დავით ბაქრაძე: ჩვენი პოზიცია უცვლელია, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას
დავით ბაქრაძე
ფოტო: არქივი
„ევროპული საქართველოს“ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ არ მიდის დათმობაზე ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებზე, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ „ევროპულმა საქართველომ" პოზიცია შეიცვალოს და პარლამენტში შევიდეს.
ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც მათი მხრიდან არაერთხელ იქნა საჯაროდ გაცხადებული პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
„როდესაც არ ინიშნება ხელახალი არჩევნები, არჩევნების ლეგიტიმაცია და პარლამენტში დეკორაციის ფუნქციის შესრულება მკაფიოდ "ქართული ოცნების" თამაშია“,
„იმ პირობებში, როდესაც "ქართული ოცნება" გუშინაც კი, რაუნდის შემდეგ, მკაფიოდ ამბობდა, რომ ისინი არ მოდიან ჩვენთვის მთავარ საკითხებზე, ეს ეხება რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არანაირად არ იქნება და ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ „ევროპულმა საქართველომ“ შეიცვალოს პოზიცია.
ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მიგვაჩნია და იმედი გვაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ბოლომდე შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც მათი მხრიდან არაერთხელ იქნა საჯაროდ გაცხადებული საჯაროდ პარლამენტში არშესვლასთან დაკაშირებით. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, იმ პირობებში, როდესაც არ ინიშნება ხელახალი არჩევნები, დღეს მოქმედი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია და ამ პარლამენტში დეკორაციის ფუნქციის შესრულება არის მკაფიოდ „ქართული ოცნების“თამაში.
ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ დანარჩენ პარტიებშიც შენარჩუნდება ის ერთიანობა, რაც იყო დღემდე და ოპოზიციური სპექტრი იქნება სრულიად ერთიანი ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში. კრიზისიდან გამოსავალი არის ახალ არჩევნებში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტაში, საარჩევნო პაკეტის გაუმჯობესებაში და ამ სამივე ელემენტის გარეშე რაიმე სერიოზულ დათმობაზე წასვლა ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ გააძლიერებს "ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
„ლელოს“ ოფისში ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 10:14
მსოფლიო
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის შვილს სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:05
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება, მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.
26 აგვისტო 2026, 10:04
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.
26 აგვისტო 2026, 09:40
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით სავიზო მომსახურების მსურველთათვის გასაუბრებების ჩატარება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:32
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.
26 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება
პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. სოციოლოგიური გამოკითხვა „პოლსტერის“ ლაბორატორიამ ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 53% ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადაცემას.
26 აგვისტო 2026, 09:24
მსოფლიო
მედია: უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე NORSI-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:23
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
26 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა. პროექტში გორის მუნიციპალიტეტიდან 16-დან 21 წლამდე ასაკის 180 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
26 აგვისტო 2026, 09:17
საზოგადოება
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს რატი იონათამიშვილი და არჩილ ბერიძე ეწვივნენ
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად სპორტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულები. ამჯერად ბანაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარლამენტის წევრი, არჩილ ბერიძე ეწვივნენ.
26 აგვისტო 2026, 09:14
რეგიონი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხს ამოწმებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების პროცესში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს.
26 აგვისტო 2026, 09:12
საზოგადოება
თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
დამონტაჟდა სარწყავი ქსელი და გარე განათება. მოეწყო საპარკო ინვენტარი - დამონტაჟდა ურნები, სკამები. ასევე ეწყობა საბავშვო სივრცე და მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. იგება რულონური ბალახიც.
26 აგვისტო 2026, 09:06
საზოგადოება
იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდიან - მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება
26 აგვისტო 2026, 09:00
საზოგადოება
განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. დაიბომბა ტამბოვის ოლქში მდებარე ობიექტი
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. გვიან ღამით აფეთქებები რუსეთის ტამბოვის ოლქში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა, იუწყება უკრაინული მედია.
26 აგვისტო 2026, 02:39
მსოფლიო
AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის
ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
26 აგვისტო 2026, 00:47
სპორტი
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 23:48
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
25 აგვისტო 2026, 22:57
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 22:49
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ქანთრი-მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი დოლი პარტონი გარდაიცვალა, - წერს The New York Times-ი.


