imedi /  14 ნოემბერი 2020, 12:57 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: არჩევნები ჩატარებულია და ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ სტაბილურად ფუნქციონირება განაგრძოს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ სტაბილურად ფუნქციონირება განაგრძოს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ სტაბილურად ფუნქციონირება განაგრძოს. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი ამოიწურება და მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ მეათე მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა და მეტი თანამშრომლობაა და ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს ყველას. მოდით, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, დიალოგი არ დასრულებულა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას გავატარებთ. როგორც იცით, დეტალებს არ ვასაჯაროებთ, ამიტომ უფრო დეტალურ კომენტარებს ვერავინ გააკეთებს. როგორც კი კონკრეტული შეთანხმებები იქნება, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 10:54

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სულ 1 195 ადამიანი გარდაიცვალა, 127 942 კი დაინფიცირდა.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 4 472 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 472 ადამიანს დაუდასტურდა, 4058 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

28 ნოემბერი 2020, 10:51

საზოგადოება

ვარკეთილში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა

სამგორის გამგეობა რაიონში სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო.

28 ნოემბერი 2020, 10:50

COVID19

კახეთში კორონავირუსის 84 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3,430-მდე გაიზარდა. 8 მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა ასეთია: ახმეტა-29, გურჯაანი-7, დედოფლისწყარო-3, თელავი-10, ლაგოდეხი-27, საგარეჯო-0, სიღნაღი-5 და ყვარელი-3.

ჰასან როუჰანი

28 ნოემბერი 2020, 10:42

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: მოჰსენ ფახრიზადეს მოწამეობრივი სიკვდილი ჩვენს მიღწევებს ვერ შეანელებს

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ქვეყნის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ავტორის, ფიზიკოს მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ისრაელის ხელისუფლება დაადანაშაულა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ როუჰანიმ ირანის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 10:38

სპორტი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ , ლოკომოტივის სტადიონზე „როსენგარდს“ დაუპირისპირდება

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველ შეხვედრას შვედეთის „როსენგარდის“ წინააღმდეგ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე გამართავს. ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ლანჩხუთში უეფას სტანდარტის შესაბამისი მოედნის არარსებობის გამო, გიორგი ჩხაიძის გუნდს ორი არჩევანი ჰქონდა - ვაკის სტადიონი, ან ბათუმის ახალი არენა.

28 ნოემბერი 2020, 10:28

რეგიონი

გაზსადენზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარის და გურიის რეგიონებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

„ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს დღეს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფების მაქსიმალური მობილიზაციაა.

28 ნოემბერი 2020, 10:17

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 21,695 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 21,695 ადამიანს დაუდგინეს, 379 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1,028,089 შემთხვევა გამოვლინდა, 15,965 ადამიანი გარდაიცვალა.

28 ნოემბერი 2020, 10:17

რეგიონი

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მალხაზ თორია

28 ნოემბერი 2020, 10:15

რეგიონი

მალხაზ თორია: მიზნობრივი მხარდაჭერის ახალი პაკეტი, მიმართულია პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქებისკენ

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით შეზღუდვების გამკაცრების აღსრულების საკითხები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში.

თამარ ჩერგოლეიშვილი

28 ნოემბერი 2020, 10:05

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას: აიღეთ ფული, იმ ბაყაყებივით ნუ მოიქცევით, გუბე რომ დაუშრათ

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსების აღებისკენ მოუწოდებს. როგორც ის Facebook-ზე წერს, სახელმწიფო რომ ისე იყოს მოწყობილი, რომ თავისუფლად აფინანსებდნენ ოპოზიციური პარტიის იდეებს და შემდეგ, ხელისუფლების ანგარიშსწორების არ ეშინოდეთ - მაშინ პარტიების დაფინანსების არც საბიუჯეტო სქემა იარსებებდა.

28 ნოემბერი 2020, 10:05

მსოფლიო

ტაივანის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს

ტაივანის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ოპოზიციონერებმა კოლეგებს ღორის ნაწლავები ესროლეს. სიმბოლური ჟესტით მათ ადგილობრივ ბაზარზე ამერიკული ღორის ხორცის შესვლა გააპროტესტეს. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ამერიკული პროდუქტი ნივთიერება რაკტოპამინს შეიცავს, რომელიც ცხოველების ხელოვნურ ზრდას უწყობს ხელს და ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.

წვრთნები

28 ნოემბერი 2020, 09:54

თავდაცვა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ერთი 152 მმ (2A65) მსტის ბატარეა საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებითა და 152 მმ (2A36) გიაცინტის ოცეული საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით მონაწილეობდა.

დაკავება

28 ნოემბერი 2020, 09:38

სამართალი

შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი - 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს.

კორონავირუსი ინდოეთი

28 ნოემბერი 2020, 09:14

COVID19

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 41 322 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში კორონავირუსის 41,322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,3 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსი ბრაზილია

28 ნოემბერი 2020, 08:50

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსი კიდევ 34 130 ადამიანს დაუდასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსის 34,130 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 514 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 08:41

COVID19

WSJ: კომპანია Pfizer-მა თავისი ვაქცინის ევროპისა და აშშ-ის საწყობებისთვის მიწოდება დაიწყო

ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-მა დაიწყო ფარმაცევტული კომპანია Pfizer-მა თავისი ვაქცინის ევროპისა და აშშ-ის საწყობებისთვის მიწოდება დაიწყო. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ამის მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია, მას შემდეგ რაც შესაბამისი ორგანოები პრეპარატის გამოყენების ნებართვას გასცემენ.

ამინდი

28 ნოემბერი 2020, 08:29

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 28 ნოემბერს ქუთაისში დღისით მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ასევე მზიანი, უღრუბლო ამინდი იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლოიდ ოსტინი

28 ნოემბერი 2020, 08:14

მსოფლიო

მედიის ცნობით, პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ჯო ბაიდენი ლოიდ ოსტინს განიხილავს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ლოიდ ოსტინის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios-ი წერს.

მამუკა ხაზარაძე

28 ნოემბერი 2020, 01:09

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა

უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ტვ. „პირველის“ ეთერში განაცხადა.