imedi /  17 ნოემბერი 2020, 23:39 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე ტინი კოქსის მისამართით მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს ორპირობასა და დემაგოგიას უწოდებს

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ნიდერლანდელ დეპუტატ ტინი კოქსს „რუსეთის აგენტს“ უწოდებს. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ წევრმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ისაუბრა.

„ეს არის ორპირობა და დემაგოგია. როდესაც მოგწონს და საშენო განცხადებას აკეთებს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, ინსტიტუტი თუ დეპუტატი, მაშინ ის არის კარგი და დადებითი და როდესაც იმ განცხადებას აკეთებ, რომელსაც შენ არ ეთანხმები, მაშინ ის არის მტერი, ურჩხული და ყველაფერი საშინელება. ამიტომ, მე მგონია, რომ სერიოზულად ეს განცხადებები ჩვენ არ უნდა აღვიქვათ. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. სანამ ეს პარტია იქნება ოპოზიციაში, მანამდე ასეთ განცხადებებს ხშირად მოვისმენთ, რომ დასავლური ინსტიტუტები, დასავლელი პარლამენტის წევრები, მინისტრები თუ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები არიან „ეფ ეს ბეს“ აგენტები ან იაპონიის და მანჯურიის აგენტები“, - განაცხადა სამხარაძემ.

ნიდერლანდელი ევროდეპუტატი ტინი კოქსი, რომელიც არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავდასხმის ობიექტი გახდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მას „ეფესბეს“ აგენტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ტინი კოქსი რუსეთის კმაყოფაზე მყოფი დეპუტატია. კოქსმა ბრალდებებთან დაკავშირებით ოქსმა „ქრონიკას“ წერილობით უპასუხა.

ყველა სიახლე

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

24 იანვარი 2021, 23:10

სპორტი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნუგზარ სხირელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ნუგზარ სხირელი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, ასევე არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენის აღმზრდელი გახლდათ.მის სახელს უკავშირდება გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დაარსება და უდიდესი წარმატებები საერთაშორისო არენაზე. წლების განმავლობაში ნუგზარ სხირელი მუშაობდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელად. არაერთ აღიარებასთან ერთად, მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერის, ასევე სპორტის რაინდის წოდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კორონავირუსი

24 იანვარი 2021, 23:03

COVID19

რამდენად რეალურია კორონავირუსით რეინფიცირება

„საქმე იმაშია, რომ კოვიდი სასუნთქი გზების ინფექციებს მიეკუთვნება და ის აინფიცირებს ჩვენს ცხვირ-ხახას. როცა აინფიცირებს, შიგნით რჩება. გადის თვენახევარი, გადის ორი თვე, მაგრამ ვირუსის ფრაგმენტები კვლავ იქ დარჩება, იმიტომ რომ ჩვენი ცხვირ-ხახის ეპიტერიუმი ახლდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ არ გავა 3 თვე, მანამდე იმ ვირუსის მკვდარი ფრაგმენტები შეიძლება ისევ იყოს იქ და PCR ტესტირებაზე ჯერ კიდევ შეიძლება იყოს პოზიტიური, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კვლავ დაინფიცირდა, ან კვლავ ატარებს აქტიურ ვირუსს. იქ მხოლოდ ვირუსის მკვდარი ფრაგმენტებია დარჩენილი“, - განმარტავს ღოღობერიძე.

გელათის სამონასტრო კომპლექსი

24 იანვარი 2021, 22:55

კულტურა

პარლამენტის განათლების კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის შესასწავლად გასვლითი სხდომა ჩაატარა

ჩვენ გამოვეცით 6 რეკომენდაცია, რომელთაგან რამდენიმე შესრულების პროცესშია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ დღეებში დოკუმენტურად უნა დაგვიდასტუროს, შეასრულა თუ არა ისინი, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ნინო ლომჯარია

24 იანვარი 2021, 22:42

საზოგადოება

„იმედის კვირამ“ ნინო ლომჯარიასთან ომბუდმენის 2020 წლის ანგარიშთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა

ამავე განცხადებაში წერია, რომ რამდენიმე თვეა სხვადასხვა დაწესებულების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მართული პატიმართა ჯგუფი სიტყვიერად სისტემატურად ესხმის თავს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს, ემუქრება და აგრესიას გამოხატავს.

გოჩა ლორთქიფანიძე

24 იანვარი 2021, 22:33

საზოგადოება

გოჩა ლორთქიფანიძე ომბუდსმენის განცხადებაზე: ყოველთვის მზად ვართ გავიზიაროთ ის, რასაც გააჩნია საფუძველი

„ჩვენ პატივს ვცემთ სახალხო დამცველს და აუცილებელია მისი მანდატის ხელშეწყობა. მას აქვს მონიტორინგის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, მაგრამ ამასთანავე არის რეალობა, რომელსაც სჭირდება შეფასება. მას აქვს ინსტრუმენტები. თუ მას აქვს ფაქტები და ეს რაიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მზად ვართ ყოველთვის გავიზიაროთ ის, რასაც გააჩნია საფუძველი, თუ ეს ეყრდნობა ფაქტებს“, - ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე.

გიორგი პატარიძე

24 იანვარი 2021, 22:21

სამართალი

გიორგი პატარიძე: როდესაც ომბუდსმენი ე.წ. მაყურებლებზე საუბრობს, მოვუწოდებთ, წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტები, რათა ჩვენ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება

„შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ე.წ. სუბკულტურის მიმდევრები არიან და სწორედ მათ აქვთ განცდა, რომ ზეგავლენა მოახდინონ სხვა მსჯავდებულებზე. თუმცა, სწორედ მსგავსი ფაქტები იდენტიფიცირების შემთხვევაში ხდება ხოლმე კონკრეტული მსჯავდებულების ნახევრად ღია დაწესებულებებიდან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა. გასული 2 წლის განმავლობაში გვაქვს დაახლოებით 100 ასეთი შემთხვევა“, - აღნიშნავს პატარიძე.

24 იანვარი 2021, 22:15

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

გიორგი ვოლსკი

24 იანვარი 2021, 21:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე: გავა დრო, ეს პროექტები იარსებებს და ყველას ეცოდინება, რომ ეს არ იყო გაკეთებული რაიმე ფინანსური შემოსავლის ან ანგარებით

„გავა დრო, ჩვენი შვილიშვილები იქნებიან უკვე ხანში შესულები და ეს პროექტები იარსებებს და ყველას ეცოდინება, რომ ეს არ იყო გაკეთებული რაიმე ფინანსური შემოსავლის ან ანგარებით, რომელიც პირად ემოციას ან ამპარტავნებას უკავშირდება. ქვეყანას დარჩება უნივერსიტეტიც, ბოტანიკური ბაღიც, დენდროლოგიური პარკიც და უამრავი სხვა რამ და არაერთი გადარჩენილი, ჩვენი სახელმწიფოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი. ვფიქრობ, მაინც წარსულს ჩაბარდება ის ღვარძლი, გააფთრებული შეტევა, უსაფუძვლო უტიფარი ხშირ შემთხვევაში, უზნეო, მაგრამ ასეა თუ ისე, გაკეთებული საქმეები თავის თავზე უფრო მეტს ილაპარაკებს, ვიდრე პოლიტიკური გუნდი, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს განცხადებები გაკეთებული“, - მიიჩნევს გიორგი ვოლსკი.

სოზარ სუბარი

24 იანვარი 2021, 21:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიცია ბოლომდე იმაშიც ვერ ჩამოყალიბდა წავიდა თუ არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მათი ტრაგედია

„მე რასაც ვუყურებ, თვითონ დარჩნენ საფუძველგამოცლილნი. მართლა არ იციან რაზე ილაპარაკონ, არ იციან რა აკეთონ. არსი დაკარგეს თითქოს თავისი არსებობის. თუ მართლა ვინმე სერიოზულად ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას აკეთებდა იმიტომ, რომ პოლიტიკაში მოსულიყო და მან ეს ქველმოქმედება დაიწყო პოლიტიკაში მოსვლამდე 20 წლით ადრე, 20 წლით ადრე დაგეგმა, რომ დახმარებოდა ადამიანებს, რომ მათი სიცოცხლე გადაერჩინა ხშირ შემთხვევაში, მან ეს ყველაფერი შეასრულა, 20 წლის მერე მოიგო და კიდევ 10 წლის მერე წავიდა პოლიტიკიდან, თუ ასეთი ძლიერია მაშინ საერთოდ რაღას იბრძვიან, დაყარონ ფარ-ხმალი“, - ამბობს სუბარი.

ვახტანგ მეგრელიშვილი

24 იანვარი 2021, 21:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად

ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად. თუ ამას არ ვაკეთებთ, მერე პასუხისმგებლობა მოგვიწევს, რატომ არ მოვიქეცით ასე, - ამის შესახებ განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას.

დავით- გარეჯი ამირან გულაშვილი

24 იანვარი 2021, 21:32

სამართალი

ამირან გულუაშვილი: ივერი მელაშვილმა უკანონოდ გაცემული ბრძანების შესაბამისად ხაზი გაავლო ისე, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანული მხარის კუთვნილება

„მიუხედავად ამისა, როგორც ივერი მელაშვილი ჩანაწერში საუბრობს, მან უკანონოდ გაცემული ბრძანების შესაბამისად ფაქტობრივად ხაზი გაავლო იმ ფორმით, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანული მხარის კუთვნილება“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

თეა წულუკიანი

24 იანვარი 2021, 21:25

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საგულისხმოა, რომ სააკაშვილის ბრძანება, რომელმაც 10 აგვისტოს დილით გამოიყვანა ჯარები სამხედრო არეალიდან, არსად აღმოჩნდა

„საგულისხმოა, რომ თავად მაშინდელი მთავარსარდლის, სააკაშვილის ბრძანება, რომელმაც 10-ში დილით გამოიყვანა ჯარები სამხედრო არეალიდან, ჩვენთვის სამართლებრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის მტკიცებულება იყო, რომ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ დავტოვეთ სამხედრო მოქმედებები არეალი, მაგრამ რუსეთი ჩვენზე თავდასხმას მაინც აგრძელებდა, ეს ბრძანება არსად აღმოჩნდა და დღეს ვხედავთ, რომ ის მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარ ბრძანებას ვერ მიხედა, ამბობს, რომ მოიგო. მეორედ თი მესამედ გაუგებარი გამარჯვება მოიპოვა“, - განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

24 იანვარი 2021, 20:35

კულტურა

დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისს“ როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება ორ ნაწილად გაიმართება: 1-7 თებერვალსა და 2-6 ივნისს. ფორმატი შერეული იქნება, რაც ონლაინღონისძიებების გარდა, კინოჩვენებებზე ფიზიკურ დასწრებასაც გულისხმობს. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა. იგი მაყურებელს საავტორო და ექსპერიმენტულ კინოს სთავაზობს და ფოკუსირებულია ახალი ტალანტების აღმოჩენაზე.

კორონავირუსი

24 იანვარი 2021, 20:21

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 25 003 695 შემთხვევა დადასტურდა, 417 538 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ნუგზარ სხირელი

24 იანვარი 2021, 20:09

სპორტი

​თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

მსოფლიო საჭიდაო სამყაროში აღიარებულმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლას საფუძველი ჩაუყარა. მას არაერთი სახელოვანი შეგირდი და მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი აღუზრდია, მათ შორის არიან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე

24 იანვარი 2021, 19:59

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებულ „საპროტესტო სეირნობაზე“: არავინ მისცეს თავს უფლება კანონზე მაღლა დადგეს

„უნდა დავგმოთ ასე ვთქვათ ხელმოცარული ადამიანების მხრიდან მცდელობა, რომ ყურადღება მიიქციონ კანონდარღვევის ჩადენის გზით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ არის ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც დაფუძნებულია ქართული საზოგადოება. კანონდარღვევა, კანონშეუსაბამო ქცევა - ეს არ არის ის, რაც მოსაწონი უნდა იყოს საზოგადოებაში. პროტესტის ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში ნებადართულია, მაგრამ მანამ ვიდრე ეს მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. შესაბამისად, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ გახლავთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ მისცეს თავს უფლება, რომ დადგეს კანონზე მაღლა. წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. უმთავრესი და უძირითადესი ღირებულება. შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. არცერთი მოტივაციის გზით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სასამართლო კახეთი მკვლელობა

24 იანვარი 2021, 19:48

სამართალი

სასამართლომ სოფელ კისისხევში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

პროცესზე პროკურორის მიერ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა გააპროტესტა დაცვის მხარემ იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მან აღკვეთის გაუქმება მოითხოვა. ამ მოთხოვნას მოსამართლე არ დაეთანხმა.

ბათუმი აქცია

24 იანვარი 2021, 19:36

რეგიონი

„ნაცმოძრაობის“, „ლელოსა“ და „ალტერნატივას“ წევრები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეთა თქმით, მსგავსი ქმედების ჩადენისთვის ჯერ არავის დაუკავებიათ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო სიტყვიერი დაპირისოირება, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ნიკა მელია

24 იანვარი 2021, 19:26

პოლიტიკა

ნიკა მელია: ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მანდატის „ხამად“ მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს კი გულანთებულ ახალგაზრდად

„ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს – გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას“, - წერს მელია.

24 იანვარი 2021, 19:13

სამართალი

შსს ირაკლი ფანგანის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

„23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.