imedi /  15 დეკემბერი 2020, 14:38 / სანდო წყარო

გოგა ხაინდრავა: ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე, რომ ქართული პოლიტიკური სივრციდან მიდიან ქაჯები

გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა

რამდენად ვიცი, ცესკომ ხუთ პარტიას გაუუქმა სიები, მათმა ბელადმა ნათელაშვილმა განცხადება დაწერა პარლამენტში და იმედი მაქვს, მისი მიმდევრები და თანამებრძოლები ამ გზას აირჩევენ და საქართველოს პარლამენტი გაიწმინდება ქაჯებისგან, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, ქაჯებს უკან გაჰყვებიან ქაჯანები არასამთავრობო და მედია სივრციდან.

„ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ და ერთმანეთით სულდგმულობენ. იქ, სადაც ქაჯები არ იქნებიან, არ იქნებიან ქაჯუნებიც. ჩვენ ბოლო კვირებში ვხედავთ ვაქხანალიას, სამარცხვინოს. რაც ამ ქვეყანაში ხდება, ძალიან ვნებს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მომავალს. ისეთი ქაჯი, როგორიც არის ჩერგოლეიშვილი, გერმანიის ელჩს შეურაცხყოფას აყენებს, ეს არის ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფა. ის იმ ქვეყნის ელჩია, რომელმაც 90-წლიდან გადაარჩინა შიმშილს ეს ქვეყანა, თუ ვინმე უდგას გვერდით საქართველოს მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც იმ მთავარ ქაჯებთან უთანასწორო ბრძოლაში, რომლებიც მოსკოვში არიან და რომლებიც მართავენ ამ ქაჯებს, ისე მთელ საერთაშორისო ასპარეზზე, პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ეს არის გერმანია. ის, რაც ჩერგოლეიშვილმა დაწერა თავის სტატუსში, სადაც ახსენა გაზის კამერები, ეს არის სამარცხვინო, ეს მეტყველებს, რომ ჩვენ სიბნელეში ვცხოვრობთ და მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ბნელები მართავდნენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, უბედურებაა, რომ პარტიას „ევროპული საქართველო“ ჰქვია და ყველამ იცის, რა ბნელები არიან.

„ჩერგოლეიშვილის ქმარი ისეთივე ბნელია, როგორც თავად. ის დღემდე ამ ქაჯების ოპოზიციის ერთ-ერთი ბელადია, აღარაფერს ვამბობ მედიამაჯლაჯუნებზე, მე არ ვიცი ამას როგორ იტანს ქართული საზოგადოება, რადგან რაც ახლა ხდება, აღარ ხდება ისეთ ქვეყნებში, რომლებიც საერთოდ პოლიტიკურ რუკაზე არ არიან. როცა ადამიანი კარგავს თვითგადარჩენის ინსტინქტს, ეს მიუთითებს, რომ მდგომარეობა არის ძალიან სავალალო, ჩვენ ამის მომსწრე ვიყავით, როგორ კარგავს ქართული საზოგადოების ნაწილი ინსტინქტს, ელემენტარული სიცოცხლის გადარჩენის ინსტინქტს. ამ ბნელმა თავყრილობებმა გააჩინა ის კატასტროფა, რომლის მომსწრე ვართ და რომელსაც ჩვენი მშობლები, ბებია ბაბუები ეწირებიან. დღეში 40-50 ადამიანი კვდება, რადგან ეს ბნელები ბოგინობემ ამ ქვეყანაში, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამას ბოლო მოეღო და მინდა მჯეროდეს, რომ ისინი გაქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან“, -განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის სამსახურში დგას.

„ამას ვამბობ 15 წელია და დღეს ეს აღარავისთვის ეჭვს არ იწვევს, ვის წარმოადგენენ ეს ბნელები და რას ემსახურება ეს გაშმაგებული შეტევა დასავლეთზე, ევროკავშირზე, ამერიკაზე, გერმანიაზე თავდასხმა, ეს ხომ ელემენტარულია. ელჩი არ წარმოადგენს საკუთარ თავს, ის წარმოადგენს ქვეყანას. როდესაც შენ ამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მონაწილეობს ტყვეების გაყიდვაში და ტყვეებით ვაჭრობაში, ეს ნიშნავს, რომ ამაში მონაწილეობას აშშ. ვინ დამაჯერებს, რომ ეს არ ესმის იმას, ვინც ამას ამბობს ან იმ ბნელების თავყრილობას, რომლებიც შალიკოს ფანჩატურში იყრიან თავს. თუ იმ ქვეყნებმა ზურგი გაქციეს, მერე ერთი-ერთზე რჩები ამ გავეშებული დათვთან, რომლის წარმომადგენლებიც არიან და ამის მშვენიერი მაგალითი იყო, რომ ვაშაძემ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვიდან მიიღო დავალება, მოშორდეს გემს, რომელიც იძირება.

„ის გემი რომ იძირება, ამას ყველა ხედავს, ამოწურეს მათ რესურსი და პატრონებსაც აღარ სჭირდებათ, არც იქ და არც სხვაგან. იმ მომენტიდან, როცა ეს ბნელეთი შეიკრიბა ერთად და განახორციელეს ის, რაც ქნეს, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ პერსპექტივა ამ ფსევდოპოლიტიკურ ძალებს საქართველოში აღარ აქვთ. ჯერ გვერდზე გაწიეს და ახლა მთლიანად გააქრეს, რადგან როდის დასჭირდებათ თავისი ერთგული მსახური რუსეთის სპეცსამსახურებს, ჩვენ ამას დავინახავთ. ვაშაძე არსად არ გაქრება, მოვა დრო და გამოჩნდება ის, სადაც საჭირო იქნება იმ ძალებისთვის, ვინც მაგას მართავს. სამწუხაროდ, ამას არ ისმენს ქართული საზოგადოების ნაწილი და ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ ამ ბნელებს 500 ათასი უჭერს მხარს და დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იზიარებს მათ განწყობებს. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ დანარჩენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ვინც ამ შალიკოს ფანჩატურში არიან შეკრებილები, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ყველა სიახლე

25 აგვისტო 2026, 09:39

სპორტი

აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

25 აგვისტო 2026, 09:27

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.

ლევან ჭოტორლიშვილი

25 აგვისტო 2026, 09:24

პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება

ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ენდი ბერნემი

25 აგვისტო 2026, 09:19

მსოფლიო

Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ლაშა მარგიშვილი

25 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

25 აგვისტო 2026, 09:13

პოლიტიკა

ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.

25 აგვისტო 2026, 09:10

პოლიტიკა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას უკრაინის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 09:06

პოლიტიკა

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ასევე ავსტრალია, კანადა, ჰონდურასი, ისლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, პანამა და სამხრეთ კორეა უჭერენ მხარს.

25 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანდრეი მელნიკი

25 აგვისტო 2026, 04:23

მსოფლიო

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.

25 აგვისტო 2026, 04:14

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:57

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:40

მსოფლიო

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

25 აგვისტო 2026, 03:24

მსოფლიო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.

მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი

25 აგვისტო 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს

ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.

25 აგვისტო 2026, 03:04

მსოფლიო

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 02:51

მსოფლიო

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

ნიკოლ ფაშინიანი

25 აგვისტო 2026, 02:40

მსოფლიო

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.

დენ ნეგრეა

25 აგვისტო 2026, 02:33

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

25 აგვისტო 2026, 02:22

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“

ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“