადისობაში გადავიდა ეპოქალური მნიშვნელობის ფიგურა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის სახელიც განუყოფელია ჩვენი ერის სულიერი აღორძინებისა და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობისგან, - წერს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
18 მარტი 2026, 00:22
საზოგადოება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ - დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ღვაწლს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.
18 მარტი 2026, 00:17
საზოგადოება
არქიდიაკონი მამა დემეტრე: პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში
პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული ან ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში,- განაცხადა არქიდიაკონმა მამა დემეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.


