http://imedi.ge/ /  09 ნოემბერი 2020, 22:12 / სანდო წყარო

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში

ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტი Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესებს. მოვუწოდებთ, ყველას იმოქმედონ მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში. ახლა დროა, რომ განსხვავებების მიუხედავათ საქართველო ერთიანი იყოს. გაერთიანებული სამეფო მზად არის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

კახეთი

28 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით კი სულ 3,582 ინფიცირებულია. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტა-33, გურჯაანი-36, დედოფლისწყარო -16, თელავი -44, ლაგოდეხი- 58, საგარეჯო-12, სიღნაღი -9 და ყვარელი-28.

სანდრო მამუკელაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:37

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილმა აშშ-ში ახალი სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

მან 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მამუკელაშვილისთვის ეს სტუდენტურ ლიგაში რიგით მერვე ორმაგი დუბლია. მომდევნო შეხვედრას "სეტონ ჰოლი" 2 დეკემბერს, "როდ აილენდთან" გამართავს.

ფრანჩესკო ტოტი

28 ნოემბერი 2020, 22:29

სპორტი

ფრანჩესკო ტოტი: მგონია, რომ იბრაჰიმოვიჩი 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს

„მგონია, რომ 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს“, - ასე ახასიათებს ფრანჩესკო ტოტი ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას საფრთხე არ ემუქრება

„პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სასურსათო ჯაჭვში არ ყოფილა წყვეტა და არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ ყოფილა. ჩვენ არ გვინახავს ცარიელი დახლები“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:55

საზოგადოება

აკაკი ზოიძე: თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ შევანელეთ, ამას კარგად მომზადებულ სისტემაც ვერ გაუძლებს

„თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ დავაგდეთ, გერმანიიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ ექიმები, მხოლოდ რამდენიმე დღეს მოვიგებთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

კახი კავსაძე

28 ნოემბერი 2020, 21:31

COVID19

კახი კავსაძე კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე ჰოსპიტალიზებულია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:27

COVID19

აკაკი ზოიძე: ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია

„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დასამარცხებლად“, - ის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „მსოფლიოში, რამდენიმე მილიარდი ადამიანი იმედით შეჰყურებს ამ ვაქცინას, ასე რომ, არ მგონია, რომ გვქონდეს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ეს ჩვენზე სხვანაირად იმოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, სხვა შემთვევაში, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწევს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:06

საზოგადოება

აკაკი ზოიძე: დღეს ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას

აკაკი ზოიძე მთავრობის მიერ ახალი შეზღუდვების დაწესებას ერთადერთ სწორ გამოსავლად მიიჩნევს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, რამდენად შევძლებთ ამ რეგულაციების აღსრულებას, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ორ კვირაში უნდა გვქონდეს კლება.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 21:00

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა განმარტა, რა სქემით შენარჩუნდება პურის ფასი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განმარტა თუ როგორ მოხდება პურის ფასის სუბსიდირება. დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ბიზნესის წარმომადგენლებს პურზე ფასის სუბსიდირების რამდენიმე სქემა შესთავაზა.

28 ნოემბერი 2020, 20:34

სპორტი

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა

„ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „პარალიმნს“ 4:2 მოუგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი თავი მე-13, 53-ე, და 73-ე წუთებზე გამოიჩინა. სამიდან ორ შემთხვევაში ქვილითაიამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. მის გარდა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 20:27

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა

„რომ არა სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 19:30

სამართალი

სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

28 ნოემბერი 2020, 19:00

სპორტი

საფეხბურთო კლუბ „უიპეშტის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა

უნგრეთის საფეხბურთო კლუბის „უიპეშტის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 6 გოლია, საიდანაც 2 ჩემპიონატში, 4 კი ქვეყნის თასის გათამაშებაში გაიტანა.

28 ნოემბერი 2020, 18:30

სპორტი

იტალიასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის კალათბურთის მატჩი გადაიდო

იტალიასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის კალათბურთის მატჩი გადაიდო. შეხვედრა დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გუშინ გაკეთებული ტესტების შედეგად, კორონავირუსი სამ მაკედონიელ სპორტსმენს დაუდასტურდა.

გიგი წერეთელი

28 ნოემბერი 2020, 18:13

საზოგადოება

გიგი წერეთელი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაში ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის ელჩები, აღმასრულებელი სტრუქტურების და ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვასილ ბასილაძე

28 ნოემბერი 2020, 18:11

ეკონომიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო: პირველი ნოემბრიდან, უფრო მეტი საშუალება აქვს მეწარმეს, რომ ნედლი რძის შემცველობა პროდუქტის ეტიკეტზე უფრო თვალსაჩინო გახადოს

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ მარეგულირებელი ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტის ცვლილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მომხმარებლისთვის, რათა მან ზუსტად იცოდეს რა სახის ნედლეულისგან არის დამზადებული ესა თუ ის რძის პროდუქტი, მეორეს მხრივ მეწარმეებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ ადგილობრივი ნედლეულის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

მიხეილ სარჯველაძე

28 ნოემბერი 2020, 17:57

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: არავის აქვს უფლება პროტესტის რაიმე ფორმა უკარნახოს ქართველ ხალხს

პოზიცია, რომელიც იქნა გადმოცემული, როგორც ამ მოლაპარაკების პროცესში დაფიქსირებული, ვფიქრობთ რომ ყველაზე რელევანტურია, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

დიტო ბანკანაშვილი

28 ნოემბერი 2020, 17:55

ეკონომიკა

„თეთრი ფერმის“ მენეჯერი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ნედლი რძის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს

გასული წლის დასასრულს, 36 მილიონი ევროს ჰოლანდიური ინვესტიციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, „თეთრი ფერმა“ ამოქმედდა, რომელიც მერძეულ სექტორში არსებულ გამოწვევებს დაუპირისპირდება. ქართულ მერძეულ სექტორში მთავარ პრობლემას ნედლი რძის დეფიციტი წარმოადგენს, ფერმაც ამ მოტივაციით შეიქმნა. დღეს ჰოლანდიური წარმოშობის 440 სული ძროხის დღიური წარმადობა 10-12 ტონაა.

28 ნოემბერი 2020, 17:52

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,212 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,212 ადამიანს გამოუვლინდა, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 114,025 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,323 ადამიანი. ვირუსისგან 71,691 პაციენტი განიკურნა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

28 ნოემბერი 2020, 17:47

ეკონომიკა

ყველის მწარმოებელთა ასოციაცია: მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც მეწარმემ ეტიკეტზე უნდა გამოიტანოს და მომხმარებელმა ამოიკითხოს, არის თუ არა ადგილობრივ ანუ ნედლ რძეზე წარმოებული პროდუქცია

ნოემბრიდან რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის ახალი წესები ამოქმედდა. სარეალიზაციოდ გამოტანილ ნედლი რძის ნაწარმს ეტიკეტზე მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მითითებული, რომ იგი ნედლი რძისგან არის დამზადებული. გამომდინარე იქიდან, რომ რძის ნაწარმი ისეთ პროდუქციას მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, მისი შემცველობის დადგენა მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მომხმარებელებმა უნდა იცოდნენ თუ რაში იხდიან ფულს და რამდენად ნატურალურია მათ მიერ შეძენილი რძისა და ყველის პროდუქცია. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, სახელმწიფოს ასეთი მიდგომა მყისიერად აჩენს იმედს ფერმერებში, რომ მათ რძეზე გაჩნდება მოთხოვნა, რაც მეწარმეებს მეტ სტიმულს მისცემს.