IMEDI /  17 ნოემბერი 2020, 14:24 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: სააკაშვილს არ მოსწონს მშვიდობა, მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო, რაც არის მნიშვნელოვანი დღე სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანი ვიზიტი ქვეყნისთვის.

„ეს ორდღიანი ვიზიტი მორიგჯერ ადასტურებს აშშ-სა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ცოტა შორს რომ გავიხედოთ, ვინც იმ დროს სტუდენტები, მოზარდები ვიყავით ან კიდევ უფრო უფროსები, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 30 წელზე მეტია აშშ, დასავლეთი არის და დღესაც რჩება ჩვენი თავისუფლების სისხლით მოპოვებული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უმთავრეს მხარდამჭერად და ერთადერთ გარანტად დღეს იმ ქართველი ხალხის გაცხადებული იმ ორიენტაციისა და მიმართულებისა და ცივილიზაციური არჩევანისა, რომელსაც საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ჰქვია. ამ ფონზე დღევანდელი ლიდერი მიხეილ სააკაშილი ოპოზიციის და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში. ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის უკვე ტრადიციად ქცეული ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გუშინ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი, ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი, ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დადებითი დასკვნა 31 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტოლფას დასკვნად გამოაცხადა.

„ისმის კითხვა, რამ გამოიწვია თავდასხმა ერთ-ერთ საერთაშორისო ინსტიტუტზე? ალბათ იმან, რომ ამ ინსტიტუტის დასკვნა უბრალოდ არ დაემთხვა მის მიერ ტირაჟირებულ ყალბ რეალობას, თითქოს მან გაიმარჯვა არჩევნებში და არა „ქართულმა ოცნებამ“. ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რეალობა, რაც არის, რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნებიო, რაც სააკაშვილს არ მოსწონს, მას არ მოსწონს მშვიდობა. მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა. საპარლამენტო ასამბლეამ თქვა ის რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც სააკაშვილის მოსაწონი არ აღმოჩნდა. თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ამით სააკაშვილმა ასევე რუსეთის დასკვნად გაასაღა არამხოლოდ ამ ასაბლეის შეფასება, 31 ოქტომბრის არჩევნებისა, არამედ ყველა დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ერთი და იმავე შეფასებებს, ეს არის ეუთო/ოდირი, სახელმწიფო დეპარტამენტი, დასავლეთის ქვეყნების საელჩოები, ეს არის საგანგაშო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა, ეს არის ასე და ვერ იქნება სხვანაირად.

„ჩვენ როცა შევალთ პარლამენტში, უკვე პარლამენტიდან შევებრძოლებით იმას, რომ ჩვენს ოკუპირებულ ქვეყანაში არავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ გააღვივოს ანტიდასავლური გრძნობები და აჩვენოს თუ როგორი ქცევა შეიძლება ანტიდასავლური პოლიტიკაში. დასავლეთისადმი ნიჰილიზმი არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას არაფერს კარგს. მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ოპოზიციაშია გაერთიანებული, ან არის პოლიტიკურ ველზე და სააკაშვილს მაინცდამაინც ლიდერად არ მიიჩნევს, შეაფასონ მისი ეს ქცევა, მისი ეს განცხადებები დაადასტურონ, რომ ეს მისაღებია ან გაემიჯნონ მათ. საინტერესო იქნება „იპიპის“ შეფასება, რომლის წევრიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. არის ნამდვილად მოცემული დეპუტატი ან სხვა ევროპული ინსტიტუტები „ეფესბეს“ კმაყოფაზე მყოფი აგენტები თუ არა? ძალიან მაინტერესებს „იპიპის“ აზრი. „ქართულ ოცნებას“ რაც შეეხება, ჩვენ ვრჩებით იმ არჩევანის ერთგული, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც კონსტიტუციით გამყარდა და ეს არის ურყევი არჩევანი, რომელსაც ახალი მთავრობის პირობებში მთელი ხელისუფლება მოვემსახურებით, როგორც ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ამას ვაკეთებდით, როცა 13 წელს გადმოგვეცა უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმა და უამრავი რეფორმა განვახორციელეთ ამისთვის, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე აგვყავდა თანამშრომლობა. უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე ჩვენმა მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ აიყვანა ნატო-სთან თანამშრომლობა, ეს გაგრძელდება, მაგრამ მეორე ხელით, ჩვენ ყველა უნდა ვებრძოლოთ ანტიდასავლურ ქცევებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ქცევების გაბანალურების მცდელობას, რადგან ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა“, - განახცადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, „ეფესბეს“ აგენტს უწოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 08:21

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში მევენახეთა ნაწილმა ყურძნის დიფერენცირებული ფასი გააპროტესტა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მევენახეთა ნაწილმა ყურძნის დიფერენცირებული ფასი გააპროტესტა. ისინი ერთ-ერთი ღვინის საწარმოსთან შეიკრიბნენ. მევენახეთა ძირითადი მოთხოვნა იყო 17 გრადუსზე დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენზე დაწესებული ფასის გადახედვა და აღნიშნული დიფერენცირების გაუქმება.

22 სექტემბერი 2026, 08:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

მარიამ ქვრივიშვილი

22 სექტემბერი 2026, 08:05

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში” მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში” მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი, სიტყვით გამოვა „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე. ფორუმი მიზნად ისახავს, უსაფრთხო, ეფექტიანი და მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, გლობალური კავშირის გაძლიერებასა და სავაჭრო-ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებას.

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 04:21

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძეს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

22 სექტემბერი 2026, 04:16

მსოფლიო

ტრამპის მიერ „მასშტაბურ გარიგებაზე“ განცხადების შემდეგ, ლუკაშენკო აცხადებს, რომ კალიუმის სასუქის მარაგები ამოწურულია

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მისაწოდებელი სასუქის თავისუფალი რესურსი არ არსებობს. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე, ის მინსკისგან კალიუმის სასუქის დიდი ფასდაკლებით შესასყიდად „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობდა.

22 სექტემბერი 2026, 02:19

მსოფლიო

Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია

Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 01:50

მსოფლიო

Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს

სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხაილო პოდოლიაკი

22 სექტემბერი 2026, 01:00

მსოფლიო

პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

22 სექტემბერი 2026, 00:40

პოლიტიკა

პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

ალექსანდრ სტუბი

22 სექტემბერი 2026, 00:32

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო

დევიდ ადეანგი ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.

ვატო შაქარიშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:55

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ

ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.

21 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ

22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:45

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერეს მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

21 სექტემბერი 2026, 21:35

მსოფლიო

საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.

21 სექტემბერი 2026, 21:26

მსოფლიო

მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

21 სექტემბერი 2026, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

21 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.