imedi /  04 ნოემბერი 2020, 22:37 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: გარდა სხვა დანაშაულებისა, რომლებიც ამ ადამიანებს მიუძღვით, არჩევნების გაყალბება იყო მთავარი ხელწერა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ცოტა ხნის წინ ხათუნა გოგორიშვილი ლაპარაკობდა არჩევნების გაყალბებაზე, რომელმაც საქართვველოში დაამკვიდრა გაყალბების ტრადიცია, რომელიც 2012 წელს ჩვენ დავასრულეთ. ეს ტრადიცია თავის დროზე ასევე გააგრძელა მიხეილ სააკაშვილმა. გარდა სხვა დანაშაულებისა, რომლებიც ამ ადამიანებს მიუძღვით, არჩევნების გაყალბება იყო მთავარი ხელწერა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა როდესაც ისინი ცდილობენ სიტუაციის არევას და საუბრობენ გაყალბებაზე, ეს ერთგვარი პარადოქსია.

„ამისთვის ისინი ბუნებრივია სათანადო პასუხს მიიღებენ. მათ არც ერთ ჯერზე არ გასვლიათ არეულობის მოწყობის მცდელობა და ამ შემთხვევაშიც არ გაუვათ. ქართულ საზოგადოებას უნდა გაგრძელდეს განვითარების ის მშვიდობიანი პროცესი, რომელიც საქართველომ მიიღო 2012 წლის შემდეგ, როგორც საგარეო, ისე საშინაო თვალსაზრისით. ბუნებრივია, არავის და მით უმეტეს, ამ კრიმინალური ძალის ასარევი ეს ქვეყანა არ არის. მათ პირველ რიგში საზოგადოებისგან გაეცემათ სათანადო პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:53

COVID19

ლევან რატიანი: ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ნევროლოგიური და იმუნური სტატუსი, ამიტომ პანიკა ცუდის ნიშანია

ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი, ნევროლოგიური სტატუსი და იმუნური სტატუსი, ამიტომ პანიკა ცუდის ნიშანია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „პანიკა ძალიან ცუდის ნიშანია. ცუდია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ადამიანის ორგანიზმში არის შფოთვა. ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი, ნევროლოგიური სტატუსი და იმუნური სტატუსი. როდესაც ადამიანი არის განცდაში, რომ დასანებოვნდება, აუცილებლად ცუდად გახდება, აუცილებლად გაურთულდება დაავადება. ეს არა მარტო კოვიდს ახასიათებს, ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში, თუ ადამიანი არ არის ბრძოლისუნარიანი და არ აქვს განზრახული, რომ ის ამ დაავადებას ამარცხებს, დაავადებასთან ერთად დამარცხდება. “, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:45

COVID19

ლევან რატიანი: დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის სამედიცინო პერსონალი, ყველა გმირია

დღეს დაბალი, საშუალო და მაღალი რანგის სამედიცინო პერსონალი ყველა გმირია. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ იბრძვიან ისინი თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენც შეიძლება დავსნებოვნდეთ და სამწუხაროთ დავასრულოთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილი- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:45

COVID19

ლევან რატიანი: გეომეტრიული პროგრესიით თუ გაგვეზარდა დაავადება, მედპერსონალი ვერ ეყოფა ამდენ ინფიცირებულს

როდესაც ინფექცია ვრცელდება, მას სჭირდება მოვლა. მოვლას აქვს თავისი რესურსი, განსაკუთრებით სამედიცინო მედპერსონალის მხრივ. უსასრულო, გეომეტრიული პროგრესიით თუ გაგვეზარდა დაავადება მედპერსონალი არ ვართ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით, რომ ამდენ ინფიცირებულსა და დაავადებულს მოვუაროთ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ცნობილი ფაქტია, რომ 20% ადამიანებისა, რომლებიც ინფიცირდებიან ახალი კორონავირუსით, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 3 ათასის 20% არ არის ძალიან ცოტა. თანაც ეს არ არის დაავადება, რომლის ლიკვიდაციის პროცესიც 1 დღეშია შესაძლებელი, მას გარკვეული პერიოდი სჭირდება. განსაკუთრებით თუ პაციენტი ხვდება ინტენსიურ თერაპიაში. თვეობით წვანან, რადგან ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან, ემატებათ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები, როდესაც მულტიორგანულ უკმარისობასთან

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 00:40

COVID19

ლევან რატიანი: ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი

მე არ ვარ მომხრე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს სჭირდება საველე ჰოსპიტალები, რადგან საბედნიეროდ გვაქვს ჰოსპოტალური სექტორი, რომელიც ამ ეტაპამდე მეტნაკლებად ართევს თავს. ლოზუნგი, რომ დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება, უნდა იყოს პრიორიტეტილი, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

26 ნოემბერი 2020, 00:39

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები

„როდესაც ვსაუბრობთ ვირუსის მართვაზე, რა თქმა უნდა, მთავრობას წამყვანი როლი აქვს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას, მაგრამ ამ პოლიტიკის ფარგლებში ცხადია, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნეს სუბიექტს აქვს თავისი წვლილი. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად, რამდენად თანმიმდევრულად დავიცავთ ყველა რეგულაციას, ყველა წესს, რომელიც გვეხმარება ვირუსის მართვაში და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატებაც. ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, პირბადეების მოხმარება საზოგადოებაში თუ გაიზრდება მნიშვნელოვნად 95%-მდე ეს 70%-მდე ანელებს ვირუსის გავრცელებას. ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესებაა საჭირო ამ დროს. ეს არის ძალიან კომპლექსური საგანი, კომპლექსური თემა. ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები

მაია ცქიტიშვილი

26 ნოემბერი 2020, 00:30

COVID19

მაია ცქიტიშვილი: რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც ხდება წესების დაცვის უგულებელყოფა, მით უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება

ნებისმიერი ტიპის მრავალრიცხოვანი შეკრება, განსაკუთრებით ისეთი შეკრება, სადაც არ ხდება წესების დაცვა, პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ ისაუბრა. მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის მრავალრიცხოვანი შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. „ჩვენ ვხედავთ დღეს ვირუსის გავრცელების მაღალ ტემპს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმ მაღალ მობილობასთან, რომელიც ჩვენ ყვე;ას გვქონდა არჩევნების წინა პერიოდშიც და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. რაც უფრო მეტი თავყრილობაა, სადაც არ ხდება წესების დაცვა, სადაც უგულებელყოფილია წესები, მიტ მეტი იქნება ვირუსის გავრცელება. ეს ეხება პოლიტიკურ აქციებს, ნებისმიერი სახის სხვა თავყრილობებს. აქციების ეს არის სფერო, სადაც წესების დაცვა ხდება ყველაზე ცუდად“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

26 ნოემბერი 2020, 00:24

მსოფლიო

პენსილვანიის შტატის სასამართლომ შტატში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება დროებით შეაჩერა

პენსილვანიის შტატის სასამართლომ შტატის ტერიტორიაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმება დროებით შეაჩერა.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:49

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტალების მოწყობა არ იგეგემება

„ჩვენ გვაქვს დამატებითი საწოლფონდის მობილიზების რესურსი, თუმცა ეს რესურსი შეუზღუდავი არ არის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საველე ჰოსპიტალების მოწყობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის სივრცე, სადაც დალაგებულია საწოლები. ეს პირველ რიგში არის ამ სივრცის მომსახურე ექიმები და სწორედ ექიმების რესურსი არის ყველაზე ძვირფასი და შეზღუდული რესურსი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

25 ნოემბერი 2020, 23:48

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:47

COVID19

მაია ცქიტიშვილი: მთავრობა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება ვირუსს, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული რამდენად დავიცავთ რეკომენდაციებს

„როდესაც ვსაუბრობთ ვირუსის მართვაზე, რა თქმა უნდა, მთავრობას წამყვანი როლი აქვს, მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკას, მაგრამ ამ პოლიტიკის ფარგლებში ცხადია, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ბიზნეს სუბიექტს აქვს თავისი წვლილი. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად, რამდენად თანმიმდევრულად დავიცავთ ყველა რეგულაციას, ყველა წესს, რომელიც გვეხმარება ვირუსის მართვაში და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატებაც. ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, პირბადეების მოხმარება საზოგადოებაში თუ გაიზრდება მნიშვნელოვნად 95%-მდე ეს 70%-მდე ანელებს ვირუსის გავრცელებას. ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესებაა საჭირო ამ დროს. ეს არის ძალიან კომპლექსური საგანი, კომპლექსური თემა. ნებისმიერი შეზღუდვა, რეგულაცია არ შეიძლება განხილული იყოს ცალკე - უნდა მივიღოთ კომპლექსური ზომები

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ასეთი მზარდი დინამიკა

ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არის, არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ასეთი მზარდი დინამიკა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ დაგვჭირდება ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც დაგვეხმარება ვირუსის გავრცელების შენელებაში.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:37

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მთავრობა მუშაობს სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი

ჩვენ ვისმენთ ბიზნესიდან, თუ რა სჭირდებათ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ პირველ რიგში სამუშაო ადგილები და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ბიზნესები დიდი რაოდენობით ადამიანების დამსაქმებლები არიან. ამიტომ ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმ სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:32

COVID19

მაია ცქიტიშვილი: თუ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად ​გაიზრდება პირბადეების მოხმარება, ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესება მოგვიწევს

ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ვირუსის მართვასთან ყოველთვის ეყრდნობა იმ სტატისტიკური მონაცემების ზუსტ ანალიზს, რომელიც ამა თუ იმ დროის მონაკვეთში არსებობს. ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდება დამატებითი ღონისძიებების მიღება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თითოეული ჩვენგანი როგორ დაიცავს რეკომენდაციებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:18

COVID19

მაია ცქიტიშვილი: სისტემური ლოკდაუნი ან სრული ჩაკეტვა გამორიცხულია

არაერთხელ ვთქვით, სისტემური ლოკდაუნი ან სრული ჩაკეტვა გამორიცხულია. ეს არის სტრატეგია, რომელსაც ჩვენ მივდევთ, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, რომ ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 23:02

COVID19

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით, 70 წლის კაცი მკურნალობის კურსს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადიოდა, თუმცა მედიკოსების შეფასებით, თანმხლები დაავადებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი დედოფლისწყაროდან იყო და ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ბოლო მონაცემებით, ეს რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლების 24-ე შემთხვევაა.

25 ნოემბერი 2020, 22:57

რეგიონი

დაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო, თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი საკაცის საშუალებით ფეხით მოყავდათ, თუმცა მონადირე გზაში გარდაიცვალა. მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ქონდა მიყენებული.

25 ნოემბერი 2020, 22:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 16 282 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 282 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 384 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

25 ნოემბერი 2020, 22:51

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 369 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:45

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 18 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 696 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს

საქართველოში ეპიდვითარება არის საკმაოდ რთული, იმაზე რთული ვიდრე ეს არის ციფრებში ასახული, რადგან დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებაა მისაღები სასწრაფოდ, რომ გავწყვიტოთ ინფიცირების მზარდი ჯაჭვი, ტალღა და ეს დინამიკა რამენაირად წავიყვანოთ პოზიტივისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.