აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის
ფოტო: Shutterstock.com
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი გამოიყენებს საქართველოში ვიზიტს, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც უწყების წარმომადგენლებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ ვიზიტებზე იმსჯელეს.
„სტამბოლიდან სახელმწიფო მდივანი საქართველოში გაემგზავრება, სადაც მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი იმისა, რომ დავეხმაროთ საქართველოს მისი ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება და ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში.
რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამ ვიზიტს, რათა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ გმობს რუსეთის შეჭრას საქართველოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში 2008 წელს და ეს რეგიონები ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მოისმინოს მათი მოსაზრებები კანონის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე როგორც შიდა პროცესის ნაწილზე; საქართველოში პროცესებზე თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებაზე, ადამიანისა და ბიზნესის უფლებების დაცვაზე“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ნოემბერს ეწვევა.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.


