imedi /  25 ნოემბერი 2020, 17:53 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: არჩევნებს ჰყავს „ლუზერები" - ეს არის „ევროპული საქართველო", რომელთაც დესტრუქციის მეტი მოტივაცია აქვთ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. „ლუზერები", ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის „ევროპული საქართველო", აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნის თქმით, სხვა პარტიებთან პოზიციების შეჯერება მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის წითელ ხაზს რიგგარეშე არჩევნები წარმოადგენს, სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევა კი შესაძლებელია.

„ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი.

გამოკვეთილია უკვე სურათი, ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. „ლუზერები“, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის „ევროპული საქართველო“, რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან. აქედან გამომდინარე, აშკარად არის გამოკვეთილი, რომ ეს პოლიტიკური პარტია არ სარგებლობს ძლიერი პოზიციებით და მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა", - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ევროპულმა საქართველომ“ 5 მანდატი მოიპოვა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

27 ივნისი 2022, 21:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტში გამართულ საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ოლაფ შოლცი

27 ივნისი 2022, 20:55

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც უკრაინაში ომამდე იყო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც უკრაინაში ომამდე იყო.

გიორგი ხელაშვილი

27 ივნისი 2022, 20:54

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ოპოზიციამ რაც ბოლო თვეების განმავლობაში გააკეთა, ვანო ჩხიკვაძე ამას ფაქტობრივად ფეხდაფეხ მიჰყვა

მკვლევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი ღირებულება არის მათი მიუკერძოებლობა - სამწუხაროდ, ამას ხშირად ვერ ვხედავთ და ეს კიდევ ერთი შემთხვევაა- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ვანო ჩხიკვაძეზე საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

27 ივნისი 2022, 20:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები და ეს მოწოდებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, სწორედ ამის წინააღმდეგაა მიმართული

„სამწუხაროა, ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდებების მიმართ ნებისმიერი ძალების მხარდაჭერა არის მიუღებელი და წარმოუდგენელი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები და ეს მოწოდებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, სწორედ ამის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

27 ივნისი 2022, 20:33

მსოფლიო

G7-ის ლიდერებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ რუსეთმა ბელარუსს Iskander-M-ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები შეიძლება გადასცეს

„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ რუსეთმა ბელარუსს Iskander-M-ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები შეიძლება გადასცეს.

27 ივნისი 2022, 19:52

რეგიონი

შემოსავლების სამსახური: ,,ყაზბეგის" დანიშნულებით მიმავალმა სატრანსპორტო საშუალების მფლობელებმა შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთონ საბაჟო გამშვები პუნქტები - ,,წითელი ხიდისა“ და „ლაგოდეხის’’ გავლით

რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა შესაძლებელია ისარგებლონ და საზღვრის კვეთის პროცედურები განახორციელონ საბაჟო გამშვები პუნქტები - ,,წითელი ხიდისა“ და „ლაგოდეხის’’ გავლით. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 ივნისი 2022, 19:51

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინამ და მოლდოვამ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს კოორდინირებულად უნდა უპასუხონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოველ კოლეგას, მაია სანდუს მოუწოდა, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს კოორდინირებულად უპასუხონ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 ივნისი 2022, 19:27

მსოფლიო

Agence France-Presse: ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს განუცხადა, რომ ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერებს განუცხადა, რომ ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

27 ივნისი 2022, 19:18

კულტურა

სამხატვრო აკადემიაში 5 ივლისი გამოფენა „თურქული სახლი“ გაიხსნება

„გამოფენა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა. თბილისში კი 5 ივლისს ,18:00 საათზე, გაიხსნება და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გახსნას თურქეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი თბილისში, ალი ქაან ორბაი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. გამოფენა ხუთი დღე გაგრძელდება. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

27 ივნისი 2022, 19:12

სამართალი

საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვადრაზე, ამირან გულუაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

27 ივნისი 2022, 18:53

მსოფლიო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს - ზელენსკის თქმით, მსხვერპლის რაოდენობა წარმოუდგენელია

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, არიას მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

27 ივნისი 2022, 18:50

რეგიონი

მაშველებმა ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი იპოვეს

ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ ტურისტის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე

27 ივნისი 2022, 18:41

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: მოხარულები ვართ, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის წინა დღეს საქართველოსთვის ახალი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, რაც ადასტურებს, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

მოხარულები ვართ, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღეს, სამიტის წინა დღეს საქართველოსთვის ახალი დახმარების პაკეტის შესახებ გააკეთა განცხადება, ეს არის დასტური იმისა, რომ NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,- ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, ხათუნა ბურკაძემ, „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

27 ივნისი 2022, 18:34

მსოფლიო

„დიდი შვიდეული“ პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება

„დიდი შვიდეული“ (G7) პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და უკრაინის გვერდით იმდენ ხანს ვიდგებით, რამდენიც საჭირო იქნება“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში.

იენს სტოლტენბერგი

27 ივნისი 2022, 18:28

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: მადრიდის სამიტის მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა საქართველოსა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული ჩარევის წინაშე

„ველოდები, რომ მადრიდის სამიტზე შევთანხმდებით პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსული ჩარევის რისკის ქვეშ არიან. ჩვენ დავეხმარებით მათ შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და მედეგობის გაძლიერებაში. ჩვენ შეგვიძლია საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდა, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტს დაეფუძნება, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხო კომუნიკაციები, სიტუაციის ანალიზი, კიბერუსაფრთხოება. ჩვენ ასევე საქართველოში, თბილისთან ახლოს გვაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს კიბერშესაძლებლობის განვითარებაში და თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისში პერსონალის რაოდენობა გავზარდოთ. ასე რომ, ამ სამიტის მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა საქართველოსა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული ჩარევის წინაშე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გივი მიქანაძე

27 ივნისი 2022, 18:26

პოლიტიკა

გივი მიქანაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: თუ ისინი „სირცხვილიასა“ და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს იქნებიან ამოფარებული, მაშინ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ შესაბამის რეფორმებს იმ კონდიციამდე, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

თუ მათი მხრიდან ამის სურვილი არ არის და ისინი „სირცხვილიასა“ და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს იქნებიან ამოფარებული, რომლებიც ვიცით, პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის შენაერთებთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაშინ ჩვენ პასუხისმგებლობით, როგორც გვჩვევია, აუცილებლად მივიყვანთ შესაბამის რეფორმებს იმ კონდიციამდე, რომ ის, 6 თვის თავზე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ ჩინჩალაძე

27 ივნისი 2022, 18:23

სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძე მეორე ვადით აირჩიეს

გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე მიიღო, რომელშიც 53 მოსამართლე მონაწილეობდა. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე შეირჩევა სააპელაციო სასამართლოს წევრი მოსამართლეებისგან. თანამდებობაზე შერჩეულ პირს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

იენს სტოლტენბერგი

27 ივნისი 2022, 18:13

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში თავის საბრძოლო ჯგუფებს გააძლიერებს

ნატო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში თავის საბრძოლო ჯგუფებს ბრიგადის დონემდე გააძლიერებს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ხათუნა ბურკაძე

27 ივნისი 2022, 18:10

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: ჩვენ გვაქვს ნატოში წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი

„ჩვენ არაერთ სამშვიდობო ოპერაციასა თუ ჰუმანიტარულ მისიაში ვმონაწილეობდით. ასევე დავადასტურეთ, რომ წარმოვადგენთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშემწყობ ქვეყანას. მეტიც, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველო წარმოადგენდა უმსხვილეს კონტრიბუტორს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, რადგან საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის სანაპირო ქვეყანას, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. განხორციელებული რეფორმები, პრაქტიკული ინსტრუმენტები და გეოპოლიტიკური ფაქტორი ნამდვილად იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დროა საქართველო ევროატლანტიკურ რუკაზე პოლიტიკურად უფრო მკაფიოდ იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა ბურკაძემ.

გივი მიქანაძე

27 ივნისი 2022, 18:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე „ლელოს“ განცხადებაზე: ყველას მოვუწოდებთ, რომ მსგავსი რადიკალური, შანტაჟის შემცველი, უსაფუძვლო განცხადებებისგან თავი შეიკავონ

სამწუხაროა, მაგრამ ეს განცხადებაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ განსაზღვრული გეგმის პირველ პუნქტთან, რომელიც პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებს როგორც მმართველ გუნდს, ასევე, ოპოზიციურ პარტიებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა, პარტია „ლელო საქართველოსთვის" მმართველი პარტიისადმი მიმართვას, რომ „დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრაში“.