ირაკლი კობახიძე: მოლაპარაკებებზე, ერთი თუ ორი პარტია ითხოვდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ ეს არ იყო ალეკო ელისაშვილი

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
არ შეიძლება პარტიული იყოს არჩევნები მუნიციპალურ დონეზე და ამ ელემენტარული პრინციპის წინააღმდეგ ბუნებრივია არავინ არ უნდა წავიდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანაში ერთი გამონაკლისის გარდა მოქმედებს ან შერეული, ან მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა.
„ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს ის პაკეტი, რაც მოლაპარაკების მაგიდის გარშემო განიხილება. საქმე ეხება როგორც საარჩევნო სისტემის საკითხებს, მათ შორის კარს არის მომდგარი ადგილობრივი არჩევნები, 10 თვეში, არც კი ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოლაპარაკებებზე, ერთი თუ ორი პარტია ითხოვდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ ეს არ იყო ალეკო ელისაშვილი, ის პირიქით, წინააღმდეგი იყო. განვითარებულ სამყაროში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სრულად პროპორციული არჩევნები ტარდება მუნიციპალურ დონეზე, არის ნიდერლანდები. შეიძლება ერთი იყოს კიდევ, უბრალოდ მე არ ვიცი. მთავარი არსი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არის მაქსიმალური სიახლოვე მუნიციპალურ ორგანოებსა და მოსახლეობას შორის, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ერთი გამონაკლისის გარდა მოქმედებს ან შერეული სისტემა, ან მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, მათ შორის იმისთვისაც, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებსაც ჰქონდეთ თვითმმართველობის ორგანოებში მოხვედრის საშუალება. არ შეიძლება პარტიული იყოს არჩევნები მუნიციპალურ დონეზე და ამ ელემენტარული პრინციპის წინააღმდეგ ბუნებრივია არავინ არ უნდა წავიდეს. როდესაც დათმობებზე ვსაუბრობთ და არაერთხელ ვთქვი, რომ დათმობა არ არის სწორი სიტყვა. არ შეიძლება რამეს დათმობა ობიექტური ინტერესების ხარჯზე მოხდეს. თუ მთელ მსოფლიოში აპრობირებულია ის პრინციპი, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებსაც აქვთ თვითმმართველობის ორგანოებში მოხვედრის შესაძლებლობა, არ შეიძლება ჩვენ ამ პრინციპს ვუღალატოთ, თუნდაც რაღაც შეთანხმების ინტერესების გათვალისწინებით. პრინციპებზე იქნება აგებული ჩვენი ყველა შეთავაზება, რომელსაც პარტიებს და საზოგადოებას წარვუდგენთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 04:58
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ისრაელსა და ირანს მოუწოდებს, შეაჩერონ მზარდი კონფლიქტი
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელსა და ირანს მოუწოდებს, შეაჩერონ მზარდი კონფლიქტი.

14 ივნისი 2025, 04:51
მსოფლიო
ირანელი მაღალჩინოსანი: ირანი სამიზნედ ამოიღებს ნებისმიერი ქვეყნის რეგიონულ ბაზას, რომელიც დაიცავს ისრაელს
ირანელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ირანი გააძლიერებს ისრაელზე თავდასხმებს და სამიზნედ ამოიღებს ნებისმიერი ქვეყნის რეგიონულ ბაზებს, რომელიც ისრაელის დაცვას შეეცდება.

14 ივნისი 2025, 03:54
მსოფლიო
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანის მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში საწვავისა და საბრძოლო მასალების საწყობზე, ასევე რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავზე მიიტანეს იერიში.

14 ივნისი 2025, 03:11
მსოფლიო
გაეროში ისრაელის ელჩი: ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისრაელისთვის გადარჩენის საკითხი იყო
გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ პარასკევს დილით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისრაელისთვის გადარჩენის საკითხი იყო.

14 ივნისი 2025, 02:55
მსოფლიო
ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილი ისრაელელი ქალი გარდაიცვალა
ისრაელელი ქალი, რომელიც ცენტრალურ ისრაელში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად მძიმედ დაიჭრა, პარასკევს ღამით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

14 ივნისი 2025, 02:38
მსოფლიო
თელ-ავივსა და იერუსალიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის
ირანული რაკეტების თავდასხმის ფონზე თელ-ავივსა და იერუსალიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 02:20
მსოფლიო
„ცაჰალი“: განგაშის ხმა ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ისმის
კიდევ ერთხელ, მილიონობით ისრაელელი ამჟამად თავშესაფრებისკენ გარბის, რადგან ირანიდან განხორციელებული მორიგი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განგაშის ხმა ისრაელის მთელ ტერიტორიაზე ისმის, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

14 ივნისი 2025, 02:16
მსოფლიო
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების მესამე ტალღა გაუშვა
ცოტა ხნის წინ, ისრაელის რამდენიმე რაიონში განგაშის ხმა გაისმა, მას შემდეგ, რაც ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაფიქსირდა, - განაცხადეს ისრაელის თავდაცვით ძალებში.

14 ივნისი 2025, 02:10
მსოფლიო
მედია: თეირანში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის
Agence France-Presse-ის კორესპონდენტის ცნობით, თეირანში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

14 ივნისი 2025, 02:01
მსოფლიო
ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის ორ საჰაერო ბაზას დაარტყა
ისრაელის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ირანის საჰაერო ძალების ორ ბაზაზე - „ჰამადანსა“ და „თავრიზზე“ მიიტანა იერიში.

14 ივნისი 2025, 01:56
მსოფლიო
ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობა განიხილეს.

14 ივნისი 2025, 01:48
მსოფლიო
ირანმა საჰაერო სივრცე 14 ივნისის 14:00 საათამდე დახურა
ირანმა განაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცე ფრენებისთვის 14 ივნისის 14:00 საათამდე დაიხურება.

14 ივნისი 2025, 01:44
მსოფლიო
გაეროში ირანის ელჩი: ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმებს 78 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები, ხოლო 320-ზე მეტი - დაშავდა
გაეროში ირანის ელჩმა, ამირ ირავანიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმებს 78 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები, ხოლო 320-ზე მეტი - დაშავდა.

14 ივნისი 2025, 01:30
მსოფლიო
რაფაელ გროსი: ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე საწვავის გამდიდრების მიწისზედა დანადგარი გაანადგურა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე საწვავის გამდიდრების მიწისზედა დანადგარი გაანადგურა.

14 ივნისი 2025, 01:00
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: დადგა დრო, რომ ირანელი ხალხი გაერთიანდეს თავისი დროშისა და ისტორიული მემკვიდრეობის გარშემო, რათა დაიცვას თავისი თავისუფლება ბოროტი და მჩაგვრელი რეჟიმისგან
ისრაელის ოპერაციის მიზანი ისლამური რეჟიმის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის თავიდან აცილებაა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში.

14 ივნისი 2025, 00:47
მსოფლიო
ისრაელის სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა
ისრაელის სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა.

14 ივნისი 2025, 00:01
მსოფლიო
CNN: აშშ ისრაელს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა
ისრაელური წყაროების ცნობით, აშშ ისრაელს პარასკევს საღამოს ირანული რაკეტების განეიტრალებაში დაეხმარა.

13 ივნისი 2025, 23:55
მსოფლიო
CNN: ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები
ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები. ამის შესახებ CNN-ს ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

13 ივნისი 2025, 23:50
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს: რეჟიმმა არ იცის, რა დაატყდა თავს, ან რა დაატყდება - ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი
ირანელი ხალხისადმი მიმართავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, „ადგნენ და გააგონონ თავიანთი ხმა“ და განაცხადა, რომ ისრაელის ბრძოლა არა მათ წინააღმდეგ, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგ არის.

13 ივნისი 2025, 23:38
მსოფლიო
მაკრონი: ირანს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრება ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის.