IMEDI /  10 ნოემბერი 2020, 15:25 / სანდო წყარო

Middle East Institute: საქართველოს 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის შუქურის პოზიციას

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დასრულდა ქართველის ოცნების მმართველი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვებით. კვლევითი ცენტრის Economist Intelligence Unit პროგნოზის თანახმად, მმართველი პარტია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა, რის მთავარ მიზეზად სახელდებოდა COVID-19-ის მართვა უმაღლეს დონეზე. „ქართული ოცნების“ ლიდერთა გუნდმა მართლაც აქვთ უფლება იამაყონ პანდემიის დროს ქვეყნის მართვისთვის, თუმცა ეს არ გახლავთ მათი ხელახლა არჩევის ერთადერთი მიზეზი. მათი გამარჯვება ასევე განპირობებული იყო მთავარი ოპოზიციური ძალის მიერ, რომელმაც აირჩია ნაკლოვანი წინასაარჩევნო სტრატეგია, რომელიც დაასუსტა ყველაზე ძლიერმა და საკამათო ფიგურამ, მიხეილ სააკაშვილმა, - გამოცემა „Middle East Institute“ სტატიას სახელწოდებით „საქართველოს 2020 წლის არჩევნები - დემოკრატიზაციის და დასავლური კურსის ძლიერი მანდატი“ აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი, იულია საბინა ჟოჟა აღნიშნავს, ქართული ოცნების 8 წლის ლიდერობით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც დემოკრატიზაციის, ისე დასავლური ინტეგრაციის მხრივ.

მისი თქმით, ქართულმა ოპოზიციამ განიცადა დანაწევრება და პოლარიზაცია, რის მიზეზიც ხშირ შემთხვევაში მეტად ორაზროვანი სააკაშვილია, რომელსაც დასავლეთში იცნობენ 2008 საქართველო-რუსეთის ომით და უკიდურესი საჯარო გამოხდომებით - მაგალითად, კიევში ერთ-ერთი სახლის სახურავიდან გადახტომის მცდელობით.

გამოცემა წერს, რომ 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, გახდა უკრაინის მოქალაქე (რომელიც შემდეგ ჩამოართვეს და ისევ აღუდგინეს), შემდეგ იგი საქართველოში დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის, დღეს კი სააკაშვილი, უკრაინაში ნებით გადასახლებიდან, დე-ფაქტოდ იყრის კენჭს საქართველოს არჩევნებში.

„ოპოზიციის წინაასარჩევნო სტრატეგია ეყრდნობოდა 2 საკითხს - ქართულ ოცნება და მისი ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რომელსაც ადანაშაულებენ ქვეყნის დემოკრატიული სვლის შეფერხებასა და რუსეთთან კავშირებში. თუმცა ქართული ოცნების 8 წლის ლიდერობით საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს როგორც დემოკრატიზაციის, ისე დასავლური ინტეგრაციის მხრივ. რეალურად კი საქართველოს სუსტი წერტილი ეკონომიკაა. ამასობაში ქართულ საზოგადოებაში, სააკაშვილის გამოჩენა ნეგატიურ რეაქციას იწვევს. მოქალაქეების ოპოზიციის წინააღმდეგ მობილიზაციის ფონზე, საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 10%-ით გაიზარდა იმ დროს როცა, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა დემოკრატიისგან გადახვევის თემასა და საგარეო პოლიტიკას, რეალურად საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ამ მხრივ წარმატებას მიაღწია, ხოლო ქართული ოცნება მტკიცედ დარჩა დემოკრატიზაციის და რეფორმების გზაზე. დასავლური დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით, საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში უზარმაზარ წინსვლას მიაღწია. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: საბერძნეთს, სლოვაკეთს და იტალიას. ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში ( 26-ე ადგილი 2010 წელს) და უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას. პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო მე-60 ადგილზეა მსოფლიოში სადაც უსწრებს, პოლონეთს და აქვს მნიშვნელოვანი ზრდა მე-100 ადგილიდან ბოლო 10 წელიწადში. შარშან მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში საქართველო დასახელდა მსოფლიოს 7 მოწინავე ქვეყანას შორის (1-ლი ადგილი რეგიონში)“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ მმართველი პარტიის მზადყოფნამ, წასულიყო კომპრომისზე პროპორციულ წარმომადგენლობაზე გადასასვლელად, შეეცვალა საარჩევნო სისტემა, შედეგად მოიტანა ცვლილებები, რომლებიც აისახა საქართველოს კონსტიტუციაში და ძალაში უნდა შესულიყო 2024 წელს, მაგრამ ოპოზიციამ უარი განაცხადა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე და წამოიწყო საპროტესტო აქციები, რათა პარლამენტს საარჩევნო პროცესი 2020 წლის არჩევნებისთვის შეეცვალა.

„მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დასავლეთის მოწონებული და შუამდგომლობით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა ნაწილობრივ პროპორციული სისტემის მიღებით 2020 წლისთვის. ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ასევე დადგინდა 40%-იანი ზღვარი კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად, ძირითადად იმ მიზეზით, რომ, ოპოზიციას არ ეგონა, ქართული ოცნება ამ ბარიერს გადალახავდა. თუმცა აღსანიშნავმა მუშაობამ COVID-ის საპასუხოდ განამტკიცა მმართველი პარტიის პოზიციები გამოკითხვებში და მისცა მას შესაძლებლობა, მესამედ დარჩენილიყო ქვეყნის სათავეში არჩევნების 1-ელ რაუნდში ხმათა 48%-ის მოპოვებით. მოლაპარაკებების შედეგად, ასევე დადგინდა 1%-იანი ბარიერი, რითაც რიგ ოპოზიციურ პარტიებს მიეცათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს შემდეგი არჩევნებისთვის აქვთ მნიშვნელოვნად მომძლავრების შანსი. საქართველოს ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას ანტიდასავლური სენტიმენტების წახალისებაში. რეალურად, ქართული ოცნება ინარჩუნებს სტაბილურ და მტკიცე პროდასავლურ პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერენ ამერიკა და ევროკავშირი. საქართველო არის ევროპასა და აზიაში აშშ-ის საგარეო და სამხედრო დახმარების წამყვანი ბენეფიციარი. 2014 წელს ქართულმა ოცნებამ დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წელს და მისცა ქვეყანას ერთიან ბაზარზე გასვლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. საქართველოს პარლამენტმა ასევე მიიღო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ევროატლანტიკური ინტერგაცია შესახებ. ცვლილებებმა კარგად ასახა, მოქალაქეთა მხრიდან ნატოს წევრობის (სტაბილურად 74-77%-ის ფარგლებში) და ევროკავშირში ინტეგრაციის (82%) მიმართ მზარდი მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ კვლავ უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, რითაც არსებითად ჩაშალა ორპარტიული კონსენსუსი, რომელიც საქართველოს სჭირდება დასავლური ინტეგრაციისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, საქართველოს 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის შუქურის, პოზიციას

„IRI-ს ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის მათი არჩევანის გადამწყვეტ ფაქტორს ეკონომიკა და უმუშევრობა წარმოადგენს. ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 5%-ით იზრდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 მიღწეული იქნება 5%-იანი ნიშნული - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში. თუმცა წელს, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოს ეკონომიკამ განიცადა 5%-იანი ვარდან. ხელისუფლებამ ჯერჯერობით მოახერხა ევროკავშირისა და საერთაშორისი ფინანსური ინსტიტუტებისგან დახმარების მოზიდვას COVID-19-ის კრიზისთან საბრძოლველად, თუმცა მომდევნო წლებში, იგი დადგება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე მოიზიდოს დასავლური ინვესტიცია, რათა შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდა და შეამციროს სიღარიბის დონე. ქართული ოცნების ხელისუფლებამ პანდემიას ზედმეტად კარგად გაუმკლავდა იმისთვის რომ დამაჯერებელი გამარჯვება არ მოეპოვებინა. საქართველოს 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის შუქურის, პოზიციას. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისგან მიმდინარე გადახვევის ფონზე, საქართველოს დამსახურებული დემოკრატიული პროგრესი ნათელი სხივია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რუსეთის, თურქეთის, სირიის, ირანის და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის რეგიონალურ კონტექსტში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მმართველი პარტია დადგენა 2 მთავარი გამოწვევის წინაშე: პირველი პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც ინსტიტუციურად გააძლიერებს ოპოზიციას და მეორე მისი თითქმის 10-წლიანი მმართველობის ყველაზე რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება“, - წერს გამოცემა.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.