IMEDI /  16 დეკემბერი 2020, 15:46 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელი: ვისურვებდი, რომ მენახა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება შესაძლო მეხუთე რაუნდი

კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი

ფასილიტატორი ელჩები აგრძელებენ ძალისხმევას სხვადასხვა მხარესთან, რომ მოლპარაკებებს ჰქონდეს კონკრეტული შედეგი, რომელიც ქვეყნისთვის არ იქნება საზიანო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა.

„გუშინდელი საუბრის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. მანდატებზე უარის თქმაზე დრო იწურება. ჩვენ შევდივართ პროცესში, რომელსაც მივყავართ გარკვეულ ლოგიკამდე, თუ რა მოხდება ერთი კვირის შემდეგ. ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს იმას, რომ მივდივართ თამაშის დასრულებამდე. ვაგრძელებთ ძალისხმევას სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებებზე, ვნახოთ თუ მივალთ შეთანხმებამდე. მე მჯერა, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. იქნება ეს კოვიდ-19 ის საკითხი თუ სხვა.

ბევრი სიახლე არ მაქვს. მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. თითოეული მათგანი თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება. გუშინდელი „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება შესაძლო მეხუთე რაუნდი. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მე ვისურვებდი, რომ მენახა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება. მე არ ვფიქრობ, რომ საკითხი დახურულია. ჩვენ გვჯერა რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2021, 13:25

მსოფლიო

Reuters: ნატოს თავდაცვის მინისტრები ახალ გენერალურ გეგმას შეათანხმებენ, რომელიც რუსეთის პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ნატოს თავდაცვის მინისტრები ახალ გენერალურ გეგმას შეათანხმებენ, რომელიც რუსეთის პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2021, 13:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში. ბუნებრივია, პროკურატურას უნდა წაეყენებინა შესაბამისი ბრალი

„ყველამ იცის, რომ სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა არ არსებობდა. ბუნებრივია, პროკურატურას უნდა წაეყენებინა შესაბამისი ბრალი, რაც საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2021, 13:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მარტვილში თორნიკე ჯანაშიას ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა და მეორე ტურში მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მარტვილში მათი კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მარტვილში გამართული შეხვედრების შემდეგ განუცხადა.

21 ოქტომბერი 2021, 13:22

საზოგადოება

რატი ბრეგაძემ ნონა გაფრინდაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ყველა მსჯავრდებულს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრმა ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2021, 13:18

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების შემოწმების საჭიროებაზე საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ ამისთვის პარლამენტისგან ცვლილებებია საჭირო

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების საქმიანობის შემოწმების საჭიროებას ხედავს და აცხადებს, რომ სამინისტროსთვის ამ უფლების მისანიჭებლად, შესაბამის ცვლილებებს პარლამენტისგან ელოდება.

21 ოქტომბერი 2021, 13:15

პოლიტიკა

ნათია თურნავამ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2021, 13:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩრდილოვან მთავრობაზე: ეს არის რაღაც უაზრო თამაშები

„ახლა ამას დაამატეს 2,5%-იანი „ლელო“ და 0%-იანი ბურჯანაძის „პროდასავლური“ პარტია. ეს არის რაღაც უაზრო თამაშები. რა თქმა უნდა, კონკრეტულად თბილისში კახა კალაძე უპირობოდ, დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს მეორე ტურში და იგივე მოლოდინი გვაქვს დანარჩენ 19 მუნიციპალიტეტშიც“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძე

21 ოქტომბერი 2021, 13:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიმიღია, არავის დავხმარებივარ ამ ნიშნით - ეს ხომ სამარცხვინოა

პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.

21 ოქტომბერი 2021, 13:07

პოლიტიკა

2021 წლის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიაში შემოსულ მცენარეულ ნიმუშებზე 1200 კვლევა ჩატარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეული ნიმუშების გამოკვლევები ხორციელდება.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 13:01

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ოპოზიციამ შეიძლება თქვას, რომ არ იყენებდა სიძულვილის ენას, მაგრამ ამომრჩეველს ეს ძალიან კარგად ახსოვს

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციამ შეიძლება თქვას, რომ არ იყენებდა სიძულვილის ენას, მაგრამ ამომრჩეველს ეს ძალიან კარგად ახსოვს - ეს რეალობაა და ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ნებისმიერი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია და დასჯადი

„საზღვრის უკანონო კვეთა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული არ არის. ეს ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნისა და არა მხოლოდ საქართველოს, საზღვრის უკანონო კვეთა პირდაპირ დარღვევაა, დანაშაულია. ამისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება და მნიშვნელობა არ აქვს, ის ყოფილი პოლიტიკოსია, თუ ყოფილი პრეზიდენტი. ნებისმიერი პირის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სასჯელი სასამართლო პროცესის შესაბამისად დადგინდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია, საქართველოს, თუ სხვა ქვეყნის საზღვარზე - საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია. აბსურდია ნამდვილად ამაზე აპელირება, რომ ამის გამო ადამიანი შეიძლება, კანონდამრღვევად არ ჩაითვალოს“, - განაცხადა კუჭავამ.

კახა კუჭავა

21 ოქტომბერი 2021, 12:34

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მეორე ტურში არჩევანი ორ კანდიდატს შორის კეთდება, ამ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით, რომ კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს

ათენში ვიზიტით მყოფი კახა კუჭავა ნიკა მელიას მიერ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია გვიან, მხოლოდ მეორე ტურისთვის წამოიწყო და კახა კალაძეს, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძვის, კონკურენტი არ ჰყავს.

21 ოქტომბერი 2021, 12:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა.

21 ოქტომბერი 2021, 12:20

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.

ზაალ ანჯაფარიძე

21 ოქტომბერი 2021, 12:19

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რა ბრჭყვიალა შეფუთვაც არ უნდა გაუკეთონ „კოალიციის“ თუ სხვა რამის სახით, ენმ-პროდუქტის შიგთავსი იგივეა და გვარიანად ყარს

„ეს „კოალიციად“ წოდებული პროდუქტი რომ მალფუჭებადი და უხარისხოა, ამაზე მის სუბიექტთა ბიოგრაფიებიც მოწმობს და რაც მთავარია, პირველ ტურში ნაჩვენები შედეგები, სადაც ისინი დამარცხდნენ, რადგანაც ხალხმა/ამომრჩეველმა ეს უვარგისი პროდუქტი არ იყიდა. ასე რომ, რა ბრჭყვიალა შეფუთვაც არ უნდა გაუკეთონ „კოალიციის“ თუ სხვა რამის სახით, ამ ენმ-პროდუქტის შიგთავსი იგივეა და მე თუ მკითხავთ, გვარიანად ყარს!“ - წერს ანჯაფარიძე.

21 ოქტომბერი 2021, 12:15

საზოგადოება

ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე ასფალტის საფარი მოეწყო

სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე, 13 857 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი გაკეთდა. ჯამში, პროექტისთვის 890 126 ლარი დაიხარჯა. მოეწყო ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები და ორი ფენა ასფალტის საფარი.

არჩილ ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2021, 12:09

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ბრალდება არჩილ ჩიქოვანის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ არ დადგინდა

„2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება და უკავშირდება ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის სამუშაოების შესრულებასთან შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტს, ჩემ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ან რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება. უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები და სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

კარლ ჰარცელი

21 ოქტომბერი 2021, 12:05

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო განმტკიცდა, საარჩევნო დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, ვიმედოვნებთ, რომ ეს მეორე ტურშიც შენარჩუნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა არჩევნების პროცესი შეაფასა. მისი თქმით, პირველ ტურში შეინიშნებოდა პოზიტიური მოვლენები, რაც წინა არჩევნების შემდეგ მოხდა და არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო განმტკიცდა.

21 ოქტომბერი 2021, 11:50

ეკონომიკა

Forbes: საქართველო ტურისტებისა და დისტანციურად მომუშავეთათვის იდეალური მიმართულებაა

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „რატომ არის კავკასიის ეს ქვეყანა თანაბრად იდეალური როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეებისთვის“. სტატიის ავტორი რანა გუდი Forbes-ის მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებს, ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.

არჩილ ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2021, 11:42

პოლიტიკა

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს. არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით, სასაცილოა ბრალდება “ნაციონალური მოძრაობისა” და იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები, რომელმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.