imedi /  07 ნოემბერი 2020, 15:56 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი: ფაქტობრივად, სალომე სამადაშვილმა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

ფაქტობრივად, სალომე სამადაშვილმა უკრაინულ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება სანიკიძე-ალასანიას ჩანაწერს, იქ ახალი პრაქტიკულად არაფერი არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ახალი აქტორი შეემატათ გუბაზ სანიკიძის სახით. ჩვენ დიდიხანია ვსაუბრობთ ამ რევოლუციურ სცენარებზე და აქ ახალი არაფერია. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს და სალომე სამადაშვილს, ​იქ ავთენტურობაზე დიდი კითხვის ნიშნები, მგონი, არ გაჩენილა და, ფაქტობრივად, მანვე დაადასტურა ავთენტურობა. აქ სიახლე შემდეგია - გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ნაწილი საკმაოდ ფხიზლად და ობიექტურად აფასებს საკუთარ მდგომარეობას, „ქართული ოცნების“ მიმართ დასავლეთისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ისინი თვითონვე ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დასავლეთისთვის დესტაბილიზაციის წყაროა, „ქართული ოცნება“ კი ქვეყნის განვითარებისთვის სტაბილურობის გარანტია. გაგიკვირდებათ, და შეფასებებში სალომე სამადაშვილს ვეთანხმებით. რაც შეეხება მის ბოლო განცხადებას, როგორც ვიცით, ეს ჩანაწერები უკრაინულმა მედიაში გავრცელდა. ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, საიდან გავრცელდა, ვინ უსმენდა და თუ უკანონოდ უსმენდნენ - მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

“, - განაცხადა დავითულიანმა.

უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com-ი აქვეყნებს ორ აუდიოჩანაწერს, საიდანაც ერთზე, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარია, ხოლო მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისა და უცნობი პირის საუბარი. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საუბრები ეხება ხელისუფლების ძალადობრივი გზის შეცვლასა და საქართველოში არეულობის ორგანიზების გეგმას.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

28 იანვარი 2021, 19:11

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე NDI-ის დირექტორს საქართველოში, ალან გილემს შეხვდა

არჩილ თალაკვაძემ NDI-ს ოფისის დირექტორთან განიხილა ძირითადი მიმართულებები, რომელზეც მეათე მოწვევის პარლამენტი დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ემზადება - მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, თემატური კვლევების მხარდაჭერა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივებს დაეხმარება, საპარლამენტო პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების მხარდაჭერა.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 19:10

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ამაზე ნურც იოცნებებენ

ამ თემაზე უკვე წლებია საუბრობენ, რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ სისულელეა - ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება. ჩვენ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ ყოველთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

28 იანვარი 2021, 19:08

COVID19

მსოფლიო პატრიარქმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მსოფლიო პატრიარქმა ვაქცინაცია სტამბოლის საავადმყოფოში გაიარა.

ალეკო ელისაშვილი

28 იანვარი 2021, 18:51

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გიგა ბოკერიას მოწყობილი რევოლუცია არ გაიშვას

„ღმერთმა დაიფაროს საქართველო, კიდევ ერთი რევოლუციისგან. ამ ქვეყანას სჭირდება ეტაპობრივი, საფეხურებრივი, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება, ევოლუციური და არა რევოლუციური. ეს რევოლუციები და გადატრიალებები, კიდევ ვიღაც ძვლებში დამამტვრეველი ჯალათების ხელისუფლებაში დაბრუნდება, გლდანის ციხის იმ ფუნქციით აღდგენა, როგორითაც იყო 2012 წლამდე, ამისგან ღმერთმა დაიფაროს საქართველო. ჩვენ ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. ვინც იბრალებს, რომ რევოლუციას მოაწყობს, იმ ხალხის რევოლუცია არ გაიშვას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

28 იანვარი 2021, 18:45

COVID19

ისრაელში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 92%-იანი ეფექტურობა გამოავლინა

ისრაელში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 92%-იანი ეფექტურობა გამოავლინა.

ჯარჯი წიკლაური

28 იანვარი 2021, 18:34

სამართალი

ჯარჯი წიკლაური: მთავარი კარტოგრაფიული დოკუმენტი არის 200 ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს, რომ დავით გარეჯი არის ჩვენი

ჩვენ საქმეში გვაქვს 100-მდე სხვადასხვა მასშტაბისა და წლის რუკა ამოღებული, მთავარი კარტოგრაფიული დოკუმენტი არის 200 ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს, რომ დავით გარეჯი არის ჩვენი, ყველა ისტორიული ძეგლი ამ კომპლექსის არის ჩვენი და ამ რუკაზე ეს ჩანს ყველაზე მკაფიოდ, - ამის შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით„დღის ქრონიკაში“ ისაუბრა

ედუარდ მარიკაშვილი

28 იანვარი 2021, 18:28

სამართალი

ივერი მელაშვილის ადვოკატი გირაოს ოდენობის გასაჩივრებას გეგმავს

მე ვფიქრობ, რომ გირაოს ოდენობას გავასაჩივრებთ, ვინაიდან ის საკმაოდ დიდია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

ჯარჯი წიკლაური

28 იანვარი 2021, 18:17

სამართალი

ჯარჯი წიკლაური: ივერი მელაშვილმაც და ნატალია ილიჩოვამაც გაცნობიერებულად და განზრახ ჩაიდინეს ეს დანაშაული

ჩვენი მთავარი კონცენტრაცია დღეს არის იმ პირთა ირგვლივ გამოძიების წარმოება, რომლებიც იყვნენ ასე ვთქვათ, ივერი მელაშვილის ზემდგომები, ვისი მხრიდანაც შეიძლება მოდიოდეს ეს დავალება და ვინც ეს უკანონო დანაშაულებრივი მისცა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, - შესახებ პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით„დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ჯარჯი წიკლაური

28 იანვარი 2021, 18:15

სამართალი

ჯარჯი წიკლაური: 200-ათასიანი მასშტაბის რუკის ელექტრონული ვერსიები ნატალია ილიჩოვას კომპიუტერშიც ვუპოვეთ

200-ათასიანი მასშტაბის რუკის ელექტრონული ვერსიები ჩვენ ნატალია ილიჩოვას კომპიუტერშიც ვუპოვეთ. ასევე, მის კომპიუტერში ვიპოვეთ კარტოგრაფიული დოკუმენტი, რუკა ელექტრონული სახით, სადაც მონიშნული იყო ის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა და ტერიტორიები დავკარგეთ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ რუკაზე წითელი ხაზებითაა მონიშნული მონაკვეთები და იგი მეტყველებს, რომ ტერიტორია საქართველოს საზიანოდ გასხვისდა.

ალექსეი ნავალნი

28 იანვარი 2021, 18:11

მსოფლიო

მოსკოვის საოლქო სასამარლთომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ხიმკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კახა ბექაური

28 იანვარი 2021, 18:11

საზოგადოება

კახა ბექაური: ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა

„დღეს კომისიამ დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში უხამსობა განათავსა, ეს საკითხი რიგ მედიასაშუალებებში ისე გაშუქდა, თითქოს კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურას იწყებს, ვინც ამას აკეთებს და საუბრობს, ყველამ კარგად იცის, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მედიის ცენზურა, არამედ პირიქით, გამოხატვის თავისუფლების და მაყურებლის ინტერესების დაცვაა. ყველამ იცის ისიც, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო.

ივერი მელაშვილი

28 იანვარი 2021, 18:08

სამართალი

ივერი მელაშვილი: იმედი მაქვს, გავიმარჯვებ, შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის - მე ვგრძნობ შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. „როგორც იქნა მოხდა ის, რომ გამათავისუფლეს. ეს როგორც საზოგადოების დამსახურებაა პირველ რიგში, ჩემი ადვოკტატების დამსახურებაცაა. ახლა დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. არავითარი საფუძველი არ არსებობდა დაკავების, მაგრამ დამაპატიმრეს. კარგია, რომ გამათავისუფლეს. გირაოს საერთოდ არ ვეთანხმებოდი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. არსებითად არ ვეთანხებოდი გირაოს. ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი. იმიტომ, რომ ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება, ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში“, - განაცხადა მელაშვილმა.

გიორგი მათიაშვილი

28 იანვარი 2021, 18:07

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა სტიუარტ პიჩმა გახსნა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა, არსებული უსაფრთხოების გარემო და მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს.

ჯარჯი წიკლაური

28 იანვარი 2021, 18:07

სამართალი

პროკურორი გარეჯის საქმეზე: აღკვეთის შეცვლა ბრალდებულისთვის ბრალეულობის არც შეცვლას ნიშნავს და არც მის გამართლებას

გამოძიების პროცესში იკითხებოდნენ მოწმეები, ჩვენ გვაქვს უტყუარი ფაქტები, მათ შორის მელაშვილი როგორ ხვდებოდა ჩვენთან დასაბარებელ პირებს და ხდებოდა ჩვენებების შეთანხმება, რა უნდა ესაუბრათ, რა უნდა ეთქვათ ან არ უნდა ეთქვათ გამოძების წინაშე. უფრო მეტიც, საზოგადოებამ ნახა ფარული ჩანაწერები, სადაც მელაშვილი პირდაპირ ადასტურებს, რომ დავით გარეჯზე მიმდებარედ საზღვარი შეათანხმა ჩვენი ინტერესების საზიანოდ და თანამოსაუბრესთან აღნიშნავს, რომ ეს არ არის გარეშე პირებთან სასაუბრო თემა და მათ შორის უნდა დარჩეს მხოლოდ. ანუ ეს არის დასტური, რომ ფაქტობრივად ყველა მის ხელთ არსებული მეთოდით, მელაშვილი გამოძიებას ხელს უშლიდა“, - აცხადებს საქმის პროკურორი.

28 იანვარი 2021, 18:03

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინელ კოლეგებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული კავშირების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

28 იანვარი 2021, 17:58

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 209 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 209 ადამიანს გამოუვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 229,793 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,113 ადამიანი. ვირუსისგან 224,154 პაციენტი განიკურნა.

მუჰამედ ჯავად ზარიფი სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2021, 17:51

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

თამთა მეგრელიშვილი

28 იანვარი 2021, 17:47

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი დავით გარეჯზე: დარწმუნებული ვარ გამოიკვეთებიან საქმის მთავარი ფიგურანტები, ვინც ჯერ დუმს, ან შესაძლოა ის, ვინც ბევრს ყვირის

პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს საქმეზე მუშაობას დარწმუნებული ვარ გამოიკვეთება საქმის მთავარი ფიგურანტები, ვინც ჯერ დუმს ან შესაძლოა ვინც ბევრ ყვირის, - იურისტი თამთა მეგრელიშვილი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას. როგორც იურისტი სოციალურ ქსელში წერს, დავით გარეჯის საქმის გარშემო ილიჩოვასა და მელაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიებას პრაქტიკულად ყველა მტკიცებულება ხელთ აქვს.

28 იანვარი 2021, 17:37

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი სარაჯიშვილი და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, აიმანიში ტაკაო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ აკირა იმამურას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

მიხეილ ჩხენკელი

28 იანვარი 2021, 17:36

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.