imedi /  23 დეკემბერი 2020, 13:03 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა და ეკონომიკური კრიზისისა, რეფორმების გადავადება არ იგეგმება.

„რეფორმების გადავადებას არ ვაპირებთ, მარტივი მიზეზით. გადავადებული რეფორმა, განსაკუთრებით ახლა, კრიზისში არის დაკარგული დრო. კარგად გვესმის, რომ როგორც კი ეს ეკონომიკური და პანდემიური კრიზისი დასრულდება, გლობალური კონკურენცია, განსაკუთრებით ევროპულ სივრცეში იქნება უაღრესად მწვავე და ჩვენ თუ აქ რაიმე განზომილების მიმართულებით ფორმაში არ ვიქნებით, მათ შორის, სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით, იქნება ეს სამართალდამცავი სისტემა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, ნებისმიერი, აქ თუ შესაბამის ფორმაში არ ვიქნებით, უბრალოდ შეიძლება „ღია ფანჯრის“ შესაძლებლობა დავკარგოთ და ხელიდან გავუშვათ. ამიტომ არ ვაპირებთ ამას. მეტსაც გეტყვით, რომ DCFTA-ის შესრულება თანმიმდევრულად კი მიმდინარეობს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ DCFTA-ის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობების ათვისებაში ძალიან ჩამოვრჩებით, სერიოზულად ჩამოვრჩებით. აქაც ბევრი რამეა გასაკეთებელი, სტრუქტურული პრობლემაა, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, დღეს ამას ვერ გრძნობენ, თავისუფალი სავიზო რეჟიმი არის ყველაზე ხელშესახები შედეგი ჩვენი ევროკავშირთან დაახლოებისა, რომელიც ჩვენმა მოქალაქემ იგრძნო. იმის იქით, ეკონომიკური, განათლების, თუ მცირე ბიზნესის თვალსაზრისით ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, ამას ვერ გრძნობენ. გრძნობენ ერთეულები და ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს რეფორმების არადროული გატარება და სტანდარტების არდაახლოება. ამიტომ არის, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ იყენებენ. სტანდარტების დასაახლოებლად და ამ სამართლებრივი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გამოსაყენებლად რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ ეს რეფორმები. ეს რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ. რთული იქნება და ეს დაპირება არ არის ჰაერიდან მოტანილი. რთული იქნება საქართველოს მოქალაქეს აუხსნა, 2024 წელსაც, თავისუფალი უვიზო რეჟიმის შემდგომ საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად რომ არ ექნება რაიმე ხელჩასაჭიდი შედეგი დ ჩვენ თუ ეს რეფორმები არ გავაგრძელეთ და მსგავსი ამბიციური მიზნები არ დავისახეთ, ასე იქნება. ეს გამოიწვევს სერიოზულ გულგატეხილობას. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდია, ეკონომიკური კრიზისია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის საფუძველი არავის მივცეთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ხვიჩა კვარაცხელია

26 თებერვალი 2026, 11:00

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ გაუტანა⚽

კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქი კარი 66-ე წუთზე აიღო. მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ხვალ, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 10:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2026, 10:44

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სტარმერი თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და უბრალოდ ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს ის სხვას ასანქცირებდეს

უკრაინასთან მიმართებაში ევროპელი პოლიტიკოსების შეცვლილ რიტორიკას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან დიდი ხანია არ ისმის უკრაინასთან მიმართებაში ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „უკრაინა იმარჯვებს“ და „არაპროვოცირებული“ ომი.“

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2026, 10:44

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსოლუტური ტყუილებია ჩაწერილი.

26 თებერვალი 2026, 10:40

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 30 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

26 თებერვალი 2026, 10:39

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დაკავება

26 თებერვალი 2026, 10:39

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 183 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2026, 10:38

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ სახელით უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპანია "Postv-ის" და ტელეკომპანია „იმედს“ - ისინი აკეთებენ უზარმაზარ საქმეს და ამას აფასებს ქართველი ხალხი

ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად მიიჩნევს.

26 თებერვალი 2026, 10:38

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით დარჩიაშვილი

26 თებერვალი 2026, 10:37

პოლიტიკა

ოპოზიციის ლიდერი დარჩიაშვილი: მარკო რუბიო პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლოა

მარკო რუბიო არის, ამ ცხოვრების თუ არა, თანამედროვე პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლო: ჩადის ბუდაპეშტში და, ცოტა ხანში, გასივებული ორბანი იმ გახვრეტილ ფიცართან ერთად უკრაინას ევროპულ ფულს უბლოკავს,- წერს ოპოზიციის ლიდერი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

მარკო რუბიო

26 თებერვალი 2026, 10:25

მსოფლიო

მარკო რუბიოს განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებით სურს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი და არა სამხედრო მიზნებისთვის სურს.

26 თებერვალი 2026, 10:23

ტაბლოიდი

ომანში აქლემები სილამაზის კონკურსზე ბოტოქსის გამო არ დაუშვეს🐪

კონკურსის მაღალი სტანდარტების გამო, წელს ბევრმა მომშენებელმა გადაწყვიტა აქლემებისთვის ტუჩები ბოტოქსის საშუალებით გაედიდებინათ. გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ მიორელაქსანტებს - დრუნჩის გამომეტყველების დასარბილებლად და სილიკონის ცვილის ინიექციებს - კუზის ზომის გასაზრდელად.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 10:14

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ტერიტორიების 20% დაკარგეს. შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს - ჩამონათვალი მართლაც დიდია ბოკერიას და მისი სადისტური რეჟიმის „საგმირო საქმეების“

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა, ქვეყანა დანაღმულ ველზე შეიყვანეს“. ანალიტიკოსის თქმით, ამას ამბობს მართლაც რომ პოლიტიკური ბანკროტი და არარაობა, რომლის მმართველობის დროსაც, ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგეს, შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს.

ილონ მასკი

26 თებერვალი 2026, 09:53

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანეთში გაუპატიურების 70 000 შემთხვევის უნგრეთის მაჩვენებელთან შედარებაზე: დიდი განსხვავებაა

დიდი განახვავებაა, - ასე აფასებს ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში გაუპატიურების მაჩვენებლებს შორის სხვაობას.

ლევან მაჭავარიანი

26 თებერვალი 2026, 09:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე ქართველების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.

26 თებერვალი 2026, 09:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში

26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 თებერვალი 2026, 09:19

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა.

26 თებერვალი 2026, 09:14

საზოგადოება

ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.

26 თებერვალი 2026, 09:02

მსოფლიო

რუსეთმა გვიან ღამით უკრაინული ქალაქები დაბომბა. არიან დაშავებულები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

26 თებერვალი 2026, 08:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.