IMEDI /  16 ნოემბერი 2020, 12:20 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი: პომპეოს ვიზიტი ნიშნავს, რომ რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოა

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

პომპეოს დაგეგმილი ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი არის საქართველო. ის ჩამოდის აქ იმ ფონზე, რა ვითარებაც დადგა რეგიონში ყარაბაღის კონფლიქტიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ მისთვის ძალიან აქტუალურია საქართველოს პოზიციები, მათ შორის სტაბილურობა შექმნილ გეოპლიტიკურ ველში, - ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„მის ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უდნა, იქნება საუბრები შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს სტაბილური პარტნიორი რეგიონში და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ ამ შექმნილ ვითარებაში მიიღოს ის, რისი მიღების შესაძლებლობაც არსებობს. ოპოზიციის აქცია, ეს მათი გადასაწყვეტია და არავინ უშლის. ჯაჭვებიო ამბობენ, გვახსოვს წაგებული ომის შემდეგ ჯაჭვები და ახლა აპირებენ წაგებული არჩევნების შემდეგ. ეს არაფერს შეცვლის“, - განაცხადა დავითულიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ნოემბერს ეწვევა.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

04 დეკემბერი 2021, 01:04

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად 1 000 000 ადამიანია აცრილი

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ორჯერადად აცრილების რიცხვი მილიონს გადასცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 00:53

მსოფლიო

ინდოეთში ლეოპარდი სკოლის შენობაში შევიდა და მოსწავლეს დაესხა თავს

ბავშვს მცირე დაზიანებები აქვს. ის იხსენებს, რომ საკლასო ოთახიდან გაიქცა, როცა დაინახა, რომ იქ ცხოველი იმალებოდა. 5 წლის ლეოპარდი კი 11-საათიან ოპერაციის შემდეგ, ტრანკვილიზატორის მეშვეობით დაიჭირეს.

04 დეკემბერი 2021, 00:33

კულტურა

„მატრიცა 4“-ის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿ვიდეო

„მატრიცა: მკვდრეთით აღდგომები“ პრემიერა კინოთეატრებსა და HBO Max-ზე 22 დეკემბერს შედგება. თავის როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი). ფილმის რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია.

04 დეკემბერი 2021, 00:24

სპორტი

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

ჯენ ფსაკი

04 დეკემბერი 2021, 00:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.

04 დეკემბერი 2021, 00:14

ტაბლოიდი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: ეს სიყვარულის დიდებული ისტორიაა, საყვარელ ქალს დავუბრუნდი

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის აღდგენის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აფლეკმა მისი და ლოპესის ურთიერთობებს „სიყვარულის დიდებული ისტორია“ უწოდა.

03 დეკემბერი 2021, 23:59

კულტურა

Netflix-ი „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს

Netflix-ი სერიალ „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს, რომლის სახელწოდებაც „ბერლინი“ იქნება. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:54

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო

ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:44

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის

ბუქარესტის სამიტზე ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი კარი ღიაა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:32

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: რუსეთი ძალიან სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ კონფრონტაციულ კურსს განაგრძობს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განაახლებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას არ გეგმავს და ოფიციალური მოსკოვი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ეკატერინე ტიკარაძე

03 დეკემბერი 2021, 23:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რატომ არ გაიკეთა ამ დრომდე ვაქცინის მეორე დოზა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როდის გაიკეთებს აცრის მეორე დოზას. როგორც მინისტრი „რუსთავი 2“-ის ეთერში ამბობს, იმ პერიოდისთვის, როდესაც ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, ამ ტიპის ვაქცინით აცრა მისი ასაკისა და სქესისთვის დასაშვები იყო, თუმცა მეორე დოზის მიღების დრომდე ის კოვიდით დაინფიცირდა, ამასთანავე, ვაქცინების დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

კახა ბექაური

03 დეკემბერი 2021, 23:11

საზოგადოება

კახა ბექაური: დღევანდელი მედიიდან დეზინფორმაციისა და სიძულვილის ნიაღვარი მოდის - არცერთი მედიასტანდარტი დაცული არ არის

„როდესაც ინფორმაციას უსმენ გგონია, რომ ფაქტის მოძიება კი არ უნდა ჟურნალისტს და სწორად გაუკეთოს ინფორმირება, პირიქით უნდა, რომ რამენაირად ფაქტი არ გააგებინოს და საკუთარი მოსაზრება გაასაღოს ფაქტად. მერე ეს წარმოშობს მეორე მხარეს. ერთი მედიასაშუალება რომ კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესს ატარებს და ცდილობს საკუთარი მოსაზრება ფაქტად გაასაღოს და დაამახინჯოს, მერე ეს წარმოშობს მეორე მხარესაც იგივე სურვილს - როცა ხედავს ამას, რომ ეს რეგულირებული არ არის და არავინ მომკითხავი არაა და ეს დარღვევა „მოსულა“, იგივე მეთოდით იწყებს ბრძოლას რაც იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

კახა ბექაური

03 დეკემბერი 2021, 23:09

საზოგადოება

კახა ბექაური: ევროპის ყველა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია - ეს მარტო ქართული კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული

კახა ბექაურმა განმარტა, თუ რატომ დაჯარიმდა „მთავარი არხი“. „საქართველოს კანონი კრძალავს პოლიტიკური რეკლამის გაშვებას არასაარჩევნო პერიოდში. კანონში არის ჩანაწერი, რომ პოლიტიკური რეკლამის გაშვება შესაძლებელია არჩევნების დღემდე 50 დღით ადრე, რაც ყველა ნორმალური ადამიანი ამ ჩანაწერს რომ წაიკითხავს, ამოიკითხავს, რომ არ შეიძლება 51, 52, არც 200 და არც 100 დღით ადრე, მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაიწყო არჩევნებამდე 50 დღით ადრე. დანარჩენ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვება არ შეიძლება. ერთი წლის განმავლობაში იყო მე-4 შემთხვევა, ერთი და იგივე საკითხზე - პოლიტიკური რეკლამის გაშვებაზე არასაარჩევნო პერიოდში ამ კონკრეტული მაუწყებლის (მთავარი არხი) მხრიდან კანონის დარღვევა.

კახა ბექაური

03 დეკემბერი 2021, 23:02

პოლიტიკა

კახა ბექაური: თუ სიძულვილის ენის აკრძალვის საკითხზე საზოგადოებაში არ იქნება თანხმობა, ცალკე აღებული ხელისუფლება ვერაფერს იზამს

თუ საზოგადოების დაკვეთა არ იქნება, რომ სიძულვილის ენის აკრძალვა არ დააზიანებს ჩვენს დემოკრატიას, არამედ პირიქით წაადგება - ამაზე თუ საზოგადოებაში თანხმობა არ იქნება, ცალკე აღებული ხელისუფლება, რომელიც მაშინვე აგრესიის დიდი ტალღის ქვეშ მოხვდება, ვერაფერს იზამს, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, კახა ბექაურმა განაცხადა.

03 დეკემბერი 2021, 22:45

სამართალი

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინი

03 დეკემბერი 2021, 22:40

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

კახა ბექაური

03 დეკემბერი 2021, 22:32

საზოგადოება

კახა ბექაური: ევროპაში სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით აკრძალულია და არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი

ევროპული პრაქტიკა ამბობს, რომ აკრძალულია სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით. არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი. ამაზე რეაგირებს სახელმწიფო და ასეთი ქმედება დასჯადია, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა, კახა ბექაურმა განაცხადა.

03 დეკემბერი 2021, 22:20

COVID19

ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა

ევროპაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მალხაზ ჯანელიძე

03 დეკემბერი 2021, 21:38

სამართალი

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე უკვე თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ჯანელიძე უკვე თავისუფალია. ის ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში საღამოს გადასცეს, შემდეგ კი გორის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

03 დეკემბერი 2021, 21:17

საზოგადოება

„თბილისი ენერჯი“: ორი ადამიანი CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

„2 ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა CO-თი (ცეო), საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. აღნიშნული მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა. ნუ მოიხმართ მკვლელ გაზის დანადგარებს, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას”, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.