http://imedi.ge/ /  16 ნოემბერი 2020, 21:46 / სანდო წყარო

კახა კალაძე: სამარცხვინოა პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრის განცხადება

კახა კალაძე

კახა კალაძეკახა კალაძე

„სამარცხვინოა პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრის განცხადება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„საერთოდ არ ვუპასუხებდი ამ განცხადებას, რომ არა არჩევნების მეორე ტური. ასევე, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და ჩემი პატივისცემა გამოვხატო გლდანისა და გლდანელების მიმართ.

განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი. კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო. რასაც ისინი აკეთებდნენ, წარმოუდგენიათ და თავად შეუძლიათ გააკეთონ, ჰგონიათ, რომ იგივეს გაკეთება შეუძლია სხვასაც“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, „კანონიერი ქურდის“ ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.

ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შტაბში არსებული ინვენტარი. მელიას შტაბის ხელმძღვანელი მომხდარს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2020, 20:34

სპორტი

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა

„ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „პარალიმნს“ 4:2 მოუგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი თავი მე-13, 53-ე, და 73-ე წუთებზე გამოიჩინა. სამიდან ორ შემთხვევაში ქვილითაიამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. მის გარდა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 20:27

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი ჩარევის გარეშე, თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა

„რომ არა სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 19:30

სამართალი

სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

28 ნოემბერი 2020, 19:00

სპორტი

საფეხბურთო კლუბ „უიპეშტის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა

უნგრეთის საფეხბურთო კლუბის „უიპეშტის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 6 გოლია, საიდანაც 2 ჩემპიონატში, 4 კი ქვეყნის თასის გათამაშებაში გაიტანა.

28 ნოემბერი 2020, 18:30

სპორტი

იტალიასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის კალათბურთის მატჩი გადაიდო

იტალიასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის კალათბურთის მატჩი გადაიდო. შეხვედრა დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გუშინ გაკეთებული ტესტების შედეგად, კორონავირუსი სამ მაკედონიელ სპორტსმენს დაუდასტურდა.

გიგი წერეთელი

28 ნოემბერი 2020, 18:13

საზოგადოება

გიგი წერეთელი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაში ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის ელჩები, აღმასრულებელი სტრუქტურების და ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვასილ ბასილაძე

28 ნოემბერი 2020, 18:11

ეკონომიკა

სურსათის ეროვნული სააგენტო: პირველი ნოემბრიდან, უფრო მეტი საშუალება აქვს მეწარმეს, რომ ნედლი რძის შემცველობა პროდუქტის ეტიკეტზე უფრო თვალსაჩინო გახადოს

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ მარეგულირებელი ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტის ცვლილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მომხმარებლისთვის, რათა მან ზუსტად იცოდეს რა სახის ნედლეულისგან არის დამზადებული ესა თუ ის რძის პროდუქტი, მეორეს მხრივ მეწარმეებს უფრო მეტი საშუალება ექნებათ ადგილობრივი ნედლეულის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

მიხეილ სარჯველაძე

28 ნოემბერი 2020, 17:57

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: არავის აქვს უფლება პროტესტის რაიმე ფორმა უკარნახოს ქართველ ხალხს

პოზიცია, რომელიც იქნა გადმოცემული, როგორც ამ მოლაპარაკების პროცესში დაფიქსირებული, ვფიქრობთ რომ ყველაზე რელევანტურია, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

დიტო ბანკანაშვილი

28 ნოემბერი 2020, 17:55

ეკონომიკა

„თეთრი ფერმის“ მენეჯერი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ნედლი რძის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს

გასული წლის დასასრულს, 36 მილიონი ევროს ჰოლანდიური ინვესტიციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, „თეთრი ფერმა“ ამოქმედდა, რომელიც მერძეულ სექტორში არსებულ გამოწვევებს დაუპირისპირდება. ქართულ მერძეულ სექტორში მთავარ პრობლემას ნედლი რძის დეფიციტი წარმოადგენს, ფერმაც ამ მოტივაციით შეიქმნა. დღეს ჰოლანდიური წარმოშობის 440 სული ძროხის დღიური წარმადობა 10-12 ტონაა.

28 ნოემბერი 2020, 17:52

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,212 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,212 ადამიანს გამოუვლინდა, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 114,025 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,323 ადამიანი. ვირუსისგან 71,691 პაციენტი განიკურნა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

28 ნოემბერი 2020, 17:47

ეკონომიკა

ყველის მწარმოებელთა ასოციაცია: მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც მეწარმემ ეტიკეტზე უნდა გამოიტანოს და მომხმარებელმა ამოიკითხოს, არის თუ არა ადგილობრივ ანუ ნედლ რძეზე წარმოებული პროდუქცია

ნოემბრიდან რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რეალიზატორებისთვის ახალი წესები ამოქმედდა. სარეალიზაციოდ გამოტანილ ნედლი რძის ნაწარმს ეტიკეტზე მკაფიოდ უნდა ჰქონდეს მითითებული, რომ იგი ნედლი რძისგან არის დამზადებული. გამომდინარე იქიდან, რომ რძის ნაწარმი ისეთ პროდუქციას მიეკუთვნება, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, მისი შემცველობის დადგენა მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მომხმარებელებმა უნდა იცოდნენ თუ რაში იხდიან ფულს და რამდენად ნატურალურია მათ მიერ შეძენილი რძისა და ყველის პროდუქცია. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, სახელმწიფოს ასეთი მიდგომა მყისიერად აჩენს იმედს ფერმერებში, რომ მათ რძეზე გაჩნდება მოთხოვნა, რაც მეწარმეებს მეტ სტიმულს მისცემს.

პაატა დავითაია

28 ნოემბერი 2020, 17:46

პოლიტიკა

პაატა დავითაია: ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, ვითარება წაიყვანოს ისე, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ

არც ერთი მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სამპუნქტიანი სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ, - ამის შესახებ ძალა ერთობაშიას“ წევრმა, პაატა დავითაიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას კიდევ აქვს დრო, ვითარება წაიყვანოს ისე, ოპოზიცია და მმართველი ძალა რაღაც შეთანხმებამდე მივიდეს.

გიორგი ვოლსკი

28 ნოემბერი 2020, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შეფასებისას სპეკულირებს

სპეკულაციებია ყველა განცხადება, რასაც ვისმენ ოპოზიციისაგან, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრაზე ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

28 ნოემბერი 2020, 17:26

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: გავაფორმებთ დეკლარაციას, რომელითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და კოდექსის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ჩვენ ერთობლივად გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის ერთ-ერთი იქნება დეკლარაცია, რომელითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ხელახალი არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და კოდექსის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აქცია

28 ნოემბერი 2020, 16:28

საზოგადოება

პოლიციამ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ორი აქტივისტი დააკავა

პოლიციამ პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის დროს ოპოზიციური პარტიების ორი აქტივისტი დააკავა. „ლელოს“, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარი გააპროტესტეს და სამინისტროს შესასვლელის წინ საბჭოთა სიმბოლიკა დახატეს.

28 ნოემბერი 2020, 16:25

სპორტი

ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბეებმა არგენტინასთან მატჩის წინ ტრადიციული ჰაკა დიეგო მარადონას მიუძღვნეს. ვიდეო

ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბეებმა არგენტინასთან მატჩის წინ ტრადიციული ჰაკა დიეგო მარადონას მიუძღვნეს. ჰაკას შესრულებამდე კი, ზელანდიელთა კაპიტანმა სემ ქეინმა არგენტინელ მორაგბეებს „ოლ ბლექსის“ 10-ნომრიანი მარადონას ფორმა გადასცა.

დიეგო მარადონა

28 ნოემბერი 2020, 16:22

მსოფლიო

აუტოფსიის შედეგად დიეგო მარადონას სიკვდილის მიზეზი დადგინდა

აუტოფსიის შედეგად დიეგო მარადონას სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Free News-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, გაირკვა, რომ ფეხბურთის ლეგენდა ფილტვების მწვავე შეშუპების შედეგად გარდაიცვალა, რაც გულის ქრონიკული უკმარისობით იყო გამოწვეული.

28 ნოემბერი 2020, 16:21

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლითი გზით გადაადგილება

გუდაური-კობის მონაკვეთზე შესაძლებელია ზვავდამცავი გვირაბების შემოვლითი გზით გადაადგილება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

28 ნოემბერი 2020, 16:15

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, მწერალთა სახლთან და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული კონკურსები ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსებში გამარჯვებული ახალგაზრდები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა დისტანციურ ფორმატში დააჯილდოვეს.

28 ნოემბერი 2020, 16:07

COVID19

აფხაზეთის მთავრობა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სწრაფ ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას განაგრძობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სხვადასხვა ლოკაციაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირებასა და სეზონური გრიპის ვაქცინაციას განაგრძობს.