imedi /  19 დეკემბერი 2020, 10:32 / სანდო წყარო

მამუკა ხაზარაძე: მინდა, ყველამ იცოდეს ჩვენი პოზიცია - სიტყვა „რევოლუცია“ უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

„ლელო“ კატეგორიულად გაემიჯნება ნებისმიერ საკითხს, რომელიც კანონიერების ფარგლებს გასცდება. ჩვენ არ გვინდა და ქვეყანას არ სჭირდება რევოლუცია,”-ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

„სიტყვები - „რევოლუცია“ და „გადატრიალება“ უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ეს ასევე არის იმ წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის ვართ შეკრებილები. ჩვენი მიზანია, ტყუილიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა და არა ის, რომ რევოლუციის გზას დავაყენოთ.

დროა, ერმა ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, დიალოგის და კომპრომისების გზით, ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრა. ამის რესურსი გვაქვს მაშინ, როცა იცი, რომ შეიძლება ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყანა ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი ისე შეასუსტოს, რომ ვერ დაბრუნდეს საწყის წერტილზე, რევოლუცია და მსგავსი მოქმედება ყველამ უნდა ამოიგდოს თავიდან. „ლელოს“ პოზიცია არის უცვლელი და ყველამ იცის, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ვემიჯნებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც მიუღებელია ჩვენი ხალხისთვის, იმას არ გავაპროტესტებთ, ან აქციებს და პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმებზე ვიტყვით უარს, თუმცა ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ თავმჯდომარემ ოპოზიციის შეკრების მთავარ მიზეზზე, მოპარულ არჩევნებზე ისაუბრა. ხაზარაძის განმარტებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია.

„ხელახალი არჩევნები არ უნდა გადავდოთ, ისევ ტყუილიში არ უნდა ვიცხოვროთ. „ოცნების“ რიტორიკა შეიცვლება და ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარებიან. აქვე მინდა, მოვიყვანო სერბეთის მაგალითი. მათ დანიშნეს რიგგარეშე არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოპოზიციის რაღაც ნაწილი შევიდა პარლამენტში. რიგგარეშე არჩევნები არ უნდა იყოს ისე აღქმული, თითქოს ერთი მხარე მოერია მეორეს. ორივე მხარემ უნდა ვაღიაროთ, რომ ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომლითაც დღემდე მოვდივართ, არ უნდა გავაგრძელოთ, უნდა შევცვალოთ ახლით, თუ ჩვენ ჩვენი ქვეყანა და შვილები გვიყვარს. რადგან მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ განცდა იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. შეიძლება მარტივ თემებზე ვლაპარაკობ, მაგრამ, სამწუხაროდ,

მივედით იმ მომეტამდე, სადაც არის პოლიტიკური უფსკრული და უნდა დავეხმაროთ ჩვენს თავს და ქვეყანას. ბევრს ლაპარაკობენ, რომ გაზაფხულზე იქნება ეკონომიკური და პანდემიით გამოწვეული პრობლემები. არ მინდა, ეს გახდეს დამატებითი არგუმენტი, რადგან ისიც საკმარისია, რა მდგომარეობაშიც ვართ, ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს და საჭიროა ისეთი ფორმულა ვიპოვოთ, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ საუბრის დასასრულს „სახალხო ალტერნატიულ პარლამენტზეც“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ფორმულა მისთვის მიუღებელია. „ჩვენ ეს უკვე ვნახეთ წარსულში და ეს ფორმულა დამაზიანებელი იქნება პროცესისთვის, ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ და არ ვეთანხმებით“ - მისი განმარტებით, აუცილებელია ჩატარდეს პლებისციტი, რაც არის ცივილური ფორმულა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ხაზარაძის თქმით, უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, სადაც ხალხი გადაწყვეტს, გაიმართოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. და თუ საზოგადოების უმრავლესობა იტყვის არას, ოპოზიცია ამ ვერდიქტს დაემორჩილება და დაელოდება 2024 წლის არჩევნებს.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 14:57

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი: ბერას კონცერტებზე გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას - ახალგაზრდა, უშუალო ადამიანი იყო და ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა, აქ უკვე ჩვენი ახალგაზრდულის შეთავაზებები უძლური იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.

ლაშა აბაშიძე

15 ივნისი 2026, 14:55

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე პოზიტიურ შედეგებზე: საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს 152 მილიონი ლარი იყო

საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2025 წელს 152 მილიონი ლარი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ პოზიტიურ შედეგებზე საუბრისას.

15 ივნისი 2026, 14:55

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი აგვისტოს ომზე: იმ პერიოდში ჩვენ გვინდოდა ომი. ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები

ირაკლი მეგრელიშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს 2008 წელს ჰქონდათ განცდა, რომ სახელმწიფო იყო იმდენად შემდგარი, რომ შეძლებდნენ 90-იან წლებში არსებული მსგავსი ომის აუცილებლად მოგებას, მაგრამ საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ომის გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერასდროს აღდგება.

15 ივნისი 2026, 14:52

სპორტი

თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა.

15 ივნისი 2026, 14:52

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

15 ივნისი 2026, 14:49

მსოფლიო

ბრიტანელები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველ ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ

ბრიტანელები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ამსახველ ვიდეო მასალებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

15 ივნისი 2026, 14:47

პოლიტიკა

„ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა დაჭერისთვის. სულ მეუბნებოდნენ, შენ რომ ასე გექცევიან, წარმოიდგინე, ვინც არ არის ამ გუნდის წევრი, იმას რას უზამენო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელზე და წინა ხელისუფლებისგან ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე საუბრობს.

15 ივნისი 2026, 14:41

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვია

სერბეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დახვდა.

15 ივნისი 2026, 14:40

მსოფლიო

კიევში იძულებითი მობილიზაცია გააპროტესტეს

სამართალდამცველებს წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია, დააზიანეს პოლიციის ავტომობილი და წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელს. სამართალდამცველებმა პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალეს, პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ჯორდან ბარდელა

15 ივნისი 2026, 14:38

მსოფლიო

ჯორდან ბარდელა: ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, რაზეც ის დაფუძნდა, საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია

„ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს - რაზეც ის დაფუძნდა - პოზიტიური გლობალიზაცია, აბსოლუტური საბაზრო ძალაუფლება, უკონტროლო იმიგრაცია, ეკონომიკური ვარდნა და ეკონომიკის, ბიზნესისა და ევროპული მრეწველობის ჭარბი რეგულაციები, საფუძვლიანად მოძველებულია, ყოველივე ეს საფუძვლიანად არამოდური და დრომოჭმულია“, - აღნიშნა მან.

თორნიკე ფაღავა

15 ივნისი 2026, 14:31

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს სამართალდამცავ სისტემას ჰქონდა საკვანძო როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის როლის გამტკიცებაში, რაც „დაუფასა“ რადიკალურმა ოპოზიციამ. სწორედ ამიტომ მიზანმიმართულად ებრძვიან საქართველოს სამართალდამცავ სისტემას

ქართული სამართალდამცავი სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე, - ასე პასუხობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ოპონენტევბის მხრიდან პოლიციელების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

15 ივნისი 2026, 14:31

სამართალი

ოთხი ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს

ოთხი ოქტომბრის საქმეზე სასამართლო გაიმართა. პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოოო სიტყვა თქვეს. ზურაბ ჭავჭანიძე დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, მისი ადვოკატის თქმით, მას საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს და თავად დააფიქსირებს ამის შესახებ პოზიციას.

გიორგი ვოლსკი

15 ივნისი 2026, 14:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პოლიციაზე შეტევა ხორციელდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რევოლუცია აარიდეს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას გარკვეულ პრინციპებზე

იმდენად თაღლითურად ჩამოაყალიბეს ეს კამპანია პოლიციის საწინააღმდეგოდ, რომ სხვა არაფერი იკითხება, მთავარია შეტევა პოლიციაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ნინო წილოსანი

15 ივნისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად

საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

15 ივნისი 2026, 14:24

სპორტი

საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - ავჭალის სარაგბო ბაზაზე მოსამზადებელ სამუშაობს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ

საქართველო, რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაო სრულდება. ავჭალის სარაგბო ბაზაზე პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ.

ანიტა ორბანი

15 ივნისი 2026, 14:23

მსოფლიო

ანიტა ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება, თუ კიევი უმცირესობების შესახებ შეთანხმებას არ შეასრულებს

„თუ უკრაინის სახელმწიფო არ შეასრულებს ამ შეთანხმებას, მაშინ გაწევრიანების პროცესი თავების პირველი კლასტერი ავტომატურად შეჩერდება“, - აღნიშნა ორბანმა.

15 ივნისი 2026, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: თუ ევროპა შეცვლის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, მათ კარგად იციან, ვინ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებში ლიდერი

საქართველოსთან მიმართებაში ისინი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ თავიანთი შიშველი პოლიტიკიდან გამომდინარე პოზიციის კორექტირებას და შეცვლას,- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ,ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატების პოზიციაზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

15 ივნისი 2026, 14:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებები პოლიტიკური შინაარსის არის, ვიდრე რაიმე შედეგის მომცემი. საქართველოს წინააღმდეგ კი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის

მოლაპარაკებების კლასტერის განხსნა შედეგების მომტანი ნაკლებად იქნება, რადგან ევროკავშირის არაერთ ლიდერს, მათ შორის არარჩეულ ბიუროკრატიას არაერთხელ უთქვამს, რომ 2030 წლისთვისაც კი ვერ იქნება ვერ მოლდოვა და ვერც უკრაინა ევროკავშირის წევრი,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

15 ივნისი 2026, 14:14

მსოფლიო

მადრიდსა და ბრიუსელში ნატოს სამხედრო გადაიარაღება და თავდაცვის ხარჯების ზრდა გააპროტესტეს

ესპანეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი ომების დაწყებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ვითარება მესამე მსოფლიო ომს ემსგავსება. მსგავსი ბრალდებებით წარიმართა საპროტესტო აქცია ბრიუსელშიც.

15 ივნისი 2026, 14:06

საზოგადოება

თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება. LIVE

თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება