imedi /  29 ივნისი 2017, 13:26 / სანდო წყარო

ჯეჯელავა: რეფორმა შეეხება ადამიანებს და ამიტომ სიჩქარე გამართლებული არ არის

ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების მინისტრი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმაზე გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა. „რამდენი დროც დაგვჭირდება სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, იმდენი დრო უნდა გამოვიყენოთ", - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა 

მისი განცხადებით, რეფორმა შეეხება ადამიანებს და ამიტომ სიჩქარე გამართლებული არ იქნება. 

„ჩვენ გვაქვს ასეთი ჩვევა, რომ ერთ დღეში გვინდა რაღაცები გაკეთდეს, თუმცა ყოველთვის ეს ასე არ ხდება. საჯარო სამსახურის რეფორმა შეეხება ადამიანებს, ამიტომ აქ სიჩქარე, ჩემი აზრით, არ იქნება გამართლებული. საუბარია ადამიანების თანამდებობრივ პოზიციებზე, ანაზღაურებაზე და ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითზე“, -ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა. 

IDFI-ს ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ ამ დრომდე მთავრობის მიერ პარლამენტისათვის ჯერაც არ არის წარდგენილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები. აღნიშნული კანონპროექტები, ბუაძის შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.

საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოს და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ნაწილია. ის ასევე საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სტრატეგიულ ამოცანასაც წარმოადგენს.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2026, 17:45

რეგიონი

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა.

17 სექტემბერი 2026, 17:34

საზოგადოება

სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე აფრიაშვილი, ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როგორც გამორჩეული ენერგეტიკოსი დაჯილდოვდა. სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ანდრაშ ლასლო

17 სექტემბერი 2026, 17:31

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: კანადის ევროკავშირში შესაძლო ასოცირებული წევრობა რეალური არ არის

ევროდეპუტატი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირში კანადის ასოცირებული წევრობა რეალობას არ შეესაბამება.

17 სექტემბერი 2026, 17:30

რეგიონი

რევაზ სოხაძე და ზურაბ პატარაძე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო პროექტებს გაეცნენ

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

ლაშა ფარულავა

17 სექტემბერი 2026, 17:28

პოლიტიკა

ლაშა ფარულავა: არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ - თამარ ჩერგოლეიშვილის პოზიციები არ გვაინტერესებს, სინამდვილეში არც არავის აინტერესებს

არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავამ.

ნიკოლ ფაშინიანი

17 სექტემბერი 2026, 17:20

მსოფლიო

ფაშინიანის განცხადებით, ის რუსული ენის დამატებით კურსებზე დადის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული ენის დამატებით კურსებზე დადის.

17 სექტემბერი 2026, 17:08

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

17 სექტემბერი 2026, 16:56

ჯანდაცვა

პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე კომიტეტის წევრებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, პროფესორ რემა ღვამიჩავას ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დიმიტრი პესკოვი

17 სექტემბერი 2026, 16:53

მსოფლიო

პესკოვი აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონზე: რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღება ცალსახად გაართულებს უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების გზების მოძიების ძალისხმევას

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სასანქციო კანონს გამოეხმაურა.

17 სექტემბერი 2026, 16:52

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის განვითარების საკითხებზე ხულოს მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარიძის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ულფ კრისტერსონი

17 სექტემბერი 2026, 16:39

მსოფლიო

შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

17 სექტემბერი 2026, 16:33

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

17 სექტემბერი 2026, 16:21

რეგიონი

ბექა ვაჭარაძე: ჩვენ გვინდა, ფოთში ძლიერი სარაგბო ოჯახი შევქმნათ - ძლიერი გუნდი გვყავდეს დღეს და კიდევ უფრო ძლიერი თაობა გავზარდოთ ხვალ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლუბს შეუერთდნენ გამოცდილი ფოთელი მორაგბეები, რომლებიც წლების შემდეგ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდნენ და დღეს უკვე ფოთის გუნდის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობენ.

17 სექტემბერი 2026, 16:04

პოლიტიკა

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

17 სექტემბერი 2026, 15:46

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია

ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

17 სექტემბერი 2026, 15:41

ტაბლოიდი

სინგაპურში მოსახლეობას სოციალური ქსელების სქროლვის სანაცვლოდ წიგნების კითხვაში ფულს უხდიან📚

„მთავარი გზავნილი, რომელიც სინგაპურის მცხოვრებლამდე გვინდა მივიტანოთ, არის ის, რომ კითხვა გონების შესანიშნავი ვარჯიშია. კითხვის დაწყება და ამ ჩვევის შენარჩუნება მარტივია და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, ეს ჩვენს საერთო ჩვევად ვაქციოთ“, - განმარტა ტამმა.

17 სექტემბერი 2026, 15:32

პოლიტიკა

პარლამენტის წევრები ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ

ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად მცხეთაში, ზაჰესის კაშხალზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2026, 15:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად

ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

17 სექტემბერი 2026, 15:22

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავა Swift-ის საგადახდო ფორუმზე მომხსენებლად წარდგა

თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით Swift-ის საგადახდო ფორუმი - კავკასია და თურქეთი გაიმართა, რომელიც რეგიონში საგადახდო სისტემების განვითარებას, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესებასა და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას მიეძღვნა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გურამ დუმბაძე

17 სექტემბერი 2026, 15:21

პოლიტიკა

გურამ დუმბაძე: ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, წელსვე ჩავუშვათ საპილოტე ნაწილი

ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, რომ წელსვე უკვე საპილოტე ნაწილი ჩავუშვათ და დავიწყოთ ამ რეფორმის ათვისება, - განაცხადა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ.