ირაკლი კობახიძე: კანონპროექტთა პაკეტის ზოგადი მიზანი არის პასუხის გაცემა საბოტაჟზე, რომელიც ხორციელდება პარლამენტზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტის ზოგადი მიზანი არის პასუხის გაცემა საბოტაჟზე, რომელიც ხორციელდება პარლამენტზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟის და ბულინგის ქვეშ მოქმედი პოლიტიკური პარტიები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საბოტაჟი ბოიკოტისგან განსხვავებით, თავისი არსით ანტისისტემური მოვლენაა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის და ქვეყნის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის - პარლამენტის წინააღმდეგაა მიმართული.
„შესაბამისად, ქმედებას, რომელიც მიმართული არის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, სჭირდება შესაბამისი პასუხი კანონმდებლობის მხრიდან. სწორედ ეს პასუხია ასახული იმ პაკეტში, რომელიც არის წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, როდესაც პარლამენტის საბოტაჟი ხორციელდება, აქ შეიძლება ორი ალტერნატიული პასუხი იყოს მოაზრებული.
„ასეთ დროს პარტიამ შეიძლება აღიაროს არჩევნების გაყალბება, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს იქნებოდა პირველი თეორიული პასუხი ასეთ საბოტაჟზე. რაც შეეხება გაყალბებას, პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ არაერთხელ, შევთავაზეთ არჩევნების შედეგების გადამოწმება სხვადასხვა ფორმით მათ შორის, შევთავაზეთ 1500-მდე საარჩევნო უბნის გადათვლა, რაზეც მივიღეთ უარი პირველ რიგში, იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც თვითონ იყვნენ წარმოდგენილნი საარჩევნო უბნებში კომისიის წევრების სახით. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ რეალურად, არაფერი გაყალბებულა საარჩევნო უბნებზე ანუ გადათვლაზე მივიღეთ უარი. ასევე კამერების ჩანაწერების ნახვა, რაც არის უტყუარი დასტური იმისა, რომ „კარუსელები“ საარჩევნო უბნებზე არ ყოფილა, ამაზეც მივიღეთ კატეგორიული უარი, იმავე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ასევე, შევთავაზეთ, სატელევიზიო დებატები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს, ყველა საკითხთან დაკავშირებით შევთავაზეთ დებატები, მათ შორის, სატელევიზიო დებატები თუმცა, ამაზეც მივიღეთ კატეგორიული უარი. ამას აქვს მარტივი მიზეზი. რეალურად ოპოზიციას არ აქვს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე ტიპის სისტემურ თუნდაც, არა სისტემურ მანიპულაციას ჰქონდა ადგილი ამ საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ერთადერთი რაც რჩება, ეს არის ოპოზიციის აღქმები ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც გამყარებულია პოლიტიკოსების ციტატებით.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ მათ აიღეს მინიმუმ 35%, მათი ლიდერის შესაბამისი განცხადება შეგიძლიათ იხილოთ. „პატრიოტთა ალიანსის“ აღქმა არის, რომ მათ მიიღეს მინიმუმ 23%. ესეც არის მათი ლიდერების ციტატა. „ლეიბორისტული პარტია“ გარდაცვალების შემდეგაც იღებს 7%-ზე მეტს, ამ არჩევნებზე შალვა ნათელაშვილს და მის ლეიბორისტულ პარტიას აქვთ მინიმუმ 7% აღებული. „ლელო“ ამტკიცებს, რომ მათ ორჯერ მეტი აქვთ აღებული ვიდრე ეს არჩევნების შედეგებმა აჩვენა, ანუ გამოდის 6%. იმავეს ამბობს გიორგი ვაშაძეც, ანუ მასაც აქვს აღებული 3-ის მაგივრად 6%. „ევროპული საქართველო“ ციფრებს არ ასახელებს ცოტა მეტი გამჭრიახობა გამოავლინეს ამ კუთხით, თუმცა, თუ ისინი საუბრობენ იმას, რომ არჩევნები სისტემურად გაყალბდა, 4-ის მაგივრად მინიმუმ 5% უნდა ჰქონდეთ აღებული. ბურჯანაძე ამტკიცებს რომ 1%-ის მაგივრად აღებული აქვს მინიმუმ 5%. „გირჩი“ ამბობს, რომ მათთვის არაფერი წაურთმევიათ უბრალოდ ჩვენ მივითვისეთ. დავტოვოთ 3% და მოქალაქეებიც დაახლოებით იმავეს ამბობენ დავტოვეთ აქაც 1%. სხვა პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც აქვთ აღებული ნახევარი პროცენტი, ბევრი მათგანი ამტკიცებს იმას, რომ მათ გადალახული აქვთ საარჩევნო ბარიერი. აქაც ავიღოთ 6-ის მაგივრად 9%. ამ ყველაფრის ჯამი არის 100%. ანუ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ ამ არჩევნებში აღებული აქვთ 100% და გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ბუნებაში არ არსებობს და არსებობს მხოლოდ თამარ ჟვანიას ან ცესკოს ვირტუალურ აღქმაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ ამ არასერიოზულ მტკიცებას, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვაღიაროთ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, ანუ არჩევნების გაყალბება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ სერიოზულები, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა გავცეთ სათანადო პასუხი იმ პოლიტიკურ საბოტაჟს, რომელიც ხორციელდება რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან. შესაბამისად, საბოტაჟს უნდა დაუპირისპირდეს ერთადერთი რამ, ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაქვს, ეს არის სამართლებრივი მექანიზმები და ზუსტად, ეს სამართლებრივი მექანიზმები არის ასახული წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, დამატებითი არგუმენტების სახით უნდა აღინიშნოს ის, რომ პარტია, რომელიც არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნებს, არ უნდა სარგებლობდეს არც იმ პრივილეგიებით, რომლებიც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული.
„ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელიც არის ასახული კანონპროექტების პაკეტში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლოგიკას აღიარებს ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ მწვავედ გააკრიტიკეს სხვა ოპოზიციური პარტიები. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ თუ არ აღიარებ შენ არჩევნების შედეგებს, მაშინ არც დაფინანსება უნდა მოითხოვო. გამომდინარე იქიდან, რომ დაფინანსების მოთხოვნა არის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ირიბი აღიარება, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ჩვენ გვაქვს მოსაზრებების თანხვედრა ცალკეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, ამ ლოგიკას ისინი იზიარებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 15:13
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად
სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.
29 აგვისტო 2026, 14:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი
უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.
29 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:28
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები
ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:21
მსოფლიო
აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს
აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა
რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.
29 აგვისტო 2026, 14:15
სამართალი
ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .
29 აგვისტო 2026, 13:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა
ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
29 აგვისტო 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
მსოფლიო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.


