imedi /  04 ნოემბერი 2020, 17:46 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში და დააფიქსირონ პრეტენზიები სამართლებრივი ფორმით

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო ოქმებზე ისაუბრა, რომლითაც, მისი თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს.

„პირველ რიგში შევეხები სპეცუბნებს, სადაც მაჟორიტარულ ოქმებში პანდემიის გამო შეიქმნა, პრაქტიკულად ყველგან ფიქსირდება დისბალანსი. ეს არის სრულიად ბუნებრივი, რადგან ოქმებში ინფიცირებულების ან იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მხოლოდ ნაწილი ემთხვევა, რომლებიც იმავე რაიონში იყვნენ ჩაწერილები, სადაც ხმას აძლევენ. ასეთი ამომრჩევლები მხოლოდ პარტიას აძლევდნენ ხმას, მაჟორიტარებს კი მხოლოდ იმ ოლქში მაცხოვრებელი იზოლირებული პირი აძლევდა ხმას, ანუ თუ დაემთხვეოდა იმ შემთხვევაში. ამიტომ მაჟორიტარის ოქმში გაცილებით ნაკლები ხმის მიმცემია დაფიქსირებული, ვიდრე ხმის მიმცემთა რაოდენობაა სპეცუბანზე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სპეცუბნების ნაწილზე დაფიქსირებულია გარკვეული ტექნიკური შეცდომებიც, რომლებიც მმართველ პარტიას არავითარ უპირატესობას არ აძლევს.

„ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებულთან და იზოლირებულებან მუშაობას სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება, ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებულები და ტექნიკური შეცდომები იყო ბევრი. ასეთი ქვეყნის მასშტაბით იყო კომისიის რამდენიმე ასეული წევრი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში დღემდე ჩატარებულ აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე დაუბალანსებელი და ხარვეზიანი ოლქები ყოველთვის იყო და ყველა ასეთ შემთხვევას ცესკო, როგორც ადრე, ახლაც მიყვებოდა და საჭიროების შემთხვევაში ასწორებდა.

„რაც შეეხება სპეკულაციას ოქმებში დისბალანსს, მსგავსი ხარვეზები უნდა დაიყოს 2 ნაწილად. უბნები, სადაც საჩივარია შესული, რომ ბიულეტენში გაცილებით მეტია ხელმოწერები, ვიდრე ბიულეტენებია. ბუნებრივია, სანახავია და შესასწავლია ასეთი ოქმები. რაც შეეხება უბნებს, სადაც შეიძლება იყოს დანაკლისი, ეს საარჩევნო პრაქტიკაში პრობლემას არ წარმოადგენს და ეს პრაქტიკა არც არასდროს იყო პრობლემა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნების შედეგები არ მოსწონს, მოუწოდა, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ და დააფიქსირონ თავიანთი პრეტენზიები სამართლებრივი ფორმით.

„ასევე მინდა მოვუწოდო და მივმართო ცესკოს, რომ დეტალურად შეისწავლონ თითოეული არგუმენტირებული საჩივარი იმისთვის, რომ სპეკულაციისთვის რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დარჩეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 19:40

საზოგადოება

მაია ბითაძემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

რადოსლავ სიკორსკი

15 ივნისი 2026, 19:39

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება წევრობის ყველა კრიტერიუმის შესრულებას მოითხოვს და უკრაინა ბლოკს მაშინ შეუერთდება, როდესაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

15 ივნისი 2026, 19:31

სამართალი

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.

15 ივნისი 2026, 19:20

პოლიტიკა

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ.

15 ივნისი 2026, 19:13

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან რამდენიმე დღეში განათავსონ მისია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-სა და ირანს შორის დადებული ზავი დადასტურდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან რამდენიმე დღეში განათავსონ მისია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუ აშშ-სა და ირანს შორის დადებული ზავი დადასტურდება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ლოგო

15 ივნისი 2026, 19:04

სამართალი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS (IMO 9389100)-თან დაკავშირებით: გემი არ იდენტიფიცირდა არც ერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის ჩანაწერებში. ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების უსაფრთხოება, მათი შრომითი უფლებების დაცვა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა

ჩატარებული შემოწმების შედეგად, გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში. შესაბამისად, მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ, - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 ივნისი 2026, 18:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს კავკასიაში, ანიეს ქოთუს შეხვდა.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:42

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს რამდენიმე ფაკულტეტზე გამოაცხადოს წამყვანი პროფესორების პოზიცია. ეს არ ანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ თანამდებობას, ეს არის დამატებითი პოზიციები

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს რამდენიმე ფაკულტეტზე გამოაცხადოს წამყვანი პროფესორების პოზიცია. ეს არ ანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ თანამდებობას, ეს არის დამატებითი პოზიციები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 18:40

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ჩვენი მოლოდინია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სრუტე უფასო ტრანზიტისთვის გაიხსნება და სწორედ ამ ტიპის საკითხებს გადავწყვეტთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მუდმივად, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ხელახალი გახსნის საკითხი შემდგომ „ტექნიკურ მოლაპარაკებებზე“ განიხილება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს თემა ჯერ კიდევ ბოლომდე მოგვარებული არ არის.

15 ივნისი 2026, 18:33

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტი „გაეროს მოდელირება“ გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალგაზრდულ პროექტს - „გაეროს მოდელირებას“ უმასპინძლა. მასში იმერეთის რეგიონიდან 14-18 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

თამარ იოსელიანი

15 ივნისი 2026, 18:32

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა

„ეს პოზიტიური ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა 8%-ით გაიზარდა, ხოლო მარტი-მაისის პერიოდში ზრდამ უკვე 20%-ს მიაღწია. რაც აჩვენებს, რომ საქართველოს რკინიგზის სერვისებზე და ჩვენს სატრანზიტო მარშრუტზე მოთხოვნა იზრდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გურამ მაჭარაშვილი

15 ივნისი 2026, 18:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის გამო კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე მედიაში გავრცელებულ მასალაზე საუბრისას ხაზი გაუსვა რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ჩირქი მოსცხოს მთელ სამართალდამცავ სისტემას.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 18:21

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ირანთან შეთანხმებას ხელი ციფრულად კვირას მოეწერა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი ელექტრონულად, უქმეებზე მოეწერა. მან მიანიშნა, რომ პირობები უკვე ძალაშია და ირანი არანაირ ახალ ფინანსურ შეღავათებს არ იღებს.

ფოტო: შსს

15 ივნისი 2026, 18:19

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა

2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი 7 საქმე დასრულდა.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ გემები ჰორმუზის სრუტიდან თავისუფლად გადაადგილებას იწყებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გემები ჰორმუზის სრუტიდან თავისუფლად გადაადგილებას იწყებენ. მანამდე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ირანთან ციფრულ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:14

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მასწავლებლების გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის, თითქმის 30 ათასი მსურველი დარეგისტრირდა, ესენი არიან როგორც მოქმედი პედაგოგები, ასევე პედაგოგობის მსურველი პირები

რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა პედაგოგების გამოცდებზე და რა მოლოდინი აქვს განათლების სამინისტრო, ამ საკითხებზე „დღის ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო პედაგოგების გამოცდებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:14

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება იმიტომ, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული და გამორჩეული როლი. ორ დღეში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვექნება რექტორთა საბჭოს გასვლითი სხდომა, სადაც ერთ-ერთ კომპონენტად სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების ახალ მოდელს განვიხილავთ

ჩვენი მიზანია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება იმიტომ, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული და გამორჩეული როლი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ნინო წილოსანი

15 ივნისი 2026, 18:13

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია, ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ, ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ

წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს თავის დამსახურებული, მათ შორის მათივე წესებით დაწესებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ. ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:13

საზოგადოება

ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:12

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე 4-ჯერ მეტმა ახალგაზრდამ გააკეთა პირველადი არჩევანი, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა" 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების შესახებ ისაუბრა.