imedi /  24 დეკემბერი 2020, 13:45 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი?

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიასგან დაინტერესდა, რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი.

„დღეს დარბაზში ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, მაგრამ სანამ ისინი აქ არ არიან, მე წავეშველები და გკითხავთ აბაშიძე-კარასინის ფორმატზე. რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი?“ - განაცხადა სამხარაძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს.

ყველა სიახლე

სიდჰარტა სანკარ დატა

07 მარტი 2021, 22:38

COVID19

სიდჰარტა სანკარ დატა: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც ვაქცინაციისთვის მზადყოფნისთვის შესაძლებელი, სავალდებულო და აუცილებელი იყო

„საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთეს ყველაფერი, რაც შესაძლებელი, სავალდებულო და აუცილებელი იყო ვაქცინაციისთვის მზადყოფნისთვის. ჩვენ ამასა მივესალმებით, ვაფასებთ და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ვაქცინაცია დამოკიდებულია ვაქცინის მოცულობაზე. გვინდა ერთდროულად ყველა ქვეყანამ მიიღოს ვაქცინა, მაგრამ ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს კოპლექსური საკითხია. საქართველოს მთვარობა იყო ეფექტიანი რომ გაეკეთებინა ყველაფერი, რაც იყო საჭირო ვაქცინის მისაღებად და ასევე ზოგადად, COVID-19-ზე რეაგირების თვალსაზრისით. ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ღირებულია ის ვაქცინა, რომელიც პანდემიის დასასრულებლად ერთ-ერთი საშუალებაა. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინი გადაითარგმნება ზუსტად ასევე ვაქცინის მიღებაშიც. საქართველოს აქვს საუკეთესო შედეგები მაგალითად ბავშთა იმუნიზაციის საკითხებში“, - განაცხადა დატამ.

კორონავირუსი

07 მარტი 2021, 22:29

COVID19

ჯანმოს ევროპის ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელი: ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ვაქცინა არის, მოდის და მას მიიღებთ

„რომელ ვაქცინას აირჩევს, ეს ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს. რომელ ვაქცინაზეც არ უნდა შეჩერდეს არჩევანი, აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი ეფექტიანობაზე და უსაფრთხოებაზე განურჩევლად ვაქცინის წარმოშობისა. პანდემიისას კრიტიკულ მნიშვნელოვანია ვაქცინისადმი ნდობა. დღეისათვის ჯანმოში შემოწმების პროცესს გადის ჩინური წარმოშობის ვაქცინა „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. პასუხი ჯერ არ გვაქვს. გამალეას ცენტრში დამზადებული „სპუტნიკ v-ს “ვაქცინაც დამერწმუნეთ ჯანმოს და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების იმავე პროცესს გაივლის, რასაც დანარჩენი ვაქცინები. ამიტომ დღეს „სპუტნიკზე“ და ჩინურ ვაქცინაზე, მათ ეფექტიანობაზე ან უსაფრთხოებაზე ვერ ვისაუბრეთ“, - განმარტავს დატა.

არჩილ თალაკვაძე

07 მარტი 2021, 22:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს

ის, ვინც ცდილობს, პოლიტიკური პროცესების ბლოკირებას და ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თავისთავად ანტიდასავლური მიმართულებით მოქმედებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა. მან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეაფასა და ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა. „ბატონი მიშელის ვიზიტის დასასრულს ოპოზიციამ საკუთარი დესტრუქციული სახე აჩვენა. თუნდაც, პარლამენტთან ჩატარებული ე.წ. პიკეტირების აქციებით, რომელიც ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტშიც გვახსოვს, როდესაც ეს ფრთა ცდილობდა პარლამენტისა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციის ბლოკირებას. ჩვენ გვახსოვს თავდასხმები პარლამენტზე და საარჩევნო კომისიაზე. ეს არის ხელწერა, რომელიც დიდი ალბათობით, ბატონმა მიშელმაც დაინახა და ვფიქრობ, მას კარგად ესმის, რომ ეს დესტრუქციული ხაზი უშლის ხელს მოლაპარაკებას და პოლიტიკური მშვიდობის მიღწევას.

გოგა მაისურაძე

07 მარტი 2021, 22:15

საზოგადოება

როგორ შექმნა გოგა მაისურაძემ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრი

ამ სივრცეში ყველაფერია - გასეირნება ცხენებით, კვადროებით თუ სხვა სათავგადასავლო ტური. დაიწყო მშენებლობა და მალე აქ კორტები, კალათბურთის დახურული მოედნები, თევზის რესტორანი, ლუდსახარში, აკვაპარკი, ბოულინგისა და ბილიარდის სივრცეები მოეწყობა. გოგა მაისურაძემ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 5-დან 300-მდე გაიზარდა. სკოლებში მივიდა და 150-მდე ბავშვი დააინტერესა, ასწავლა და ნაწილი ახლაც ამ კომპლექსში მუშაობს.

ნამახვანჰესი

07 მარტი 2021, 22:02

ეკონომიკა

როგორ გაზრდის „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას

ინვესტორი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჰესი უსაფრთხოა და ყველა შესაბამისი დასკვნა კომპეტენტურმა კომპანიებმა და მკვლევარებმა მოამზადეს. კომპანია „ენკას“ ენდობა მრავალი ქვეყანა - მრავალწლიანი გამოცდილებისა და პრაქტიკის გამო.

შარლ მიშელი

07 მარტი 2021, 21:44

პოლიტიკა

ვინ არის შარლ მიშელი - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

ეფექტიან მომლაპარაკებლად ცნობილი მიშელი ერთ-ერთ ევროპულ გაზეთში ასე დაახასიათეს: „მოლაპარაკებებში შარლ მიშელს თეფშის თეორია აქვს. სადილზე მაგიდასთან უამრავი კერძია. ყველას აქვს საშუალება აირჩიოს და ზოგს მოუწევს ის, რაც შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ მთავარია, რომ კერძი ყველას შეხვდება“.

გიორგი ვოლსკი

07 მარტი 2021, 21:30

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, წითელი ხაზები გაივლო და ზუსტად ვიცით ეს წითელი ხაზები სად არის გავლებული

„ეს არის ამოცანა. საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი ნათელია. წითელი ხაზები გაივლო და ზუსტად ვიცით ეს წითელი ხაზები სად არის გავლებული“, - ამბობს ვოლსკი.

ლადო ბენდიანიშვილი

07 მარტი 2021, 21:10

პოლიტიკა

ლადო ბენდიანიშვილი: ბერა ივანიშვილის ოჯახის დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც 2011 წელს ჩემთან მოვიდნენ, ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა კომენტარებისგან, რომელიც მუქარად შეიძლებოდა აღქმულიყო

„რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ჰქონდა ამას, რაზეც ვუთხარი რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან. ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ჰქონია“,- წერს ლადო ბენდიანიშვილი.

სუსი

07 მარტი 2021, 20:35

სამართალი

პოლიციამ ხურვალეთთან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა

უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2021, 19:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, ძალადობა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, ეს პარტია მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან ვერ ამაღლდა

„აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის" სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!“ - წერს კობახიძე.

„რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონი გახდა

07 მარტი 2021, 19:51

სპორტი

10-წლიანი პაუზის შემდეგ „რეინჯერსი" შოტლანდიის ჩემპიონი გახდა

სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა „რეინჯერსმა" შოტლანდიის „პრეიერ ლიგის" ჩემპიონობა „დანდი იუნაიტედსა" და „სელტიკს" შორის ფრედ ანგარიშით 0-0 დასრულებული შეხვედრის შედეგად გაიფორმა. გლაზგოელებს სხვადასხვა დროს მოგებული აქვთ: შოტლანდიის თასი 33-ჯერ, შოტლანდიის ლიგის თასი 27-ჯერ, ევროპის თასების გამარჯვებულთა თასი 2-ჯერ, უეფას სუპერ თასი ერთხელ და უეფას თასი, ასევე ერთხელ.

07 მარტი 2021, 19:35

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: უკანონო მოსმენა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა

„ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული. ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

07 მარტი 2021, 19:25

პოლიტიკა

ქართული ოცნება: საზოგადოებამ მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, გაყალბებული საუბარი როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან შედგება

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

დაკავება

07 მარტი 2021, 19:17

სამართალი

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავა

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.

07 მარტი 2021, 19:17

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად გამოიყენოს

„მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძე

07 მარტი 2021, 19:01

COVID19

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„არის შეტყობინებები სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ მათ რეინფიცირება ჰქონდათ. ჯერ ასეთი ავადმყოფები იგზავნებიან ლუგარის ლაბორატორიაში, რომ გამოკვლეული იქნეს მათი დაავადების გამომწვევი შტამის გენეტიკური თავისებურებები. ჯერ არც ერთი შემთხვევა, მართლა რეინფიცირების არ დადასტურებულა ჩვენთან. ანუ, ის, ვინც ამბობს, რომ ხელახლა დაემართა, ჯერ არ დადასტურდა, რომ დაინფიცირებულია სხვა შტამით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

კანე ტანაკა

07 მარტი 2021, 18:43

სპორტი

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას

ტანაკა 1903 წელს დაიბადა. მას 4 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. 103 წლამდე ის თავისი ოჯახის მაღაზიაში მუშაობდა. ქალმა ორჯერ დაამარცხა კიბო. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ტანაკას წარსულზე ლაპარაკი არ უყვარს და ყურადღებას აწმყოსა და მომავალზე ამახვილებს.

რომის პაპი ფრანცისკე

07 მარტი 2021, 18:13

მსოფლიო

პაპმა ფრანცისკემ ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცა

ლოცვის შემდეგ პაპი ქარაქოშში ქრისტიანებს შეხვდა. ხვალ კი ირბილში, მასობრივი მესის ჩასატარებლად ჩავა. ფრანცისკე სტადიონზე იქადაგებს და მის მოსასმენად სავარაუდოდ 10 ათასამდე ადამიანი მივა.

07 მარტი 2021, 18:12

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 403 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 403 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 236,768 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,241 ადამიანი. ვირუსისგან 229,718 პაციენტი განიკურნა.

07 მარტი 2021, 17:46

სამართალი

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია მოკლა

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გოშაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მინდინარეობს (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).