imedi /  18 ნოემბერი 2020, 13:57 / სანდო წყარო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი: მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე არჩევნების საკითხი არ განხილულა

გია გვილავა

გია გვილავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე არჩევნები განხილვის თემა არ ყოფილა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამების მენეჯერმა, გია გვილავამ განაცხადა.

„საუბარი იყო მხოლოდ სასამართლოსა და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს. გარდა სისტემური პრობლემებისა, საუბარი იყო კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც სახელმწიფო მდივანს მოვახსენეთ. ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, „ფილიპ მორისის“ საქმე, სადაც სავარაუდოდ, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება და როგორი მეთოდებით ინიშნებიან სისტემაში. ყველა გახმაურებულ საქმესა და პროცესზე, რომელიც ქართულ მართლმსაჯულების სისტემას უკავშირდება და ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს, ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში“, - განაცხადა გვილავამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მაიკ პომპეო შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, ილია მეორესა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ტურნეს შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.

ყველა სიახლე

24 ნოემბერი 2020, 18:29

მსოფლიო

სომხეთის მთავრობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი ტიგრან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა ანა ოგანიანმა განაცხადა.ხაჩატრიანი მინისტრის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. გადადგომის მიზეზი მას არ განუმარტავს. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 18:23

სამართალი

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

ფიცი ოცდაოთხმა ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო. ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ნინო გიორგაძე, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.

24 ნოემბერი 2020, 18:22

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 169 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 169 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 889 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

საკრებულო

24 ნოემბერი 2020, 18:18

ეკონომიკა

საკრებულოში თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დოკუმენტში თბილისისთვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტია გათვალისწინებული. პრიორიტეტად რჩება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. არ არის გამორიცხული, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი დამტკიცებამდე შეიცვალოს და რიცხვები გაიზარდოს.

24 ნოემბერი 2020, 18:17

რეგიონი

გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები

გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გოდერძის უღელტეხილზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ზბიგნევ რაუ

24 ნოემბერი 2020, 18:16

მსოფლიო

ზბიგნიევ რაუ: ვარშავა აშშ-ში მოვლენების განვითარებას დაელოდება, ვიდრე ჯო ბაიდენს ახალ პრეზიდენტად აღიარებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნიევ რაუს განცხადებით, ვარშავა დაელოდება, როგორ განვითარდება პოლიტიკური და სამართლებრივი მოვლენები აშშ-ში, ვიდრე ჯო ბაიდენს აშშ-ის ახალ პრეზიდენტად აღიარებს.

ვახტანგ ჭარაია

24 ნოემბერი 2020, 18:15

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: წერტილოვანი შეზღუდვები თუ დროულად არ მივიღეთ, შემდეგ ლოკდაუნი გარდაუვალი იქნება

სრული ლოკდაუნის მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები თუ დროულად არ მივიღეთ, სამწუხაროდ, შესაძლოა, სიტუაცია ხელიდან გაგვექცეს. ასეთ შემთხვევაში კი ლოკდაუნი გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ გადაცემაში „იმედის ქრონიკა“ განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 18:09

COVID19

100 წლის თამარ ფხაკაძემ კორონავირუსი დაამარცხა. ვიდეო

100 წლის თამარ ფხაკაძემ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ COVID19-ისგან განიკურნა, უკვე აჭარულის ცეკვის ხასიათზეა. შვილთაშვილის დაბადება, მან აჭარულის ცეკვით აღნიშნა.

24 ნოემბერი 2020, 18:05

პოლიტიკა

საგარეო უწყება: აშშ-ისა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის“ შავ ზღვაში შემოსვლას ეხმაურება. „საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შემოსვლას. აშშ-ისა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლადო კახაძე

24 ნოემბერი 2020, 18:04

COVID19

ლადო კახაძის თქმით, 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 3 ათასამდე ოჯახის ექიმი გადამზადდა

„გავეცანით ამ ვირუსს და გადამზადების პროცესი დაიწყო. ჩვენმა ქვეყანამ ეს ჩაკეტვის პროცესი ამისთვის გამოიყენა. ბევრი კი გვეუბნება, რა გააკეთეთ. დიახ, გაკეთდა. 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 3 ათასამდე ოჯახის ექიმი გადამზადდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დაავადება, რომელიც ცალკე ვირუსი კი არ არის არაფერი, შენში რომ შემოვა მერე იწყებს ქმედებას შენში არსებულ ყველა სუსტ რგოლს გააძლიერებს“, - განაცხადა კახაძემ.

მაია ბითაძე

24 ნოემბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

მაია ბითაძე კოვიდ ვითარებაზე: სამწუხაროდ, საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო

ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ოპოზიციის ხელმძღვანელობით, ბოლომდე არ დაემორჩილა მთავრობის და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მაია ბითაძემ.

ლადო კახაძე

24 ნოემბერი 2020, 17:54

COVID19

ლადო კახაძე: დაავადებას უნდა 15 წუთი, გამოჯანმრთელებას კი ორი კვირა და ამ გამოჯანმრთელების გზაზეც შეიძლება ფეხი დაგიცდეს

დაავადებას უნდა 15 წუთი, გამოჯანმრთელებას კი ორი კვირა ან 30 დღე. ამ გამოჯანმრთელების გზაზე შეიძლება ფეხი დაგიცდეს და შეიძლება ლეტალური შედეგიც დადგეს. ამბობენ, მერე რა რომ 1 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკურ მონაცემებში რომ ახსენებენ, 60 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს 60 მილიონი მხოლოდ დიაგნოსტირებულია, დაახლოებით 200 მილიონია ვირუსის მატარებელი. ეს 200 მილიონი ადამიანი პოტენციურად საფრთხეს უქმნის დანარჩენებს და მიუხედავად ამისა, ზოგიერთები მაინც ამბობენ, რომ ვირუსი არ არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლადო კახაძემ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

24 ნოემბერი 2020, 17:51

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ევროკავშირი აშშ-ის გარეშე ევროპას ვერ დაიცავს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-ის გარეშე ევროპას ვერ დაიცავს.

თორნიკე რიჟვაძე

24 ნოემბერი 2020, 17:43

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: დამატებით 200 თერაპიული და 40 რეანიმაციული საწოლი გამოიყო, ამჟამად კლინიკებში 1 000-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განვიხილეთ. აქტიურად მიმდინარეობს საწოლ-ფონდის გაზრდა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, ამჟამად აჭარაში კლინიკებში ერთდროულად 1 000-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

რატი იონათამიშვილი

24 ნოემბერი 2020, 17:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უპასუხისმგებლო ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას

მისი თქმით, ფაქტია, რომ ეს ადამიანები მზად არიან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რასაც არასდროს დაუშვებს ჩვენი ხალხი და ხელისუფლება.

24 ნოემბერი 2020, 17:29

რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფლის ცენტრამდე გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.

24 ნოემბერი 2020, 17:18

საზოგადოება

ვაჟა სირაძე პროექტის, „სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელს, ტერი სკაიფს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

24 ნოემბერი 2020, 17:02

მსოფლიო

ოქსფორდის ლექსიკონმა წლის ერთი სიტყვის ნაცვლად 16 შეარჩია

ლექსიკოგრაფებმა იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით თითო თვისთვის ერთიდან სამ თვემდე შეარჩიეს, რომლებსაც დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ხშირად იყენებდნენ.

24 ნოემბერი 2020, 16:58

საზოგადოება

ზამთრის მოახლოების გამო, დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება

დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია. ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება.

24 ნოემბერი 2020, 16:47

COVID19

ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში არსებული პედიატრიული საწოლფონდი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებს დროული სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ

ქვეყნაში, ბოლო პერიოდის სტატისტიკით, ბავშვების წილი 111 ათას ინფიცირებულში 7-8 პროცენტამდეა. თუ ავიღებთ ამ მაჩვენებელს, ქვეყანაში სავარაუდოდ 5-7 ათასი ბავშვია ინფიცირებული და მათგან მხოლოდ 3 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.