imedi /  18 ნოემბერი 2020, 17:02 / სანდო წყარო

თინა ბოკუჩავა: არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება და ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება

თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

ოპოზიცია ერთიანია თავის პოზიციაში, რომ ამ არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება. ეს არის დაუშვებელი. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი მოპარა. ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ოპოზიცია ჩართულია მოლაპარაკებებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტაციით, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის, ამიტომ საბოლოო შედეგი ამ მოლაპარაკების განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება. ოპოზიციას ძალიან კარგად ესმის, რომ აშშ-ისა და, ზოგადად, ჩვენი პარტნიორების სურვილი და მოლოდინი ნამდვილად არის ის, რომ ამ ქვეყანაში მუშაობდეს სამართლებრივი პროცესი, რომ ამ სამართლებრივ პროცესს რაიმე შედეგი მოჰქონდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ვიხილეთ მათ შორის მაშინ, როდესაც საოლქო კომისიებმა პრაქტიკულად უკუაგდეს ყველა საჩივარი და იგივე განმეორდა სასამართლოში. ჩვენ გვაქვს საქმე მიტაცებულ სახელმწიფოსთან, სადაც სამართლებრივი პროცესები არ ფუნქციონირებს. ოპოზიცია ერთიანია თავის პოზიციაში, რომ ამ არჩევნების ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება. ეს არის დაუშვებელი. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევანი მოპარა. ეს პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დამოკიდებულია სწორედ მოლაპარაკებების პროცესზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების პირველი პირები სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს ხვდებიან.

ყველა სიახლე

24 ნოემბერი 2020, 19:00

ეკონომიკა

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 26 307 მიღებული განაცხადიდან, შემდეგ ეტაპზე - 4 103 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა.

ლიონელ მესი

24 ნოემბერი 2020, 18:46

სპორტი

„სიტის“ მფლობელები ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს სთავაზობენ

ჰოლდინგი City Football Group, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მფლობელია, „ბარსელონას“ თავდამსხმელს, ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ამის შესახებ გამოცემა The Times წერს. 33 წლის არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ნკონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც ის CFG-სგან ოფიციალურ შეთავაზებას მიიღებს. „სიტიში“ მესი მანამდე ითამაშებს, სანამ ოპტიმალურ ფორმაში იქნება, შემდეგ კი მას შესაძლებლობა ექნება კარიერა CFG-ს მფლობელობაში მყოფ კლუბებში გააგრძელოს.

ჯუზეპე კონტე

24 ნოემბერი 2020, 18:43

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების დაწყება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების დაწყება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება.

კორონავირუსი ვაქცინა

24 ნოემბერი 2020, 18:41

COVID19

რუსული მედია: კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს აღემატება

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 18 794 მოხალისეზე გამოცდის შედეგად დადასტურდა. მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ დარეგისტრირების შემდეგ ვაქცინის 117 000-ზე მეტი დოზაა გამოშვებული, წლის ბოლომდე კი კიდევ 2 მილიონი დოზის გამოშვება იგეგმება.

24 ნოემბერი 2020, 18:29

მსოფლიო

სომხეთის მთავრობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი ტიგრან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა ანა ოგანიანმა განაცხადა.ხაჩატრიანი მინისტრის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. გადადგომის მიზეზი მას არ განუმარტავს. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 18:23

სამართალი

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

ფიცი ოცდაოთხმა ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო. ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ნინო გიორგაძე, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.

24 ნოემბერი 2020, 18:22

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 169 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 169 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 889 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

საკრებულო

24 ნოემბერი 2020, 18:18

ეკონომიკა

საკრებულოში თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დოკუმენტში თბილისისთვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტია გათვალისწინებული. პრიორიტეტად რჩება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. არ არის გამორიცხული, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი დამტკიცებამდე შეიცვალოს და რიცხვები გაიზარდოს.

24 ნოემბერი 2020, 18:17

რეგიონი

გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები

გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გოდერძის უღელტეხილზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ზბიგნევ რაუ

24 ნოემბერი 2020, 18:16

მსოფლიო

ზბიგნიევ რაუ: ვარშავა აშშ-ში მოვლენების განვითარებას დაელოდება, ვიდრე ჯო ბაიდენს ახალ პრეზიდენტად აღიარებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნიევ რაუს განცხადებით, ვარშავა დაელოდება, როგორ განვითარდება პოლიტიკური და სამართლებრივი მოვლენები აშშ-ში, ვიდრე ჯო ბაიდენს აშშ-ის ახალ პრეზიდენტად აღიარებს.

ვახტანგ ჭარაია

24 ნოემბერი 2020, 18:15

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: წერტილოვანი შეზღუდვები თუ დროულად არ მივიღეთ, შემდეგ ლოკდაუნი გარდაუვალი იქნება

სრული ლოკდაუნის მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები თუ დროულად არ მივიღეთ, სამწუხაროდ, შესაძლოა, სიტუაცია ხელიდან გაგვექცეს. ასეთ შემთხვევაში კი ლოკდაუნი გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ გადაცემაში „იმედის ქრონიკა“ განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 18:09

COVID19

100 წლის თამარ ფხაკაძემ კორონავირუსი დაამარცხა. ვიდეო

100 წლის თამარ ფხაკაძემ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ COVID19-ისგან განიკურნა, უკვე აჭარულის ცეკვის ხასიათზეა. შვილთაშვილის დაბადება, მან აჭარულის ცეკვით აღნიშნა.

24 ნოემბერი 2020, 18:05

პოლიტიკა

საგარეო უწყება: აშშ-ისა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის“ შავ ზღვაში შემოსვლას ეხმაურება. „საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შემოსვლას. აშშ-ისა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლადო კახაძე

24 ნოემბერი 2020, 18:04

COVID19

ლადო კახაძის თქმით, 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 3 ათასამდე ოჯახის ექიმი გადამზადდა

„გავეცანით ამ ვირუსს და გადამზადების პროცესი დაიწყო. ჩვენმა ქვეყანამ ეს ჩაკეტვის პროცესი ამისთვის გამოიყენა. ბევრი კი გვეუბნება, რა გააკეთეთ. დიახ, გაკეთდა. 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 3 ათასამდე ოჯახის ექიმი გადამზადდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დაავადება, რომელიც ცალკე ვირუსი კი არ არის არაფერი, შენში რომ შემოვა მერე იწყებს ქმედებას შენში არსებულ ყველა სუსტ რგოლს გააძლიერებს“, - განაცხადა კახაძემ.

მაია ბითაძე

24 ნოემბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

მაია ბითაძე კოვიდ ვითარებაზე: სამწუხაროდ, საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო

ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ოპოზიციის ხელმძღვანელობით, ბოლომდე არ დაემორჩილა მთავრობის და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს და საპროტესტო აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა მაია ბითაძემ.

ლადო კახაძე

24 ნოემბერი 2020, 17:54

COVID19

ლადო კახაძე: დაავადებას უნდა 15 წუთი, გამოჯანმრთელებას კი ორი კვირა და ამ გამოჯანმრთელების გზაზეც შეიძლება ფეხი დაგიცდეს

დაავადებას უნდა 15 წუთი, გამოჯანმრთელებას კი ორი კვირა ან 30 დღე. ამ გამოჯანმრთელების გზაზე შეიძლება ფეხი დაგიცდეს და შეიძლება ლეტალური შედეგიც დადგეს. ამბობენ, მერე რა რომ 1 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკურ მონაცემებში რომ ახსენებენ, 60 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს 60 მილიონი მხოლოდ დიაგნოსტირებულია, დაახლოებით 200 მილიონია ვირუსის მატარებელი. ეს 200 მილიონი ადამიანი პოტენციურად საფრთხეს უქმნის დანარჩენებს და მიუხედავად ამისა, ზოგიერთები მაინც ამბობენ, რომ ვირუსი არ არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლადო კახაძემ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

24 ნოემბერი 2020, 17:51

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ევროკავშირი აშშ-ის გარეშე ევროპას ვერ დაიცავს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-ის გარეშე ევროპას ვერ დაიცავს.

თორნიკე რიჟვაძე

24 ნოემბერი 2020, 17:43

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: დამატებით 200 თერაპიული და 40 რეანიმაციული საწოლი გამოიყო, ამჟამად კლინიკებში 1 000-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განვიხილეთ. აქტიურად მიმდინარეობს საწოლ-ფონდის გაზრდა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, ამჟამად აჭარაში კლინიკებში ერთდროულად 1 000-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

რატი იონათამიშვილი

24 ნოემბერი 2020, 17:38

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უპასუხისმგებლო ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას

მისი თქმით, ფაქტია, რომ ეს ადამიანები მზად არიან საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რასაც არასდროს დაუშვებს ჩვენი ხალხი და ხელისუფლება.

24 ნოემბერი 2020, 17:29

რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფლის ცენტრამდე გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.