05 დეკემბერი 2020, 12:10 / სანდო წყარო

ზურაბ ჯაფარიძე: იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, „დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს - ჩემია მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაცგირჩს“ მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს.

„გუშინწინ, საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი „გირჩს“, ვინც წლებია, საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო „გირჩში“, ვინც ჩემთან ერთად შექმნა და ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია წელს, სექტემბერ-ოქტომბერში, ვინც არასოდეს ჩანდა წინა პლანზე, თუმცა აკეთებდა ფასდაუდებელ საქმეს „გირჩისთვის“. განხილვის თემა იყო გირჩის მომავალი. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია „გირჩის“ ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი ‘გირჩი’, ისევე როგორც გირჩის ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია. გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“ შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი“, შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა „სუსის კაცი“ ვიყო, ბოლოს კი, ისევ რჩევა, რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე. მეტიც, ვთავაზობთ, რომ ეს საკითხი - ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი - გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით კენჭისყრით. ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით პასუხი გვინდა დღის ბოლომდე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან. ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს“ - წერს ჯაფარიძე.

თანაპარტიელებთან - ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა.

ყველა სიახლე

ნუგზარ სხირელი

24 იანვარი 2021, 20:09

სპორტი

​თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

მსოფლიო საჭიდაო სამყაროში აღიარებულმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლას საფუძველი ჩაუყარა. მას არაერთი სახელოვანი შეგირდი და მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი აღუზრდია, მათ შორის არიან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე

24 იანვარი 2021, 19:59

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებულ „საპროტესტო სეირნობაზე“: არავინ მისცეს თავს უფლება კანონზე მაღლა დადგეს

„უნდა დავგმოთ ასე ვთქვათ ხელმოცარული ადამიანების მხრიდან მცდელობა, რომ ყურადღება მიიქციონ კანონდარღვევის ჩადენის გზით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ არის ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც დაფუძნებულია ქართული საზოგადოება. კანონდარღვევა, კანონშეუსაბამო ქცევა - ეს არ არის ის, რაც მოსაწონი უნდა იყოს საზოგადოებაში. პროტესტის ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში ნებადართულია, მაგრამ მანამ ვიდრე ეს მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. შესაბამისად, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ გახლავთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ მისცეს თავს უფლება, რომ დადგეს კანონზე მაღლა. წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. უმთავრესი და უძირითადესი ღირებულება. შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. არცერთი მოტივაციის გზით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სასამართლო კახეთი მკვლელობა

24 იანვარი 2021, 19:48

სამართალი

სასამართლომ სოფელ კისისხევში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

პროცესზე პროკურორის მიერ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა გააპროტესტა დაცვის მხარემ იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მან აღკვეთის გაუქმება მოითხოვა. ამ მოთხოვნას მოსამართლე არ დაეთანხმა.

ბათუმი აქცია

24 იანვარი 2021, 19:36

რეგიონი

„ნაცმოძრაობის“, „ლელოსა“ და „ალტერნატივას“ წევრები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეთა თქმით, მსგავსი ქმედების ჩადენისთვის ჯერ არავის დაუკავებიათ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო სიტყვიერი დაპირისოირება, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ნიკა მელია

24 იანვარი 2021, 19:26

პოლიტიკა

ნიკა მელია: ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მანდატის „ხამად“ მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს კი გულანთებულ ახალგაზრდად

„ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს – გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას“, - წერს მელია.

24 იანვარი 2021, 19:13

სამართალი

შსს ირაკლი ფანგანის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

„23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ანჯეი დუდა

24 იანვარი 2021, 18:50

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს

პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ანჯეი დუდამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „არ არსებობს ზეწოლის სხვა ინსტრუმენტი იმ ქვეყანაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. საერთაშორისო სამართლის უზენაესობა არის უმთავრესი პრინციპი. თუ ის დაცულია, აღარ არის ომი.

24 იანვარი 2021, 18:49

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 287 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 287 ადამიანს გამოუვლინდა 10 ინფიცირებული კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 228,975 შეადგინა. ჯამში, გარდაიცვალა 3,082 ადამიანი. ვირუსისგან 220,292 პაციენტი განიკურნა.

კორონავირუსი

24 იანვარი 2021, 18:44

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებზე დაფუძნებულ მედიკამენტს გამოიყენებენ

„მომავალი კვირიდან გერმანია ევროკავშირის პირველი სახელმწიფო გახდება, სადაც კორონავირუსის სამკურნალოდ მონოკლონურ ანტისხეულებს გამოიყენებენ. თავიდან ეს საუნივერსიტეტო კლინიკებში მოხდება. ფედერალურმა მთავრობამ უკვე 200 000 დოზა შეიძინა, რისთვისაც 400 მილიონი ევრო დახარჯა“, - განაცხადა სპანმა.

აშშ

24 იანვარი 2021, 18:42

მსოფლიო

კრემლის პრესსპიკერი: რუსეთი დიალოგისთვის მზადაა, თუ ამის სურვილს აშშ გამოთქვამს

„რუსეთი მზადაა დიალოგის დასაწყებად ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან, რომლის დროსაც სავარაუდოდ გამოიკვეთება უთანხმოებები“, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პუტინი შესაბამისად უპასუხებს აშშ-ის სურვილს დიალოგთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძე

24 იანვარი 2021, 18:24

COVID19

გიორგი ვაშაძე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა, რითაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია

„ხალხს კლავენ შიმშილოთ, ეკონომიკა მოკლეს, ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არავინ ამბობს, რომ ტოტალურად გავხსნათ ყველაფერი, ყველაფერი უნდა იყოს თანაზომადი იმ რისკის, რაც ქვეყანაში არის. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები დატოვო უმუშევარი, მშიერი და თვითკმაყოფილი იჯდე სკამში, ამბობდე – ეს არის ჩემი საუკეთესო ქმედება. ამიტომ დემონსტრაციულად ვარღვევ იმ ერთ-ერთ უწესო წესს, რომელიც მათ დააწესეს, რომლის პრეცედენტიც ძალიან ცოტა არის მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

24 იანვარი 2021, 18:12

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

შსს

24 იანვარი 2021, 17:49

სამართალი

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს ადასტურებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დაკავებული მოძრაობა „ალტერატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.

24 იანვარი 2021, 17:24

პოლიტიკა

დედების აქცია - ამ სახელწოდებით „მზიურის“ პარკში აქცია მიმდინარეობს

დედების აქცია - ამ სახელწოდებით „მზიურის“ პარკში აქცია მიმდინარეობს, სადაც ძირითადად მშობლები არიან შეკრებილები და საგანმანათლებლო პროცესის აღდგენას ითხოვენ. აქციას ცოტა ხნის სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცისს წევრები შეუერთდნენ.

24 იანვარი 2021, 17:16

საზოგადოება

„ჯივიპი“ 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს იწყებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

პანდემია

24 იანვარი 2021, 17:05

საზოგადოება

აქციაზე შეკრებილი რეგულაციების მოწინააღმდეგეები 48 საათში პიკეტირებას აანონსებენ

აქციაზე შეკრებილი რეგულაციების მოწინააღმდეგეები 48 საათში პიკეტირებას აანონსებენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ბიზნესის და ეკონომიკის გახსნაა. ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

პორტუგალია

24 იანვარი 2021, 17:04

მსოფლიო

პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

პანდემიის მიუხედავად, პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მედიის ცნობით, საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. ხმას 9 მილიონზე მეტი ადამიანი მისცემს. სულ 7 საპრეზიდენტო კანდიდატია, მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი.

24 იანვარი 2021, 16:58

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 8 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 107 000-ს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 107 554 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 97 264 519 ადამიანი დაინფიცირდა.

24 იანვარი 2021, 16:44

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 იანვარი 2021, 16:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: არ არიან ეგენი რევოლუციის მომხდენი ადამიანები, არც პიროვნულად არ აქვთ ამის ძალა და არც ამის სიტუაციაა

არ არიან ეგენი რევოლუციის მომხდენი ადამიანები იმიტომ, რომ არც პიროვნულად არ აქვთ ამის ძალა და არც ამის სიტუაციაა მადლობა ღმერთს დღეს საქართველოში. ისინი გარკვეულწილად პოლიტიკურ პარაზიტიზმს ეწევიან , - ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, როცა მან ქვეყანაში რევოლუციის სცენარით ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა.