imedi /  11 ნოემბერი 2020, 18:07 / სანდო წყარო

გიორგი ხელაშვილი: მაიკ პომპეოს ვიზიტი არის სერიოზული მესიჯი, რომ აშშ-ისთვის საქართველო რეგიონში წამყვანი პარტნიორი ქვეყანაა

გიორგი ხელაშვილი

გიორგი ხელაშვილი

მაიკ პომპეოს ვიზიტი ეს არის საქართველოსთვის სერიოზული მესიჯი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის რეგიონში წამყვანი პარტნიორი ქვეყანაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან იგი არის გარკვეული ხიდი ახლანდელ ადმინისტრაციასა და მომდევნო ადმინისტრაციას შორის.

„მაიკ პომპეო არ არის უბრალოდ სახლმწიფო მდივანი, არამედ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს, როგორც საგარეო, ასე შიდა პოლიტიკაში. პომპეოს ვიზიტი ეს არის საქართველოსთვის სერიოზული მესიჯი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის რეგიონში წამყვანი პარტნიორი ქვეყანაა.

თუ გადავხედავთ იმ ქვეყნების სიას, რომელშიც პომპეო ჩადის საქართველომდე და ჩვენ შემდეგ, ეს ქვეყნები წარმოადგენენ ამერიკის ყველაზე საიმედო დასაყრდენს რეგიონში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაკავებულია თავისი პირდაპირი საქმით, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ გაამყაროს არსებული ალიანსები, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, მხედველობაში მაქვს აღმოსავლეთ ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, რომელშიც დღეს ყველაზე დიდი საჭიროებაა სტაბილურობისა და მშვიდობის“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიდო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.​

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 23:48

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ასეთი მზარდი დინამიკა

ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არის, არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების ასეთი მზარდი დინამიკა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ დაგვჭირდება ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც დაგვეხმარება ვირუსის გავრცელების შენელებაში.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:37

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მთავრობა მუშაობს სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი

ჩვენ ვისმენთ ბიზნესიდან, თუ რა სჭირდებათ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ პირველ რიგში სამუშაო ადგილები და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ბიზნესები დიდი რაოდენობით ადამიანების დამსაქმებლები არიან. ამიტომ ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმ სოციალური დახმარების პაკეტზე, რომელიც საჭირო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში დაკარგავენ ან შეუმცირდებათ შემოსავალი- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:32

COVID19

მაია ცქიტიშვილი: თუ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად ​გაიზრდება პირბადეების მოხმარება, ბევრად უფრო ნაკლები შეზღუდვის დაწესება მოგვიწევს

ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ვირუსის მართვასთან ყოველთვის ეყრდნობა იმ სტატისტიკური მონაცემების ზუსტ ანალიზს, რომელიც ამა თუ იმ დროის მონაკვეთში არსებობს. ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდება დამატებითი ღონისძიებების მიღება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თითოეული ჩვენგანი როგორ დაიცავს რეკომენდაციებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:18

COVID19

მაია ცქიტიშვილი: სისტემური ლოკდაუნი ან სრული ჩაკეტვა გამორიცხულია

არაერთხელ ვთქვით, სისტემური ლოკდაუნი ან სრული ჩაკეტვა გამორიცხულია. ეს არის სტრატეგია, რომელსაც ჩვენ მივდევთ, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, რომ ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 23:02

COVID19

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით, 70 წლის კაცი მკურნალობის კურსს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადიოდა, თუმცა მედიკოსების შეფასებით, თანმხლები დაავადებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი დედოფლისწყაროდან იყო და ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ბოლო მონაცემებით, ეს რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლების 24-ე შემთხვევაა.

25 ნოემბერი 2020, 22:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 16 282 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 282 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 384 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

25 ნოემბერი 2020, 22:57

რეგიონი

დაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო, თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი საკაცის საშუალებით ფეხით მოყავდათ, თუმცა მონადირე გზაში გარდაიცვალა. მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ქონდა მიყენებული.

25 ნოემბერი 2020, 22:51

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 369 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:45

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 18 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 696 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს

საქართველოში ეპიდვითარება არის საკმაოდ რთული, იმაზე რთული ვიდრე ეს არის ციფრებში ასახული, რადგან დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებაა მისაღები სასწრაფოდ, რომ გავწყვიტოთ ინფიცირების მზარდი ჯაჭვი, ტალღა და ეს დინამიკა რამენაირად წავიყვანოთ პოზიტივისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 25 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 722 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:35

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა.

25 ნოემბერი 2020, 22:27

მსოფლიო

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა.

25 ნოემბერი 2020, 22:17

საზოგადოება

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა. ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

25 ნოემბერი 2020, 22:13

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში კოვიდსტატისტიკა ცოტა ხნის წინ განახლდა. რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის მატარებელი სულ 2 979 მოქალაქეა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 333 კონტაქტი უკვე მოიძიეს.

შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2020, 22:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის

თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივის ახალი სისტემა შემოვიდა პარტიების დაფინანსების, რომელიც უფრო გამჭვირვალეა.

დიეგო მარადონა და პელე

25 ნოემბერი 2020, 21:47

მსოფლიო

პელე მარადონას გარდაცვალებაზე: იმედი მაქვს, ერთ დღეს ზეცაში ბურთის თამაშს ერთად შევძლებთ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებას ესხმაურება.

ნინო კალანდაძე

25 ნოემბერი 2020, 21:44

საზოგადოება

ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ვინაიდან უფლება აქვს, გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩატარდეს, პროკურატურაში მისვლას გამოკითხვის ეს ფორმა არჩია.

25 ნოემბერი 2020, 21:31

საზოგადოება

კახა კალაძემ სამგორის რაიონში ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარედ, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა, რაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერის თქმით, სიმწვანე და გაუმჯობესებული ეკოლოგია, ეს ის არის, რაც ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.