ნიკა გვარამია: თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ჰარცელისა და დეგნანის ქცევა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ
ნიკა გვარამია
ფოტო: არქივი
თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ამგვარი ქცევა დასავლური ელჩებისა, რომლებიც ტყვებით ვაჭრობაში იღებენ მონაწილეობას და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს. ეს არის სირცხვილი და ანტიდასავლური. მივმართავ ოპოზიციას და ოპოზიციის ამომრჩეველს, რომელიც ცოტა ფრუსტრირებულია, გადაღლილია, უიმედოა, არ არის მეგობრებო ეს მდგომარეობა სწორი. შეხედეთ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ თვალით – თქვენი მოწინააღმდეგის, თქვენი მტრის თვალით, – ამის შესახებ „მთავარის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის მტერი და ბიძინა ივანიშვილი პირველი მათგანი. შეხედეთ, რა დღეში არიან ისინი, როგორც იტყვიან, კატის დღეში არიან. რატომ? ჯერ ერთი, არიან მარტო პარლამენტში და ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება არის პარლამენტში მარტო და ყველამ, როგორც ერთმა, უარი თქვა მათთან თანამშრომლობაზე. შეუძლებელია, ყველა, როგორც ერთი გაერთიანდეს, თუ გაერთიანების საფუძველი არ არის სიმართლე და ხალხის ნება. რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩემი დღეს ნათქვამი ტექსტები ალეკო ელისაშვილის ან მისი პარტიის სხვა წევრების მიმართ იყო, არა, ასე არ არის. მე ეს ეჭვები არ გამომითქვამს. სხვა რამეზე ვისაუბრე. ყველას მივმართე, როგორც ერთს, რადგან აქამდე ისინი მოქმედებდნენ – ყველა, როგორც ერთი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, გასაკვირია, ვისი მანდატით იმყოფებოდა ელჩი კელი დეგნანი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.
„ყველამ, როგორც ერთმა, თქვა შემდეგი რამ – არ დავჯდებით ჩვენ ამ ხალხის გვერდით, ისინი არიან ხალხის ხმის ქურდები. მარტო არიან ქვეყნის შიგნით, მაგრამ არიან საერთაშორისო იზოლაციაშიც. აბა გამოიკვლიეთ, მოითხოვეთ, რომელმა ქვეყანამ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ დროს ამას ულოცავდნენ უკვე ეგზიტპოლების ფონზე, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ 2012-ში ეგზიტპოლების შემდეგ მიულოცეს. შემაჯამებელი ოქმი შედგა, პარლამენტში შევიდა „ქართული ოცნება“, რომელმა ქვეყანამ მიულოცა? კელი დეგნანი იქ რომ იჯდა, ჩემი აზრით, სრულიად მძიმე შეცდომის დამშვები კელი დეგნანი, რომ იჯდა პარლამენტში, მისმა სამშობლომ, რომლის ხაზსაც უნდა ატარებდეს აქ, მიულოცა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლა? – არა. აბა, ვისი მანდატით იჯდა ქალბატონი დეგნანი პარლამენტში? იმ „ქოცი“ თანამშრომლების, გამოტენელი რომ არის „ქოცი“ სტაფერებით საელჩო, რაც პროტოკოლის დარღვევაა და პოლიტიკური დისბალანსი, სოფო ბზიშვილის მითითებით იჯდა ქალბატონი დეგნანი პარლამენტში? სოფო ბზიშვილის, რომელიც „ქართული ოცნების“ მეთვრამეტე ნომრის, გიორგი ხელაშვილის მეუღლეა? სამარცხვინო გიორგი ხელაშვილის, რომლის მითითებით მოხდა ადამიანების დაჭერა ისნის საქმესთან დაკავშირებით. ამ კაცის ცოლის ირგვლივ რომ ტრიალებს ამერიკის საელჩოს გადაწყვეტილებები, ამის მითითებით იჯდა ქალბატონი დეგნანი პარლამენტში? საქართველოს ხალხის უმრავლესობა თვლის, რომ ეს პარლამენტი არის უკანონო. აშშ-ს არც ერთი სიტყვა არ დაუძრავს არჩევნების ლეგიტიმურობაზე და არც მიულოცავთ გამარჯვება, ვისი მანდატით იმყოფებოდა ან ვის ინტერესებში იმყოფებოდა ქალბატონი დეგნანი პარლამენტში, სადაც არ იყო ევროკავშირის ელჩი, ბატონი ჰარცელი. შეიძლება, ეს ვიკითხოთ და გავარკვიოთ? ქალბატონ დეგნანასაც და ბატონ ჰარცელსაც მოვუწოდებ, დაანებონ თავი, ჩემი ან სხვა პოლიტმატიმრების თემების განხილვას. ეს არ არის მათი საქმე“, – განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამიას განცხადებით, „ტყვეებით ვაჭრობა და ტყვების გამოსყიდვა არ შეიძლება, ელჩების საქმე იყოს“.
„ელჩების საქმეა, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. ის კი არა, რომ ჩვენ გადაგვარჩინონ და ამის სანაცვლოდ რაღაცები გამოივაჭრონ „ქართული ოცნებისთვის“, არა მეგობრებო, ეს სირცხვილია. თუ რამეა ანტიდასავლური, ეს არის ქცევა „ქართული ოცნებისა“. თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ამგვარი ქცევა დასავლური ელჩებისა, რომლებიც ტყვებით ვაჭრობაში იღებენ მონაწილეობას და „ქართული ოცნების“ ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს. ეს არის სირცხვილი და ანტიდასავლური. ეს აღვივებს ნიჰილიზმს, ფრუსტრაციას დასავლეთის მიმართულებით და ამაში ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვის ზუსტად იმ ორ ფასილიტატორს, რომელზეც ვსაუბრობ. გამობრძანდნენ და თქვან, გვარამია გამოუშვითო – კი არ უთხრან ჩუმად ყურში „ქართულ ოცნებას“, გამოვიდნენ და საჯაროდ დააფიქსირონ, რომ გვარამია არის პოლიტიკური დევნის სუბიექტი, დააფიქსირონ, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არიან პოლიტიკური დევნის სუბიექტები. არავის სჭირდება ნაჩუქარი თავისუფლება“, – განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამია ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რომლის ფასილიტატორების საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები არიან, აღარ განაგრძნონ. როგორც გვარამიამ განაცხადა, რეპრესიებით დამმუქრებელ ადამიანებთან საუბრით ოპოზიცია ვერაფერს მიიღებს.
„ყველას მივმართავ, გინდათ ტყვეებით მოვაჭრე, რეპრესიებით დამმუქრებელ ადამიანებთან ლაპარაკი? წადით და ილაპარაკეთ. ოღონდ ვერ მიიღებთ ვერაფერს, გაათავისუფლებთ ოთხს, დაიჭერენ რვას. გაათავისუფლებთ რვას, დაიჭერენ 64-ს, ტყვეებით ვაჭრობასა და ასეთ სპირალებში ჩამყოლი ადამიანები მიიღებენ ამას. არავის ესწავლება, მით უმეტეს იმ ელჩებს, რომლებზეც ვსაუბრობ, რომ ტერორისტებთან არ საუბრობენ. ტერორისტებთან მოლაპარაკება არის დაღუპვა და სპირალში ჩასვლა. გინდათ ტერორისტებთან ლაპარაკი? წადით, დაუჯექით კობახიძეს და ელაპარაკეთ, რომელიც რეგისტრაციას უუქმებს „ნაციონალურ მოძრაობას და დაიჭერს ალბათ ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილს იცნობს და მასზე კარგი წარმოდგენის არის. წადით და ელაპარაკეთ. გინდათ საუბარი იმაზე, რომ თამარ ჟვანიას ნაცვლად, თამარ ჟვანია 2 იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსი? მაგრამ 21-ე საუკუნეში ფაქტები კი არა აღქმები წყვეტს ყველაფერს და ვერავინ ვერასდროს დაიჯერებს ამ ქვეყანაში, „ქოცებიც“ კი, რომ ფული არ აიღეთ და იმიტომ არ ლაპარაკობთ. მე დავიჯერებ, სხვები არა. მე შეიძლება მჯეროდეს, სხვები ვერ დაიჯერებენ“, – განაცხადა გვარამიამ.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა.
25 აგვისტო 2026, 13:09
მსოფლიო
Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს
Euractiv-ის ინფორმაციით, ორშაბათს კიევის სოფიის მოედანზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპის რვა ლიდერი შეიკრიბა. ქალაქისთვის, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო, მათი ყოფნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი და მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გახდა.
25 აგვისტო 2026, 12:51
კულტურა
ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს
ოქტომბერში ესპანეთში ვუდი ალენის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები დაიწყება. Deadline-ის ცნობით, პროექტი „უპირატესად ინგლისურენოვანი“ იქნება. ფილმში მონაწილეობას მიიღებს მსახიობთა „ვარსკვლავური შემადგენლობა“, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დაკომპლექტებულა. ამ ეტაპზე ასევე უცნობია სურათის სახელწოდება და სიუჟეტის დეტალები.
25 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის
როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ ამ შენობის [პარლამენტი] წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
25 აგვისტო 2026, 12:29
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე: ყველა სტუდენტს ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებას და ინტელექტუალურ რესურსს მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებას!
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს ყველა ახალგაზრდას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, სტუდენტობის წლებში დაგროვილი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
25 აგვისტო 2026, 12:18
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს - მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში
„განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში“.
25 აგვისტო 2026, 12:16
რეგიონი
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას" განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება
27 აგვისტოს ამბროლაურში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“გაიმართება, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი წელს პირველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ ერთად, ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტია. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 12:14
სამართალი
სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
25 აგვისტო 2026, 12:13
პოლიტიკა
ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.
25 აგვისტო 2026, 12:08
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა
ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
25 აგვისტო 2026, 11:55
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: რომ ვუსმენ ნაირა გელაშვილებს და ლანა ღოღობერიძეებს, ასევე სტაჟიან პუტჩისტებს, სულ ვფიქრობ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილსნაირი სახელმწიფო მოღვაწისებრი ადამიანი, ყოველთვის გაუცხოების საგანი, იყო, არის და იქნება
რომ ვუსმენ ნაირა გელაშვილებს და ლანა ღოღობერიძეებს, ასევე სტაჟიან პუტჩისტებს, სულ ვფიქრობ, რომ მათ და ბუბასებრ გარეწრებს, ბიძინა ივანიშვილსნაირი სახელმწიფო მოღვაწისებრი ადამიანი, ყოველთვის გაუცხოების საგანი, იყო, არის და იქნება, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
25 აგვისტო 2026, 11:48
მსოფლიო
უკრაინის სასამართლომ ზელენსკის ოფისის უფროსის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეს ირინა მუდრას კორუფციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 მილიონი გრივნის, ანუ 448 ათასი დოლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 11:38
მსოფლიო
Reuters: პაკისტანმა და ირანმა აშშ-თან და ისრაელთან ომის დასრულების საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს
პაკისტანმა და ირანმა მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს. მოლაპარაკებები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომს, ასევე მშვიდობისკენ მიმავალი გზების მოძიებას შეეხებოდა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საზოგადოებამ კარგად იცის, რა არის მთავარი ქველმოქმედება და რატომ არის ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებული - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, უსამშობლო ადამიანები, აგენტურა და მათი მფარველები ვერ პატიობენ ივანიშვილს იმ უდიდეს პოლიტიკურ ქველმოქმედებას, რაც მან 2012 წელს გააკეთა
მათი განცხადებები და თავდასხმები არ არის უბრალოდ დაუნახაობა ან უმადურობა, აქ არის ძალიან დიდი ბოროტება, ღვარძლი და შური საქართველოსა და იმ სიკეთეების მიმართაც, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული საკუთარი ხალხის მიმართ, იმ ქველმოქმედებების მიმართ, რომელთა სია ამოუწურავია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელიც მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებს და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.
25 აგვისტო 2026, 11:30
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ასტრონავტებისთვის გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილა შექმნეს🍪
ორცხობილას თვითღირებულება კილოგრამზე 60 დოლარს შეადგენს, თუმცა ავტორები საფუვრის ეფექტიანობის გაზრდისა და წარმოების მასშტაბირების ხარჯზე ფასის შემცირებას ელოდებიან. მათი აზრით, ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ კოსმოსში, არამედ დედამიწაზეც - წყალქვეშა ნავებზე, კატასტროფის ზონებში ან როგორც პლასტმასის ნარჩენების პრობლემის გადაჭრის ხერხი.
25 აგვისტო 2026, 11:29
ეკონომიკა
„ფონდი ქართუ“: 2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ გამოისყიდა ფიზიკური პირების 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები - თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს
თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში,- ნათქვამია ფონდი „ქართუს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
25 აგვისტო 2026, 11:28
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.
25 აგვისტო 2026, 11:06
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული აქტივისტების საქმიანობას აკრიტიკებს და მათ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, ეს ჯგუფები სხვადასხვა პერიოდში საზოგადოებაში არაერთ დაპირისპირებისა და პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ კამპანიას აწარმოებდნენ.
25 აგვისტო 2026, 10:56
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, თბილისის ტექნოპარკში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:56
რეგიონი
ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი , მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. შეწამვლის პარალელურად, სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, უკვე დამუშავებულ ფართობებში მონიტორინგს ატარებენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააკენტოს პრესსამსახური ავრცელებს.


