http://imedi.ge/ /  13 დეკემბერი 2020, 16:11 / სანდო წყარო

ხვალ პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება

პარლამენტი

ხვალ ახალი პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება. კომიტეტები შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ დებულებებს, ასევე დაგეგმილია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.

ამ დღის წესრიგით 14 დეკემბერს სხდომას გამართავენ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.

ყველა სიახლე

17 მაისი 2026, 15:20

მსოფლიო

ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა კონგოს დედაქალაქ კინშასაში, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან (აღმოსავლეთ პროვინცია იტური) დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული.

17 მაისი 2026, 15:16

რეგიონი

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ლოცვა კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მსვლელობა გაიმართა.

ცოტნე ანანიძე

17 მაისი 2026, 15:09

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც, ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში, ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს

ჩვენნაირი ერისთვის, ჩვენნაირი ბრძენი ხალხისთვის, განსაკუთრებული ფასეულობაა ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოში ყველა ოჯახს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ახლა, პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღნიშნავენ ამ დღეს. მინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების, მათ შორის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და მისი მებრძოლების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც, ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში, ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

17 მაისი 2026, 14:57

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას შეუერთდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას შეუერთდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს მიულოცა და განაცხადა, რომ ეს დღე, როგორც ერთიანობის და ღირებულებების სიმბოლო უნდა შენარჩუნდეს.

შალვა პაპუაშვილი

17 მაისი 2026, 14:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება; როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად; როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს

საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, მტკიცეა ეროვნული თვითშეგნებაც და მტკიცეა თავად სახელმწიფოც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აღავლენდა.

ირაკლი კობახიძე

17 მაისი 2026, 14:42

პოლიტიკა

პრემიერი: წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ფასეულობები

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის. წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები. სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ“, - განაცხადა პრემიერმა.

თინათინ რუხაძე

17 მაისი 2026, 14:38

პოლიტიკა

თინათინ რუხაძე: ოჯახი იყო, არის და იქნება ჩვენი სიმტკიცის, სიყვარულისა და იდენტობის მთავარი საყრდენი

„განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ დღეს აქ უამრავი ახალგაზრდა, ახალი თაობის წარმომადგენელია შეკრებილი, რაც კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ მტკიცედ გრძელდება ის სულიერი და კულტურული ხაზი, რომელიც ჩვენს ერს საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისთვის. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან დღეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

17 მაისი 2026, 14:35

საზოგადოება

მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელი შიო მესამეს: გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები. ქრისტე აღსდგა! აქსიოს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

როგორც განსვენებული დიდი კათალიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენს გულზე ამოტვიფრული ხალხის მიმართ. პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა, თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ, - მიმართა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღვდელესოება ნიკიტამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეს.

ირაკლი კობახიძე

17 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

პრემიერი: 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს

„წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე. 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს. ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმძაფრით გაგვააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც კიდევ დიდხანს გაუნათებს გზას ჩვენს ქვეყანას ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის გზაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მაკა ბოჭორიშვილი

17 მაისი 2026, 14:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გავიხსენებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ამ დღის მნიშვნელობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებსა და საზოგადოების საფუძვლად ქცეულ ფასეულობებს ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. ამ თემაზე მან მსვლელობის დროს, მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

17 მაისი 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის

„უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედა ეკლესია, ღმერთმა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

17 მაისი 2026, 14:15

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: ვზეიმობთ დღესასწაულს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახელთანაა დაკავშირებული და ეფუძნება ჩვენ ტრადიციებს და ურთიერთპატივისცემას

„ოჯახი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და საყრდენია. სწორედ ძლიერი ოჯახები ქმნის ძლიერ საზოგადოებას და ძლიერ ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს!“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

17 მაისი 2026, 14:13

პოლიტიკა

პრეზიდენტი: ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ინახავს. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია

„ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის, ერთობის, ოჯახური ღირებულებებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე. თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავაძლიეროთ ის წმინდა სივრცე, სადაც სიყვარული, ერთგულება და თაობათაშორისი კავშირი ცოცხლობს. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! ღმერთმა დალოცოს, გაამრავლოს და გააძლიეროს ყოველი ქართული ოჯახი. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო -საქართველო!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიტროპოლიტი როსტისლავი

17 მაისი 2026, 14:08

საზოგადოება

ჩეხეთის მიტროპოლიტი როსტისლავი: მტკიცედ მწამს, რომ ძმური ურთიერთობები ჩვენს ეკლესიებს შორის კვლავ განვითარდება და გაძლიერდება

„მტკიცედ მწამს, რომ ძმური ურთიერთბები ჩვენს ეკლესიებს შორის კვლავ განვითარდება და გაძლიერდება და თქვენი დახმარებით ეს მოხდება ორმხრივი პატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით მსოფლიოში, რომელსაც ძალზედ ესაჭიროება ქრისტეს სიტყვა, რომელსაც მოაქვს ჭეშმარიტება და მშვიდობა და ურთიერთგაგება ადამიანებს შორის“, - განაცხადა მიტროპოლიტმა როსტისლავმა.

შიო მესამე

17 მაისი 2026, 13:57

საზოგადოება

შიო მესამე: გაგრძელდება ნეტარხსენებული ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა

გაგრძელდება მის [ილია მეორის] მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლისა და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამების ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.

მაკა ბოჭორიშვილი

17 მაისი 2026, 13:56

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შიო მესამე

17 მაისი 2026, 13:55

საზოგადოება

შიო მესამე: ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არამარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს

სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამების ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.

შიო მესამე

17 მაისი 2026, 13:32

საზოგადოება

შიო მესამე: დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლისა კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის

„წლევანდელი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ვზეიმობთ. ძვირფასო სტუმრებო, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უახლოეს მომავალში მოგიწვიოთ ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რათა ქრისტეს მიერ ერთობით ვიდღესასწაულოდ ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა“, - განაცხადა პატრიარქმა.

17 მაისი 2026, 13:31

საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ. მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან დაიწყო. მასში მონაწილეობას მოქალაქეებთან ერთად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გენო პეტრიაშვილი

17 მაისი 2026, 13:06

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და ულამაზესი დღეა. მინდა ჩვენ მოსახლობას მხნეობა, ერთიანობა და სიყვარული ვუსურვო

პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, გენო პეტრიაშვილი სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. ამის თაობაზე მან მსვლელობის დროს, მედიასთან ისაუბრა.