IMEDI /  14 ნოემბერი 2020, 23:02 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ცესკოს სხდომაზე კიოდა ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც გურიაში იყო კანდიდატი და 3 700 ხმა აიღო

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი, 13 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ გამოეხმაურა.

„გუშინ ჩვენ ვინ ვიხილეთ ცესკოს სხდომაზე: მთავარი მოქმედი პირი ხათუნა გოგორიშვილი, რომელმაც გურიაში აიღო 3 700 ხმა, ის იყო კანდიდატი. ეს არის ადამიანი რომელიც გუშინ კიოდა სხდომაზე... მე არ მინდა მას ექსტრემისტი ვუწოდო, ერთი-ორი ნაბიჯი კიდევ აქვს გადასადგმელი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერი აცხადებს, რომ მისთვის ხათუნა გოგორიშვილის ლოგიკა გაუგებარია. „3 700 ხმა აიღო ადამიანმა გურიაში, თითქმის 10-ჯერ მეტი ხმა აიღო ჩვენმა კანდიდატმა. ასევე არის სხვა მაგალითები, იგივე ბატონი თარხნიშვილი, რომელიც შეეჯიბრა ხოჯევანიშვილს შიდა ქართლში, მან აიღო სულ რაღაც 2 200 ხმა... შესაბამისად გაყალბებაზე საუბრობენ იქ, სადაც არც არგუმენტი აქვთ და უბრალოდ ციფრებიც სასაცილოა. ესეიგი რას ნიშნავს, რომ ხათუნა გოგორიშვილს 10-ჯერ მეტი ხმა მოპარა ჩიგოგიძემ? ეს ხომ არ არის ელემენტარული არითმეტიკაც კი. ახლა თამარ ჟვანიას უნდა ვუთხრათ, რომ შენ ხარ საძაგელი და არ იცი, რომ 35 000 ხმა ჩიგოგიძის ნაკლებია, ვიდრე გოგორიშვილის 3 700 ხმა. ეს ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ თამარ ჟვანიას, თუ ვართ პოლიტიკური ექსტრემისტები და საფლავში ვეძებოთ მისი არითმეტიკის მასწავლებელი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით ხათუნა გოგორიშვილს ხმების ხელახლა გადათვლა არ სურს. „ოპოზიციას სურს ხელისუფლებაში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დაბრუნება“, - აღნიშნა წულუკიანმა.

13 ნოემბერს ცესკოში სხდომაზე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელ ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ყველა სიახლე

ჯეიმს კომი

29 აპრილი 2026, 02:16

მსოფლიო

FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის

FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

29 აპრილი 2026, 01:50

მსოფლიო

მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება

აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.

ჯული დევისი

29 აპრილი 2026, 01:44

მსოფლიო

Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.

მეფე ჩარლზ III

29 აპრილი 2026, 01:31

მსოფლიო

მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“

გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.

მეფე ჩარლზ III

29 აპრილი 2026, 01:25

მსოფლიო

მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია

მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.

ხვიჩა კვარაცხელია

29 აპრილი 2026, 01:06

სპორტი

კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა

კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია

29 აპრილი 2026, 00:20

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.

28 აპრილი 2026, 23:28

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.

დონალდ ტრამპი

28 აპრილი 2026, 22:30

მსოფლიო

ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.

აბას არაღჩი

28 აპრილი 2026, 22:22

მსოფლიო

CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას

პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.

ნინო წილოსანი

28 აპრილი 2026, 22:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა, წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აპრილი 2026, 21:56

მსოფლიო

ზელენსკიმ იარაღის ექსპორტის დაწყება გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული იარაღის ექსპორტის გახსნა დააანონსა. მისი თქმით, ეს იქნება „რეალური“ პროცესი, რადგან ყველა დეტალი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე უკვე შეთანხმებულია.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 21:51

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე მონაცემების არგანახლებაზე: მათ აქვთ გაცილებით ღრმა ჩანაფიქრი, რომელიც სცდება ტექნიკურ ხარვეზს - არ ცნობენ საერთაშორისო სამართლის წესებს, რაც გერმანიისგან გასაკვირი და სამწუხაროა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას აფასებს.

ირაკლი კირცხალია

28 აპრილი 2026, 21:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვნახეთ გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა ახალი პოზიციიდან მუშაობას

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას.

დათა გვასალია

28 აპრილი 2026, 21:29

პოლიტიკა

დათა გვასალია: ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები - ოპოზიციურ გურუებს „ჰერმეტული დემოკრატია“ აქვთ და ვინმემ ფანჯარა გამოუღეთ

ოპოზიციური ალიანსის რეგიონებში დაანონსებული „ხალხთან შეხვედრები“ სინამდვილეში აღმოჩნდა ანონიმურ პოლიტიკურ ლუზერთა კლუბის სესიები. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ჯგუფური თერაპია, სადაც დახურულ კარს მიღმა „პარტ-აქტივი“ და „ლიდერობა“ ერთმანეთს ტრავმებს უზიარებს,- წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია სოციალურ ქსელში.

28 აპრილი 2026, 21:12

საზოგადოება

საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს. „2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

28 აპრილი 2026, 21:07

საზოგადოება

სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სახელმწიფო პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გრძელდება. მისი მიზანი ქვეყნის მაღალმთიან სოფლებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

28 აპრილი 2026, 21:06

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშო ვიზიტი მიუნხენში და შეხვედრა ბავარიის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში - უკვე მეოთხე დღეა დელეგაციის წევრები გერმანიაში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ.

28 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას ხმაური მოჰყვა, ალიანსში კი დაპირისპირება გრძელდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისში ოპოზიციური ალიანსის ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთ მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. მედიასაშუალებებს კი შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. პარალელურად ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაც გრძელდება.

28 აპრილი 2026, 20:55

პოლიტიკა

ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები პარიზში იმყოფებიან. „ქრონიკა“ საფრანგეთიდან

სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი, სტანდარტები და დამკვირვებელთა როლი, ეს არის პარიზში მიმდინარე ერთობლივი დებატის მთავარი თემა. დისკუსიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.