imedi /  10 ნოემბერი 2020, 23:47 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: უბნებზე ოპოზიციას ჰყავდა 11 500 წარმომადგენელი და ამ ადამიანებმა ხელი მოაწერეს ოქმებს

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

გასაგებია, რომ რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო არჩევნები, „ნაცმოძრაობა“ ამ გზით აპირებდა წასვლას, ეს ჩანდა გაზაფხულზეც, როდესაც მათ არ მისცეს ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო კოდექსს, მაგრამ ეს ბარიერი ჩვენ იმისთვის დავწიეთ, რომ პატარა პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში და ორპოლუსიანობა არ ყოფილიყო ისევ. რას აპირებს ახლა ეს 7 პარტია? ისინი კოალიციაში შევლენ „ნაცმოძრაობასთან“ თუ ჰიპოტეტურ ვარიანტში ხელისუფლებაში მოვიდნენ? მათ ჯამში 19% დააგროვეს და ეს რიცხვი ერთი ერთში ემთხვევა როგორც პარალელურ დათვლას, ასევე ეგზითპოლებს. თვითონ თუ ჩამოყალიბდებიან და იტყვიან, რა უნდათ, შემდეგ უკვე დიალოგის გზების გამონახვა მარტივი იქნება. დღეს ისინი დაკომპლექსებულები არიან „ნაცმოძრაობის“ მიერ და ამ ბულინგს თავი უნდა დააღწიონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ჩვენი ოპონენტები თავად შევიდნენ ჩიხში ამ ულტიმატუმების წამოყენებით. ყველა უცხოელი დამკვირვებელი და დიპლომატიური უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. არჩევნებისას ფუნდამენტური უფლება ნიშნავს იმას, რომ არჩევნები იყო სამართლიანი. ჩემთვის გაუგებარია, რას აპროტესტებენ ეს ადამიანები. გასაგებია, რომ რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო არჩევნები, „ნაცმოძრაობა“ ამ გზით აპირებდა წასვლას, ეს ჩანდა გაზაფხულზეც, როდესაც მათ არ მისცეს ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო კოდექსს, მაგრამ ეს ბარიერი ჩვენ იმისთვის დავწიეთ, რომ პატარა პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში და ორპოლუსიანობა არ ყოფილიყო ისევ. რას აპირებს ახლა ეს 7 პარტია? ისინი კოალიციაში შევლენ „ნაცმოძრაობასთან“ თუ ჰიპოტეტურ ვარიანტში ხელისუფლებაში მოვიდნენ? მათ ჯამში 19% დააგროვეს და ეს რიცხვი ერთი ერთში ემთხვევა როგორც პარალელურ დათვლას, ასევე ეგზითპოლებს. თვითონ თუ ჩამოყალიბდებიან და იტყვიან, რა უნდათ, შემდეგ უკვე დიალოგის გზების გამონახვა მარტივი იქნება. დღეს ისინი დაკომპლექსებულები არიან „ნაცმოძრაობის“ მიერ და ამ ბულინგს თავი უნდა დააღწიონ. ამისკენ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებაც. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ოღონდ ის უნდა იყოს კონსტრუქციული და ფანტასტიკურ მოთხოვნებს არ უნდა ეფუძნებოდეს. ისტორიაში პირველად გადაითვალა ამდენი უბანი საქართველოში. გარდა ამისა, 3847 უბნიდან მხოლოდ 3 უბნის ოქმი აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც არ ჰქონდა ყველა პარტიის ხელმოწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ უბნებზე ოპოზიციას ჰყავდა 11 500 წარმომადგენელი და ამ ადამიანებმა ხელი მოაწერეს ოქმებს. თუ ეს ოქმები გაყალბებული იყო, მაშინ რას აკეთებდა უბნებზე ეს 11 500 ადამიანი? ხოლო თუ ისინი საკუთარ 11 500 თანამშრომელს არ ენდობიან, მაშინ რა პრეტენზია აქვთ ქვეყნის მართვაზე ან ოპოზიციაში ყოფნაზე? ჩამოაყალიბონ გარკვევით თავიანთი მოთხოვნები, თქვან, სად ხედავენ პრობლემებს, დავსხდეთ, გავიაროთ სათითაოდ ყველა მონაცემი და ვნახოთ, სად არის პრობლემა“, - აცხადებს სამხარაძე.

ყველა სიახლე

კამალა ჰარისი

20 იანვარი 2021, 20:43

მსოფლიო

ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო

აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ფიცი დადო. კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 იანვარი 2021, 20:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპელი დეპუტატების მოვისმინე, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ამ არჩევნების შედეგებს ყველამ პატივი უნდა სცეს

ჩვენ ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე. ჩვენი კოლეგები ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან ბევრს აქვს პირადი კომუნიკაცია ქართველ პოლიტიკოსებთან. ისინი ძალიან კარგად არიან ინფორმირებული, თუ რა ხდება საქართველოში, - ამის შესახებ ევროპარლამენტში ვიზიტით მყოფმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

20 იანვარი 2021, 20:37

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ძალიან დამაიმედებელია, რომ მომავალ სახელმწიფო მდივანს აქვს უაღრესად პოზიტიური ხედვა ღია კარის პოლიტიკის ჭრილში საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით

ძალიან დამაიმედებელია, რომ მომავალ სახელმწიფო მდივანს აქვს უაღრესად პოზიტიური ხედვა ღია კარის პოლიტიკის ჭრილში საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მოუთმენლად ელის პირველ შეხვედრას ამერიკის ახალ სახელმწიფო მდივანთან.

20 იანვარი 2021, 20:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის წევრები ძალიან დადებითად აფასებენ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ეს არის ჩემი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის პირველი ვიზიტი ევროპარლამენტში და მოხარული ვარ, რომ მქონდა ბევრ კოლეგასთან შეხვედრის შესაძლებლობა. გზავნილები არის საკმაოდ პოზიტიური. ევროპარლამენტის წევრები ძალიან დადებითად აფასებენ, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ხედვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

20 იანვარი 2021, 20:33

რეგიონი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობა შეაფერხა, ამ დროისთვის კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობა შეაფერხა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2 ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძელებლი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.

ჯეიმს აპატურაი

20 იანვარი 2021, 20:25

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამას გადაწყვეტს ნატო და საქართველო და ამ გადაწყვეტილებაში მესამე მხარე ვერ ჩაერევა

საქართველოს მომავალ წევრობაზე ნატოს პოზიცია ნათელია. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა თქვეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები ამ პირობის ერთგულები რჩებიან, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

20 იანვარი 2021, 20:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს, ისტორიის გარკვეულ პერიოდში, სადისტური მმართველობა ჰყავდა

გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ამასთანავე ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიოდში სადისტური მმართველობა ჰყავდა,, - კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის დამნაშავედ ცნობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკიმ გამოეხმაურა. „ეს კონკრეტული საკითხი დასასარულს დიდი ხანი ელოდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც კობა დავითაშვილი შემთხვევით გადარჩა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ პრაქტიკულად მოკლული იყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

20 იანვარი 2021, 20:14

მსოფლიო

მადრიდში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი, დაშავებულების რაოდენობა კი ზუსტდება. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

20 იანვარი 2021, 20:12

მსოფლიო

ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო. LIVE

ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია დაიწყო.

20 იანვარი 2021, 20:11

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან პირველი ონლაინ შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ პირველი ონლაინ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 იანვარი 2021, 20:01

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.

20 იანვარი 2021, 19:44

პოლიტიკა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მეჩაიეობის დარგის განვითარების გეგმაზე.

20 იანვარი 2021, 19:43

მსოფლიო

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში მივიდნენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში მივიდნენ, სადაც ინაუგურაციის ცერემონია შედგება.

20 იანვარი 2021, 19:40

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

20 იანვარი 2021, 19:23

სამართალი

კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 19:20

მსოფლიო

ბარაკ ობამა ჯო ბაიდენს: შენი დრო დადგა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ეხმიანება.

ნათია თურნავა ზურაბ პოლოლიკაშვილი

20 იანვარი 2021, 19:19

საზოგადოება

ნათია თურნავა ზურაბ პოლოლიკაშვილს: მინდა ვუსურვო წარმატება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური ტურიზმის აღდგენაში პოსტპანდემიურ პერიოდში

მინდა მივულოცო ზურაბ პოლოლიკაშვილს მეორედ არჩევა ძალიან საპატიო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიცაა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ვუსურვო მას წარმატება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური ტურიზმის აღდგენაში პოსტპანდემიურ პერიოდში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა და ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა

20 იანვარი 2021, 19:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: 2021 წელს, რეკომენდაციების შესრულების ხარჯზე, ქალების სოფლის მეურნეობაში ჩართულობის კუთხით ძალიან კარგი მაჩვენებელი გვექნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემატური მოკვლევის ფარგლებში - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.

20 იანვარი 2021, 19:01

საზოგადოება

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა და კომიტეტის წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე, განიხილეს საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის წესი, მოისმინეს ახალი შემოთავაზებები და მოსაზრებები, ასევე, ისაუბრეს გამოწვევებზე.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 19:00

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე კვლევა ჩატარდა და ზუსტად ვიცით, რომელი სამიზნე ჯგუფი, რა განწყობით არის ვაქცინასთან მიმართებაში

ვაქცინაციის საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მესიჯბოქსიც და ასევე ყველა ის საინფორმაციო კომპონენტიც, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობაში განწყობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსზე ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლების კამპანია.