სალომე ზურაბიშვილი: რთული წელი გველოდება, მაგრამ დიდი ცვლილებების ჟამს, დიდ გამოწვევებთან ერთად, ჩნდება მოულოდნელი შანსები
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020“-ის გახსნის ცერემონიაზე, ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართა. კონფერენციაზე, რომელიც ონლაინფორმატში მიმდინარეობს, პრეზიდენტმა პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებსა და ამ პროცესებში დიპლომატთა როლზე ისაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი დღევანდელი შეკრება ტარდება ძალიან უჩვეულო ფორმატში. მისი ერთ-ერთი დანიშნულება, იმ დროს როდესაც შევქმენით ეს ფორმატი იყო, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ელჩებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები, გამოცდილება და ხედვა მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. სამწუხაროდ, ეს დღეს ვერ მოხერხდა.
პანდემიამ ეს და მრავალი სხვა რამ რადიკალურად შეგვიცვალა. სწორედ ამ ცვლილებებზე მინდა გესაუბროთ დღეს. თუმცა, ჯერ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და თქვენი თანდასწრებით, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის პანდემიის დროს დაძლეული სირთულეებისთვისა და კრიზისის სწორი მართვისთვის.
შეიძლება, ვერ ვგრძნობდეთ და ვერ ვაცნობიერებდეთ, თუ რამდენად უფრო რთული და ტრაგიკულიც შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არა დროული საგანგებო ზომები, რომ არა დროული მობილიზება პოლიციის თუ თავდაცვის ძალების, რომ არა დროული მოსმენა სწორი რჩევების ჩვენი პროფესიონალებისგან და ცხადია, მათი თავდადება.
სწორმა მართვამ შეგვაძლებინა, ის რაც ვერ შეძლო ბევრმა ჩვენზე უფრო განვითარებულმა ქვეყანამ, საერთაშორისო მხარდაჭერის ისეთი დონით მობილიზება, რომელმაც მოგვიტანა ძალიან დიდი ფინანსური, მატერიალური დახმარება (ტესტები მათ შორის) და ახლო მომავალში, ვაქცინებით მომარაგება.
ბატონო გიორგი, მადლობა თქვენი გამძლეობისთვის, გამბედაობისთვის და თანმიმდევრულობისთვის. ასევე, მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ, მთელ დიპლომატიურ სისტემას, დიასპორის და უცხოეთში დროებით მყოფი ქართველების სამშობლოში დაბრუნებისა თუ ადგილზე დახმარებისთვის, რაც ახსენა ბატონმა მინისტრმა.
მეც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ საქმეს გაუმკლავდით ისე როგორც შეგეძლოთ. როგორც გვჩვევიათ, ალბათ ბევრი უკმაყოფილებაც მოისმინეთ, მაგრამ თქვენ ხომ იცით და ჩვენ ვიცით, რომ მაქსიმალურად გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. მინდა ამავე დროს გთხოვოთ, რომ გადასცეთ ჩვენი მადლიერება დიასპორის წარმომადგენლებს, სათვისტომოებს, რომლებიც თქვენთან ერთად იყვნენ ჩაერთული ამ ძალიან მძიმე საქმიანობაში.
და ბოლოს, რადგან ეს წელი სრულდება და სრულდება ძალიან საიმედო და დადებითი ახალი ამბით, მინდა რომ ერთად ერთმანეთს მივულოცოთ ერთობლივი ძალისხმევის დიდი სიმბოლური შედეგი, ქართველი მოსამართლის არჩევა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში. ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს და წარმატებას ვუსურვებ ამ საქმიანობაში, ახალ თანამდებობაზე, რომელიც არის ძალიან საპასუხისმგებლო. დიდი წარმატება.
მსოფლიო მასშტაბით პანდემიამ ისეთი ადამიანური ტრაგედია გამოიწვია, რისი გამოწვევაც მხოლოდ მსოფლიო ომს თუ შეეძლო. გამოავლინა დღევანდელი მსოფლიოს ყველა სისუსტე და ნაკლოვანებები. ეკონომიკის მთელი რიგი დარგები ჩამოშალა – შრომის წესები შეცვალა და ალბათ დიდი ხნით; შეცვალა ადამიანებთა შორის და საერთაშორისო ურთიერთობები. თუმცა, იმავე დროს, როცა ეკონომიკის მთელ სეგმენტებს ანადგურებდა, პანდემიამ ელვისებური სისწრაფით ასევე ახალ სფეროები გააჩინა: მაგალითად, ჩვენ ვხედავთ ამას ჩვენს ქვეყანაში, დისტანციური სერვისების გამრავლება, სხვადასხვა სახეობით – ეს არის ერთ-ერთი შედეგი სწორედ ამ ახალი, ვიტყოდი, ეკონომიკის.
ფარმაცევტული სფეროს ძალიან სწრაფი ზრდა და გაშლა, ესეც არის პანდემიის შედეგი და იმ უზარმაზარი ფინანსური რესურსების, რაც ჩაიდო ამ სფეროში. ეს რომ მოხმარდა ვაქცინის წარმოებას არის ერთი საკითხი, თუმცა ამავდროულად ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გვერდითი შედეგები აქვს ამასაც და ძალიან ბევრ სხვა დაავადებასთან ბრძოლაში წაადგება ამ სექტორის ეს ახალი სიცოცხლე.
ასევე, დღეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა ტექნოლოგიური სფერო და ხელოვნური ინტელექტის სფერო, რის გარეშეც უკვე პრაქტიკულად წარმოუდგენელია ნებისმიერი დიდი, თუ პატარა ქვეყნის განვითარება.
პანდემიამ ამ ცვლილებებთან ერთად ბევრი რამ გადაგვაფასებინა. სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის ბალანსი. სახელმწიფოს გარეშე, ვერავინ დააწესებდა იმ აუცილებელ ნორმებს, ზომებს, რაც ჩვენ ყველას დაგვჭირდა ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, რომ პირველი ზომები მიგვეღო; მხოლოდ სახელმწიფოს თუ შეეძლო იმ სახელმწიფო უწყებების მობილიზება, იქნება ეს ჯანდაცის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების და ასე შემდეგ. მხოლოდ სახელმწიფოს ხელში იყო ეს ყველაფერი და მხოლოდ სახელმწიფოსს შეეძლო, რომ ეს გადაენაწილებინა თანაბრად მთელ მოსახლეობაზე. ამავე დროს, კერძო სექტორის გარეშე ვერაფერი მოხდებოდა.
კერძო სექტორმა შეძლო ვაქცინის წარმოება ასეთ სწრაფ ტემპებში და დღეს-ხვალ, ჩვენ გვექნება ეს ვაქცინები. ასევე კერძო სექტორმა შეძლო, ახალი ეკონომიკური ინდუსტრიების სწრაფი წარმოქმნა. ეს ბალანსი არის დასადგენი ყველა ქვეყნის მიერ, უნდა მოვნახოთ რომელი არის ჩვენთვის და ხვალინდელი დღისთვის სწორი.
ასევე, შეიცვალა ბალანსი ცენტრსა და რეგიონებს შორის, რაღაცა ფორმით მეგალოპოლისებმა დაკარგეს თავიანთი მთავარი მიმზიდველობა, როგორც გართობის ცენტრი, როგორც მრავალი ადამიანის შეკრების ცენტრი. რეალურად, დღეს ვხედავთ უფრო საფრთხეებს - ეპიდემიის საფრთხეებს, მარტივი გადაცემის საფრთხეებს და უფრო გართულდა გადაადგილება. ამავე დროს ბუნებამ, ეკოლოგიამ, სოფელმა შეიძინა ახალი დანიშნულება და ახალი მიმზიდველობა. ესეც ნამდვილად იქნება ხვალინდელი დღის ახალი ბალანსი.
პანდემიამ ასევე სრულიად შეცვალა ადამიანური ურთიერთობები: შიში, აგრესია, იზოლაცია, დეპრესიული ფონი, ეს ყველაფერი თან ახლავს პანდემიას. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო იმ მხრივ, რომ პანდემია პირდაპირ შეებრძოლა ჩვენს ერთ-ერთ ღირებულებას - სტუმართმასპინძლობას. მაგრამ, ამასაც გადავლახავთ.
სამაგიეროდ გვაჩვენა, რომ ჩვენი ზოგიერთი სხვა ღირებულება, არამხოლოდ ჩვენი, საკაცობრიო პრინციპები, არის ძალიან საჭირო პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის – სოლიდარობა, აღმოვაჩინეთ რომ ქვეყანათაშორის სოლიდარობის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.
აღმოვაჩინეთ ასევე თანასწორობა და რომ ეს პრინციპი ვრცელდება ყველაფერზე. პანდემია ვრცელდება ყველაზე, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის. და ბოლოს, პანდემიამ შეცვალა თქვენთვის ყველაზე ახლო სფერო - დიპლომატია. პირდაპირი კონტაქტები, ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა და იყო დიპლომატიის საფუძველი, შეიცვალა დისტანციური, სატელეფონო და სხვა საშუალებით ჩატარებულ კონფერენციებით. დისტანციამ, ისედაც ზოგჯერ ცოტა ფორმალური ურთიერთობები, კიდევ უფრო ფორმალიზებული გახადა.
ერთი მხრივ, გაღარიბდა დიპლომატია, დაკარგა მოქნილობა და თავისუფლება. მე პირადად პანდემიის პირველ ეტაპზე, ვეცადე შემენარჩუნებინა ის, რაც მთავარია და მქონდა სატელეფონო საუბრები 50 სახელმწიფო მეთაურთან და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერთან. ეს იყო მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი რომ შეგვენარჩუნებინა ეს ურთიერთობები, რადგან ამ ფორმატში ის სიღრმისეული განხილვა ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანი საკითხების არ და ვერ ხერხდება.
არანაკლებად დამაზიანებელია ის ტენდენცია, რომელიც გამოჩნდა – დიდმა ქვეყნებმა შეძლეს და შეინარჩუნეს ერთმანეთს შორის ურთიერთობები. უფრო ვიწრო, ორმხრივ ან ვიწრო ჯგუფის ფორმატში, ასე განაგრძეს მთავარ, გლობალურ თუ ურთიერთ საკითხებზე საუბარი და განხილვა.
უნდა ითქვას, რომ პატარა და საშუალო ქვეყნები ამ პროცესში ვერ/არ მონაწილეობენ და ამიტომ, ცოტა არ იყოს, თამაშგარე აღმოჩნდნენ. ეს ნიშნავს, რომ ამას უნდა მივხედოთ და ჩვენი დიპლომატია ადგილზე ორმაგად უნდა გააქტიურდეს, რათა შევავსოთ ეს დეფიციტი. ეს ნამდვილად არ იქნება მარტივი. 2021 წლის გამოწვევა იქნება ხვალინდელი საქართველოს - ხვალინდელ მსოფლიოში ადგილის დასახვა.
ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, დღევანდელი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოვლენებს ზუსტი შეფასება მივცეთ და მასზე სწორებით, ჩვენ შევძლოთ ჩვენი პრიორიტეტების დასახვა. პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ და გავარკვიოთ ამ ტენდენციებიდან, რომელიც ჩამოვთვალე, რომელი არის დროებითი და „გაივლის“ და მსოფლიო ისევ ჩადგება ჩვეულ კალაპოტში, და რომელი გრძელვადიანი, რომელიც გათავლისწიენებულ უნდა იყოს მომავლისათვის რათა ჩვენ კარგად დავსახოთ ჩვენი პრიორიტეტები.
მაგალითად რომ ავიღოთ ის სფერო, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ტურიზმის სექტორი, ნათელია, რომ ეს დარგი გაცოცხლდება. თუმცა, არ ვიცით როდის - მომავალ ზაფხულს? შემდეგ წელს? და როგორ? – იმავე ფორმით? თუ მოსაძებნია ახალი მიმართულებები, რომლებიც ტურისტულ სექტორს მისცემს მეტ მგრადობას და კონკურენტუნარიანობას.
ამ ამოცანაში ნათელია, რომ ელჩების როლი ძალიან დიდია: თქვენ უნდა იყოთ იდეების მომწოდებლები. თქვენ იმ ქვეყნებში სადაც მოღვაწეობთ, იქ მიდის ეს ძალიან ვრცელი დისკუსია Think-Tank-ებში იქნება თუ სამთავრობო დონეზე, და ჩვენ უნდ ავიყოთ ამ გლობალური ფიქრის ნაწილი და უნდა ვიცოდეთ რაზე ფიქრობს და საით მიდის ვიტყოდი „ელიტა“ მსოფლიოში. თქვენ, ასევე ინვესტიციების მომზიდეველები, რადგან ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ახალ იდეებს, ახალ წამოწყებებს დაფინანსება სჭირდება.
მით უმეტეს, რომ მსოფლიოში ინვესტიციების წყარო არ დამშრალა, და შეიძლება პირიქით და შეიძლება სწორედ კრიზისის გამო, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ინვესტორები ეძებენ ახალ საინვესტიციო იდეებს, ახალ ქვეყნებს, ახალ შესაძლებლობლებს. მათ გაჩერება არ შეუძლიათ და ჩვენც მზად იმისთის, რომ ვიცოდეთ ზუსტად რა შევთავაზოთ. პანდემიამ ბევრი რამე შეცვალა, თუმცა არ შეუცვლია ის მთავარი გამოწვევები რაც არის საქართველოს გამოწვევები და არ შეიძლება, რომ დაგვავიწყოს ეს გამოწვევები. პანდემია ამავე დროს გვიბიძგებს იმისკენ, რომ ახლებურად ვიაზროვნოთ, ახალი გზები მოვნახოთ, ახალი გამოსავალი ვიპოვოთ ყველა ჩიხიდან: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც სიტუაცია არ იძვრის თუ არა უარესობისკენ: პანდემიამ დაამძიმა ისედაც ძალიან მძიმე ადამიანური ვითარება.
ჩვენი მოსახლეობა ქართველები თუ აფხაზები ვერ სარგებლობენ ელემენტარული ადამიანური უფლებებით: იდენტობა, ენა, თვითმყოფადობა დაუცველია. ზეწოლა ხორციელდება ყველა მიმართულებით, კერძოდ მიწების ოკუპანტზე გადაფორმების მცდელობით ან კიდევ საზღვრის გადაწევით მაგალითად სოფელ აიბღასთან. ეს ნიშნავს, რომ არ ყოფნის მხოლოდ ფორმალური შეხვედრები ჟენევაში, რომელსაც სისტემატურად შლიან როგორც კი სერიოზული საკითხი წამოიჭრება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა მოვძებნოთ განახლებული გზებიც და ჩვენ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან უფრო მჭიდრო კავშირებიც. უნდა იგრძნონ ჩვენგან ზრუნვა, წუხილი და თანადგომა.
ამ დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლებას! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დროა, აქტიურად ვიმუშაოთ მისი არეალის გაფართოებისკენ, რაც ინციდენტების პრევენციის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. მეორე გამოწვევა, ამ წლის, იყო კონფლიქტი ჩვენს რეგიონში - ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე - ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.
ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფაცილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა. ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. სწორედ ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი.
ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი. მესამე გამოწვევა კი ჩვენს ევროატლანტიკურ გზას უკავშირდება, რამე თუ დრო მოსულია, რომ სიტყვებს საქმეც მოჰყვეს: ახალი ეტაპი იწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით და ამავე დროს საქართველომ უნდა დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი და უნიკალური ადგილი ასოცირების ფარგლებში, ჩვენივე მოწოდებებით და მოთხოვნებით. ნატოს თავისთავად ახალი არეალი ეხსნება, სადაც საქართველოს ბუნებრივად უჭირავს აქაც უნიკალური ადგილი – შავი ზღვა. ამ ყველა გამოწვევასთან გამკლავება კი მოითხოვს ერთიან, კონსოლიდირებულ ქვეყანას და საზოგადოებას.
სამწუხაროდ, შარშანდელივით პოლარიზაცია წელსაც ვერ გადავლახეთ. ამ წლის დასაწყისში ქვეყანა პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. ამ ჩიხიდან გამოსვლისთვის და ვითარების განმუხტვისთვის, მივიღე ჩემთვის პირადად, უმძიმესი გადაწყვეტილება. ყველას ძალისხმევის შედეგად და მინდა ელჩ ფაცილიტატორებს მადლობა გადავუხადო - მოგვეცა წინსვლის საშუალება: მიღებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები.
შემდგომ კი საარჩევნო კოდექსი. არჩევნები ჩატარდა და შეფასებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. ამის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რჩება პოლარიზებული.
დროა პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას და რაზედაც ვისაუბრეთ ეხლა და ალბათ ისაურებთ ამ დღეებში.
საკმაოდ რთული წელი გველოდება, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი ცვლილებების ჟამს, დიდ გამოწვევებთან ერთად, ჩნდება დიდი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, მოულოდნელი შანსები, მათთვის, ვისაც უნარი გააჩნია დაინახოს და მოერგოს ახალ რეალობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 20:48
საზოგადოება
სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
24 აგვისტო 2026, 20:43
პოლიტიკა
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.
24 აგვისტო 2026, 20:38
პოლიტიკა
ოპოზიციური ერთობის ილუზია - პოლიტიკური ტაიმაუტიდან დაბრუნებული თაკო ჩარკვიანი და მძიმე პოლიტიკური ბრალდებები სააკაშვილზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისა და ოპოზიციური გავლენების გარშემო ატეხილი ხმაური, ფრაგმენტირებულ სპექტრს კიდევ უფრო აქუცმაცებს. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღია იერიშებით, პერსონალური შეურაცხყოფებითა და მძიმე პოლიტიკური ბრალდებებით უპირისპირდებიან.
24 აგვისტო 2026, 20:31
პოლიტიკა
ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა.
24 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება - ახალი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას განხორციელებულ კორუფციულ სქემას, რამაც სახელმწიფოს თითქმის შვიდი მილიონი ლარის ზიანი მიაყენა.
24 აგვისტო 2026, 20:24
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და მათზე ფიზიკურად ძალადობდა.
24 აგვისტო 2026, 20:12
პოლიტიკა
მორიგი პოლიტიკური შეტევა აბასთუმანში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე - ფაქტები პოლიტიკური თავდასხმის პირისპირ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მორიგი პოლიტიკური შეტევა ქველმოქმედებაზე - ვიდრე ოპოზიციური ფლანგი აბასთუმანში მილიონიან საქველმოქმედო პროექტებს, ულტრათანამედროვე ფილტვის ცენტრსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას თავს ესხმის, ადგილობრივები და მედიკოსები სრულიად განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობენ.
24 აგვისტო 2026, 20:08
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი უკრაინის მოკავშირეების დაშინებას ვერ შეძლებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს უფლებას არ მისცემს, იგი დააშინოს.
24 აგვისტო 2026, 20:07
კულტურა
„ღამის სერენადების“ მონაწილეები აღტაცებულმა მაყურებელმა ბისზე რამდენჯერმე მიიწვია
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გრძელდება. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება.
24 აგვისტო 2026, 19:43
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევის მთავრობის დამხობამდე გააგრძელებს.
24 აგვისტო 2026, 19:27
მსოფლიო
ტრამპი: აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა.
24 აგვისტო 2026, 18:51
მსოფლიო
Euronews: ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ
ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ, - წერს Euronews-ი.


