მამუკა მდინარაძე: ერთეული შემთხვევები გვაქვს, სადაც ვერ მოხერხდა გამკლავება და სერიოზული პრობლემები გაიპარა
მამუკა მდინარაძე
ფოტო: Facebook
„10-ჯერ ძლიერი ქვეყნებს უჭირთ გამკლავება დღევანდელ, რასაც პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები ჰქვია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, „რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პრეტენზიები არსებობს. ბოლომდე უნდა ვნახოთ, რაშია საქმე და თუ ვინმე დასასჯელია, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ჩავყვეთ ბოლომდე, რა იყოს ამის მიზეზები“.
„ძალიან რთულია ასეთი ტრაგედიების ფონზე სტატისტიკაზე საუბარი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ სიკვდილიანობა საქართველოში დაბალია. ისიც ხომ ვიცით, რომ 10-ჯერ ძლიერი ქვეყნებს უჭირთ გამკლავება დღევანდელ, რასაც პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები ჰქვია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, შემთხვევების 99 პროცენტი მართულია ისე, როგორც უნდა იყოს მართული.
„ერთეული შემთხვევები გვაქვს, სადაც ვერ მოხერხდა გამკლავება და სერიოზული პრობლემები გაიპარა. ამას იკვლევენ შესაბამისი ორგანოები. კარგიც უნდა ვთქვათ და ცუდიც და მაშინ ვიქნებით მართლები.
ვინმეს წარმოედგინა საქართველოში, რომ დღეში უმძიმესი ვირუსით 5000-ზე მეტი ინფიცირებული გვეყოლებოდა და მთლიანად მართლა არ ჩამოიქცეოდა სისტემა?! როდესაც ამას გაცილებით ძლიერი ქვეყნები ვერ უძლებენ. გუშინ რომ 7-ათასიან მიტინგებს აწყობდნენ, ეს ხალხი რომ „დღეს ძალიან ღელავს“, მათი სიმართლის არ მჯერა.
ეს იგივეა, ჯარისკაცებს დაუწყო ლანძღვა ომში, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. 17 წლის ბავშვი რომ გარდაიცვალა, მას მოუგონეს, რომ სისტემის პრობლემა იყო, სინამდვილეში - კორონავირუსი საერთოდ არაფერს შუაში არ იყო.
კამპანია მიმდინარეობს, ხან ეკატერინე ტიკარაძის დიპლომს ეძებენ ტრიკოტაჟის ფაბრიკაში, ხან Facebook-ზე გამოხტებიან და ფოტოშოპით ამზადებენ მძიმე შეურაცხმყოფელ კონტენტებს არამხოლოდ რომელიმე ექიმის მისამართით, არამედ ყველას მიმართ. როდესაც პირველი ტალღის დროს, უდიდესი წარმატება იყო, მაშინაც კი იკადრეს თავდასხმა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
13 იანვარი 2025, 14:33
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ხელისუფლება აპირებს საგამოძიებო კომისიის შექმნას 2003 - 2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არასაკმარისად მიგვაჩნია და ვამბობთ, რომ 2012 წლის შემდეგაც იყოს გამოძიებული
მტკიცებულებებს თავიანთი ავტორები ჰყავს, დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც წლების განმავლობაში ღიად მტრობენ საქართველოს, მის ინტერესებს, იქნება ეს წერილებით, თუ იმ საქმიანობით, როცა ევროკავშირის სტრუქტურების დერეფნებში დარბოდნენ და ეხვეწებოდნენ მათ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ მიენიჭებინათ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.
13 იანვარი 2025, 14:29
პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: ჩვენ ამერიკასთან არ გვქონდა უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და პირდაპირი რეისები. ამ თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი შეცვლილა
თვე და ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება გამოაცხადა. მმართველი გუნდის განცხადებით დადასტურდა, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან არ არსებობდა და გამოცხადებული გადაწყვეტილებით არაფერი შეცვლილა.
13 იანვარი 2025, 14:21
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ბუნებრივია, ეს დამნაშავე ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, როგორც მოხდა ეს ნიურნბერგის პროცესის დროს
ბუნებრივია, ეს დამნაშავე ორგანიზაცია უნდა გაუქმდეს, როგორც მოხდა ეს ნიურნბერგის პროცესის დროს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.
13 იანვარი 2025, 14:18
მსოფლიო
Reuters: ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს, ლიდერებს შორის შეხვედრის ორგანიზების მიზნით, სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters-ი ამერიკის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალ მრჩეველზე მაიკ უოლცზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 14:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სანამ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არ გასამართლება და პოლიტიკას არ ჩამოშორდება, ქვეყანას არაფერი ეშველება
სანამ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არ გასამართლება და პოლიტიკას არ ჩამოშორდება, ქვეყანას არაფერი ეშველება - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
13 იანვარი 2025, 14:15
პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი გასამართლდეს
ჩვენ მივეცით დაპირება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოვახდენდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრირებას, მოვახდენდით მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება და გამოიკვეთება კომისიის მუშაობის დროს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
13 იანვარი 2025, 13:58
მსოფლიო
Reuters: ბელგიაში საპენსიო რეფორმის გამო საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
ბელგიაში მოსალოდნელი საპენსიო რეფორმის გამო საერთოეროვნული გაფიცვა დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 13:56
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ „ნაცებს“. ნებისმიერი პროტესტი, სადაც „ნაცები“ არიან, დამარცხებისათვის არის განწირული
ყველა გულწრფელ ადამიანს, ვინც გულწრფელად აპროტესტებს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ ნაცებს. ნებისმიერი პროტესტი, სადაც ნაცები არიან, დამარცხებისათვის არის განწირული, - წერს სოციალურ ქსელში სვიმონ ჯანგულაშვილი.
13 იანვარი 2025, 13:17
მსოფლიო
FBI-ის დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ ტრამპთან უთანხმოების გამო თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებს.
13 იანვარი 2025, 13:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კანონის მუხლებში ცდილობს მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მის შვილს ომში მოხალისედ წასვლა ძლივს გადააფიქრებინა, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. „ძლივს გადავაფიქრებინე ჩემს შვილს ომში მოხალისედ წასვლა - თქვა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, მინისტრი კულება საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში ქართველი მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას ითხოვდა, რაც საქართველოს ომში ჩართვის ტოლფასი იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ მებრძოლების გაგზავნა მოსთხოვა. როდესაც ამაზე უარი მიიღო, საპასუხოდ, კულებამ უკრაინის ელჩი გაიწვია, აქაურმა ოპოზიციამ და ენჯეოებმა კი რუსთაველზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლის მოთხოვნა, რუსეთის სანქცირებასთან ერთად, ხელისუფლების ორგანიზებით ქართველების ომში გაგზავნა იყო. იმ აქციებისას მაშინდელი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოთქმული ფრაზა კი - "ბომბებით გამოწვეული წვა მირჩევნია, მთავრობის უარით განცდილ სირცხვილს" - ისტორიას დარჩა. ახლა კი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უკრაინის კანონის მუხლებში ცდილობს მოძებნოს გამართლება, თუ რატომ არ უნდა წავიდეს მისი 18 წლის შვილი ომში უკრაინის დასაცავად. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სარგებელზე უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა დანილოვმა, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეშივე ისაუბრა, როდესაც თქვა, რომ საქართველო მისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყოს დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, რადგან რუსეთს "საქმე გამოუჩნდებოდა გარდა იმისა, რომ უკრაინული ქალაქები და სოფლები გაენადგურებინა და უკრაინელი ბავშვები და ქალები დაეხოცა". მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნით საქართველოზე ზეწოლა, უკრაინის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთს კანონები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც საქმე არა სხვა ხალხს, არამედ საკუთარ შვილს ეხება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
13 იანვარი 2025, 12:56
მსოფლიო
ხორვატიის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ამოცანაა დაიცვას ქვეყანა ომისგან, წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის, სანქციიებით ვერაფერს მივაღწევთ - ვინ არის ხორვატიის ახლადარჩეული პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა. ვინ არის ზორან მილანოვიჩი - მილანოვიჩს უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსად მოიხსენიებენ. სინამდვილეში ის წინააღმდეგია, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინაში ნატოს მისიაში მიიღონ მონაწილეობა, განცხადებაში კი ამის მიზეზები მკაფიოდ განმარტა. მილანოვიჩის განცხადებით, მისთვის მთავარი ქვეყნის უსაფრთხოებაა.
13 იანვარი 2025, 12:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობებში დღეს გვაქვს მოცემულობა, რომელიც არასახარბიელოა, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვრცლად ისაუბრა გადაცემაში „იმედი LIVE“.
13 იანვარი 2025, 12:21
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის მოწოდებები და პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს
არ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების, ფიზიკური და მორალური ანგარიშსწორების, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევის, ქვეყნის მიმართ სანქციების შემოღებისთვის ხელის შეწყობის საჯაროდ გაჟღერებული მოწოდებები და მითუმეტეს, პრაქტიკული საქმიანობა დაუსჯელი რჩებოდეს, სულ რომ შუაზე გასკდნენ ეს ამაზრზენი ევროპარლამენტარები და უილსონი სალომეზე დაქორწინდეს, - წერს ისტორიკოსი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.
13 იანვარი 2025, 12:19
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-6 გოლი გაიტანა
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-6 გოლი გაიტანა.
13 იანვარი 2025, 12:16
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონური საზოგადოება პოლონეთში ჩასული უკრაინელებისგან დაიღალა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პოლონური საზოგადოება დაიღალა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
13 იანვარი 2025, 11:53
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუაზე, ვიქტორ სანიკიძეზე და კიდევ რამდენიმე დეპუტატზე გუშინდელ თავდასხმას გაგრძელება მოჰყვა, რომელიც ამჯერად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
ირაკლი ზარქუაზე, ვიქტორ სანიკიძეზე და კიდევ რამდენიმე დეპუტატზე გუშინდელ თავდასხმას გაგრძელება მოჰყვა, რომელიც ამჯერად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
13 იანვარი 2025, 11:38
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი რადიკალების პროტესტზე: ჩვენს თვალწინ იშლება მენტალობის გენოციდის ყველაზე „დახვეწილი“ და ქართველობასთან „გალაქტიკურად“ შორს მყოფი სიმახინჯეების სურათები
რადიკალების მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მათ ამორალურს უწოდებს. როგორც ექსპერტი წერს, რადიკალები ქართველების მენტალურ გენოციდს ახორციელებენ, ვინაიდან ის რასაც ისინი სჩადიან, შორსაა ქართველობასთან.
13 იანვარი 2025, 11:24
მსოფლიო
დმიტრო კულება: მე ძლივს დავარწმუნე ჩემი 18 წლის ვაჟი, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს, ომში არ წასულიყო
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღიარა, რომ უკრაინის დასაცავად ომში საკუთარი შვილი, 18 წლის ეგორ კულება არ გაუშვა.
13 იანვარი 2025, 11:23
საზოგადოება
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს.
13 იანვარი 2025, 11:18
სპორტი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დავით ხურცია ჩაიბარებს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დავით ხურცია ჩაიბარებს, - ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.