IMEDI /  02 დეკემბერი 2020, 16:37 / სანდო წყარო

დავით ბაქრაძე: ვადამდელი არჩევნები არის ის დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ყველა საპარლამენტო დემოკრატია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამოსავალი არ არის გაყალბებული არჩევნების დაკანონება და პარლამენტში შესვლა, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მთავარი რასაც ოპოზიცია განიხილავს, ეს არის ის, თუ როგორ უნდა გამოიხატოს ხალხის ნება და როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ეს გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე.

„არჩევნების გაყალბებამ ქვეყანაში შექმნა უმძიმესი კრიზისი, კრიზისიდან უნდა მოიძებნოს გამოსავალი, ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების დაკანონება, ამიტომ, ოპოზიციაში არ განიხილება პარლამენტში შესვლა. ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ, მთავარი არის, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და ჩვენთვის ხალხის ნების გამოხატვა გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე და ამის პარალელურად მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა საკითხებზეც, როგორიც არის პოლიტპატიმრების თემა და საარჩევნო კოდექსში და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები. ყველა ეს გახლავთ მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ვიმეორებ, რომ თავი და თავი, ქვაკუთხედი ამ კრიზისიდან გამოსვლის გადის გაყალბებული არჩევნების არაღიარებასა და ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ხოლო თავისუფალი ნების გამოხატვა გახლავთ ვადამდელი არჩევნები და ეს არის ის დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ყველა საპარლამენტო დემოკრატია მსოფლიოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2021, 12:08

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 5,529 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 5,529 ადამიანს დაუდასტურდა, 149 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,206,412 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 22,351 პაციენტი ემსხვერპლა, 992,031 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

იენს სტოლტენბერგი

28 იანვარი 2021, 12:07

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, თავდაცვითი ხარჯების გაზრდა გააგრძელონ. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

28 იანვარი 2021, 12:04

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 242 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 242 ადამიანს დაუდასტურდა, 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 166,559 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,067 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 156,645.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:58

ეკონომიკა

გიორგი გახარია: კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების გათვალისწინებით ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას

მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

28 იანვარი 2021, 11:58

პოლიტიკა

Contrepoints-ი: საქართველოში მმართველი პარტიის ლიდერი მიდის პოლიტიკიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს ზღურბლთან მიიყვანა

მმართველი პარტიის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან იმ დროს, როცა ეს კავკასიური რესპუბლიკა უფრო ახლოსაა ნატოსა და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, - გამოცემა Contrepoints-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით ,,საქართველო - მმართველი პარტიის ლიდერი მიდის პოლიტიკიდან მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნატოს ზღურბლთან მიიყვანა“.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:55

COVID19

გიორგი გახარია: 18 ათასი ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე, რაც ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს

„ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ, მაშინ, როდესაც ნოემბრის ბოლოს შეზღუდვები დავაწესეთ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში იყო უაღრესად მაღალი, ზოგ ქალაქებში 30%-ს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი მაჩვენებელია მხოლოდ 723-ზე. ეს ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა მაჩვენებელი მიუახლოვდა 4%-ს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

28 იანვარი 2021, 11:54

მსოფლიო

მოსფლიოს ყველაზე მაღალი ძაღლი 8 წლის ასაკში მოკვდა

მსოფლიო ყველაზე მაღალი ძაღლი, გერმანული დოგი სახელად ფრედი, 8 წლის ასაკში მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გინესის მსოფლიო რეკორდები“ ავრცელებს. ფრედი სახალხოდ ცნობილი 2016 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც „გინესის მსოფლიო რეკორდებმა“ ის ყველაზე მაღალ ძაღლად დაასახელა. ფრედის სიმაღლე ფეხებიდან კისრის ძირამდე 103,5 სანტიმეტრს შეადგენდა, ხოლო როცა ძაღლი უკანა ფეხებზე დააყენეს მისი სიმაღლე 226 სანტიმეტრს გაუტოლდა.

ბოტანიკური ბაღი

28 იანვარი 2021, 11:49

საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით,საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წლების განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის სარწყავი წყლით შეუფერხებელი მომარაგება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რაც ბაღის კოლექციების მართვაში სირთულეებს ქმნიდა.

28 იანვარი 2021, 11:44

კულტურა

„ბრიჯერტონი“ Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა

შოუ ტოპ-ათეულში შევიდა ყველა ქვეყანაში, სადაც Netflix-ი ფუნქციონირებს, იაპონიის გარდა, ამერიკელი მწერლის, ჯულია ქუინის წიგნები კი, რომლებსაც სცენარი ეფუძნება, The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა.

28 იანვარი 2021, 11:38

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 3 943 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 152 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 943 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

Toyota

28 იანვარი 2021, 11:37

ეკონომიკა

2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი Toyota-მ გაყიდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor-მა 2020 წელს 9,53 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც ავტოინდუსტრიაში წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 იანვარი 2021, 11:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ

ამომრჩეველმა აირჩია პოლიტიკური პარტიები და პარლამენტარები იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ და თავისი სამუშაო შეასრულონ, ის სამუშაო, რომელიც ამომრჩევლმა დააკისრა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:13

COVID19

მთავრობა შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის საკითხზე მსჯელობას დღეს დაიწყებს

„როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის შრომის და მუშაობის შედეგად. და, რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და უფრო აქტიურად არ დავიწყებთ სრულად ტურიზმის გახსნას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:08

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და დაცული

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ხვდება სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრების მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა უნდა იყოს მდგრადი, გონივრული და, რაც მთავარია, დაცული, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

28 იანვარი 2021, 11:05

პოლიტიკა

ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი გახდება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი.

28 იანვარი 2021, 11:02

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 637 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 98 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

გურამ მაჭარაშვილი

28 იანვარი 2021, 10:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მანდატებზე: დავიცავთ რეგლამენტს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესსაც ვითვალისწინებთ

მაქსიმალურად დავიცავთ რეგლამენტის მოთხოვნებს და ვადებში ჩავეტევით, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურ პროცესს ვითვალისწინებთ. არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაზიანდეს, რადგან ოპონენტებისგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

28 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 662 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

28 იანვარი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 121 იმერეთში, 78 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსი

28 იანვარი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 723 ადამიანს დაუდასტურდა, 932 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.